წიგნები, რომლებიც ცვლის ცხოვრებას: 5 წიგნი, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს

წიგნები, რომლებიც ცვლის ცხოვრებას: 5 წიგნი, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს

წიგნებს შეუძლიათ ნამდვილად შეცვალონ ადამიანის ცხოვრება. წიგნები შთაგვაგონებენ და გვეხმარებიან, რომ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

წიგნები, რომლებიც ცვლიან სამყაროს, ყოველთვის არ მოგვითხრობს დიდ მოვლენებსა თუ რევოლუციებზე. ზოგჯერ ჩუმმა ხმამ, რომელიც ფურცლებშია ჩამალული, შეიძლება აანთო ცვლილების ნაპერწკალი ადამიანის სულში, შემდეგ კი საზოგადოებაში.

ეს შეიძლება იყოს უსამართლობის ისტორიები, რომლებიც აღვიძებენ თანაგრძნობის განცდას და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილს. ეს შეიძლება იყოს ფილოსოფიური ტრაქტატები, რომლებიც გვაიძულებს დავფიქრდეთ ჩვენს ადგილზე მსოფლიოში და საკუთარ ღირებულებებზე. ეს შეიძლება იყოს იმ ადამიანების ბიოგრაფიები, რომლებიც თავიანთი მაგალითით შთაგვაგონებენ, ვიყოთ უფრო გამბედავი, მებრძოლი და მონდომებული.

წიგნების ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი გვაძლევენ შესაძლებლობას დავინახოთ სამყარო სხვადასხვა კუთხიდან, გავიგოთ სხვა ადამიანების ბედი და შევხედოთ ნაცნობ ნივთებს ახალი კუთხით. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რომელი წიგნი შეცვლის სამყაროს. მაგრამ ყველა წიგნს აქვს შანსი შეეხოს ადამიანის სულს და დაიწყოს ჯაჭვური რეაქცია ცვლილებაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია წაიკითხოთ, გაუზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები სხვებს და ამით სამყარო ცოტათი უკეთესი გახადოთ.

„მხევლის წიგნი“ კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის ყველაზე პოპულარული რომანია, რომლის მიხედვით, Netflix-მა ცნობილი სერიალი გადაიღო. წიგნში, ავტორი თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს აყენებს - რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ფემინიზმი, კონსუმერიზმი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რომლებიც აქტიურად განიხილება 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან, რამაც რომანი თითქმის წინასწარმეტყველური გახადა. „მხევლის წიგნმა“ მარგარეტს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. ნაწარმოებში მოქმედება ახლო მომავალში, ახალ ინგლისში, პატრიარქალურ, ტოტალიტარულ სახელმწიფოში, გილეადის რესპუბლიკაში მიმდინარეობს. წიგნის მთავარი პერსონაჟი გახლავთ ქალი, სახელად ფრედისა, რომელიც მხევალთა კასტას მიეკუთვნება, რომელთაც მამაკაცებისთვის – გილეადის მმართველი კლასისთვის – ბავშვების გაჩენა ევალებათ. მისი ნამდვილი სახელი - ჯუნია. ფრედისა მას გილეადში დაარქვეს, სახელი ფრედისა ნიშნავს იმ მამაკაცის (ფრედის) კუთვნილებას, ვისაც მან შვილი უნდა გაუჩინოს.

ანე ფრანკის დღიური“ მეორე მსოფლიო ომის დროს, 15 წლის ებრაელი გოგონას მიერ დაწერილი მემუარებია, რომელიც ამსტერდამში ნაცისტებს ემალებოდა. მისი დღიური იმდროინდელი საშინელი მოვლენებისა და ჰოლოკოსტის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა და მრავალ ენაზე, მრავალ ქვეყანაში, მრავალჯერ გამოიცა წიგნად. დღიურში ანეს წერილები ასახავს გოგონას ბრძოლას საიდუმლო ცხოვრების სირთულეებთან და ნათელი მომავლის იმედებთან . 1947 წელს, ანეს მამამ, ოტო ფრანკმა პირველად გამოაქვეყნა დღიური და მას შემდეგ, იგი მსოფლიო ბესტსელერი გახდა. ანე ფრანკის დღიურს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც ამხელს ჰოლოკოსტის საშინელ რეალობას. ეს არის არა მხოლოდ ანე ფრანკის პირადი ისტორია, არამედ ნაციზმის ათასობით უდანაშაულო მსხვერპლის ხმა. ის გვახსენებს ადამიანის ღირსების შენარჩუნების, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ. დღიური ასევე დიდ როლს თამაშობს ახალი თაობების განათლებასა და აღზრდაში, ეხმარება მათ ომისა და რასიზმის საშინელებების გააზრებაში/ დღიურის კითხვით ადამიანები იძენენ თანაგრძნობას და აცნობიერებენ, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანის სული ყველაზე რთულ სიტუაციებში.

(ვრცლად იხილეთ ბლოგი)

ფრენკ ჰერბერტის "დიუნი" არ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, ის ნამდვილი ფენომენია. პოლ ატრეიდის ეპიკური ისტორია, მისი ბედი და ბრძოლა არრაკისის უდაბნოს ქვიშაზე 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იპყრობს მკითხველის გულებს მთელს მსოფლიოში. "დიუნის" დასაწერად ჰერბერტს 6 წელი დასჭირდა. მან გულდასმით გაიაზრა თავისი სამყაროს ყველა დეტალი, შექმნა მდიდარი და მრავალმხრივი ამბავი.

"დიუნი" ფრენკ ჰერბერტის მრავალწლიანი შრომისა და ღრმა ფიქრის შედეგია. ეს არ არის უბრალოდ ფანტასტიკური ისტორია, არამედ ნაწარმოები, რომელიც გაიძულებს იფიქრო კაცობრიობის მნიშვნელოვან პრობლემებზე.

(ვრცლად იხილეთ ბლოგი)

იაპონელი ნეირომეცნიერი და მწერალი კენ მოგი, "იკიგაის პატარა წიგნში“ მკაფიო განმარტებას გვთავაზობს: "იკიგაი არის ის, რისთვისაც გსურთ დილით ადგომა. "იკიგაი დეტალებშია", - წერს მოგი. - დილის სიხალისე, ფინჯანი ყავა, მზის სხივი, საყვარელი კერძის მომზადება, შექება და მნიშვნელოვანი ადამიანების სითბო. ვინც ამ ყოველივეს აფასებს, ნამდვილად შეუძლია ცხოვრებით ტკბობა."

იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!

(ვრცლად იხილეთ ბლოგი)

ლავკრაფტი ცნობილია თავისი უნარით შექმნას უნიკალური საშინელებათა ატმოსფერო. მისი მოთხრობები სავსეა პირქუში, უძველესი ქალაქებით, სიბნელითა და უფსკრულებით. მან ოსტატურად გამოიყენა კოსმოსური საშინელებათა ელემენტები, რაც მის ნამუშევრებს წარმოუდგენლად მისტიკურს ხდის. ლავკრაფტის მოთხრობების უმეტესობა სიზმრების იდუმალ სამყაროსთანაა დაკავშირებული. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი მისი ნაწარმოებები დღემდე გაოცებასა და შიშში ტოვებს მკითხველს. ლავკრაფტის მდიდარმა ფანტაზიამ და უნიკალურმა სტილმა შექმნა საკუთარი მითოლოგიური სამყარო, რომელიც ცნობილია როგორც Cthulhu Mythos (ქთულხუს მითოსი), სადაც მივიწყებულ სამყაროში უძველეს ღმერთებს სძინავთ და კაცობრიობა მათ ბოროტ გავლენას ეჯახება.

თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ ლავკრაფტის ნამუშევრებს, გირჩევთ, დღესვე დაიწყოთ კითხვა. ლავკრაფტის მოთხრობების კრებული „ჰიპნოზი“, გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, „პორტალის“ სერიის ფარგლებში გამოსცა. კრებული მწერლის თორმეტ ცნობილ მოთხრობას აერთიანებს. (ვრცლად იხილეთ ბლოგი)

ავტორი: თეა ინასარიძე

შეიძლება დაგაინტერესოთ: 20 სამოტივაციო ფრაზა მსოფლიოში ცნობილი ადამიანებისგან, რომელთაც არნახულ წარმატებას მიაღწიეს