ავტორი:

"დაბრუნდა დიდი შემართებით" - რას წერს მეგობარი ელენე ხოშტარიაზე, რომელიც საზღვარგარეთ სამკურნალოდ იყო წასული?

"დაბრუნდა დიდი შემართებით" - რას წერს მეგობარი ელენე ხოშტარიაზე, რომელიც საზღვარგარეთ სამკურნალოდ იყო წასული?

"ის აქ არის, დაბრუნდა დიდი შემართებითა და ენერგიით" - წერს პოლიტიკური გაერთიანება "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე და სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

გუშინ ხოშტარიამაც გაავრცელა პოსტი, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტის ხელახლა ინიცირების თემას გამოეხმაურა:

"ხვალ საქართველოში ვბრუნდები და ძალიან მიხარია! რუსული კანონი არა ბექა ოდიშარია!საქართველო ევროპაა! არა რუსულ მთავრობას! PS აშკარად მესმის საგანი, როდის წავიდე და როდის დავბრუნდე" - დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ბოლო დროს პოლიტიკურ პროცესებში საჯაროდ აღარ იყო ჩართული, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ამის საშუალებას არ აძლევდა. ელენეს თქმით, ბრძოლის შემართება არ დაუკარგავს და მალე საჯაროდაც გამოჩნდება.

"ბევრს არ ვილაპარაკებ, როგორ განვიცდი, რომ ჯანმრთელობამ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა. თუმცა, იმას კი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლის შემართება არა თუ არ შემცვლია, გაძლიერებულიც მაქვს იძულებითი შვებულების ფონზე“ - წერდა პოლიტიკოსი.

ჩვენი ინფორმაციით, ელენე ხოშტარია საზღვარგარეთ მკურნალობდა.

ნახეთ ასევე: "განვიცდი, რომ ჯანმრთელობამ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა" - რას წერს ელენე ხოშტარია