ავტორი:

"ეს არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ჰყავდა დასაქმებული - სირცხვილი!" - ვიოლა ფონ კრამონი შალვა პაპუაშვილზე

"ეს არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ჰყავდა დასაქმებული - სირცხვილი!" - ვიოლა ფონ კრამონი შალვა პაპუაშვილზე

"შალვა პაპუაშვილი არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობის პროექტებზე - სირცხვილი!", - ასე პასუხობს “ტვიტერის” პირად გვერდზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ის მიკროფონებს გაუთიშავს პარლამენტარებს, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ.

“ეს [შალვა პაპუაშვილი] არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობის პროექტებზე.

როგორ შეიძლება დასავლური დონორები ასე იყვნენ შეცდომაში შეყვანილი ისეთი ადამიანების დასაქმებით, რომლებიც კანონის უზენაესობის პატივისცემის ნაცვლად ყველაფერს აკეთებენ, პარლამენტში დეპუტატების უფლებებს არღვევენ და რუსულ ინტერესებს ატარებენ? სირცხვილი!”, - წერს ფონ კრამონი.