Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვსურს, ასეთი საჩუქარი შემოგთავაზოთ და უარს არ მივიღებთ... გაიგეთ, როგორია მათთან ერთად ცხოვრების გემო" - რატომ ემუქრება გერმანიას ბოტსვანა 20 000 სპილოს გაგზავნით
"გვსურს, ასეთი საჩუქარი შემოგთავაზოთ და უარს არ მივიღებთ... გაიგეთ, როგორია მათთან ერთად ცხოვრების გემო" - რატომ ემუქრება გერმანიას ბოტსვანა 20 000 სპილოს გაგზავნით

ბოტსვა­ნას პრე­ზი­დენ­ტი გერ­მა­ნი­ა­ში 20 000 სპი­ლოს გაგ­ზავ­ნით იმუქ­რე­ბა, მას შემ­დეგ, რაც გერ­მა­ნი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ უფრო მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა და­წეს­დეს სა­ნა­დი­რო ტრო­ფე­ის იმ­პორტზე.

  • პრე­ზი­დენტ მო­კგ­ვე­ცი მა­სი­სის თქმით, ეს მის მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ა­ღა­ტა­კებს, რად­გან სპი­ლო­ე­ბის რი­ცხვი იზ­რდე­ბა - ისი­ნი ზი­ანს აყე­ნებ­დნენ სა­კუთ­რე­ბას, ჭა­მენ მო­სა­ვალს და საფრ­თხეს უქ­მნი­ან ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს.

"გერ­მა­ნე­ლებ­მა უნდა იცხოვ­რონ ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად, ისე, რო­გორც ამას ჩვენ ვა­კე­თებთ. გვსურს ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი შე­მოგ­თა­ვა­ზოთ და უარს არ მი­ვი­ღებთ“, - გა­ნუ­ცხა­და მა­სი­სიმ გერ­მა­ნულ გა­ზეთ Bild-ს.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ბოტსვა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნებს სპი­ლო­ე­ბის გაგ­ზავ­ნით ემუქ­რე­ბი­ან. ბოტსვა­ნას ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის მი­ნის­ტრი დუ­მეზ­ვე­ნი მთიმ­ხუ­ლუ გა­სულ თვე­ში ლონ­დონს 10 000 სპი­ლოს გაგ­ზავ­ნით და­ე­მუქ­რა, რათა ბრი­ტა­ნე­ლებ­მა მათ "გვერ­დით ცხოვ­რე­ბის გემო გა­სინ­ჯონ".

მარ­ტში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დე­პუ­ტა­ტებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რეს სა­ნა­დი­რო ტრო­ფე­ის იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვას. ბოტსვა­ნა და სამ­ხრეთ აფ­რი­კის სხვა ქვეყ­ნე­ბი უამ­რავ ფულს შო­უ­ლო­ბენ მდი­და­რი და­სავ­ლე­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ათა­სო­ბით დო­ლარს იხ­დი­ან სრო­ლის ნე­ბარ­თვის­თვის და შემ­დეგ ტრო­ფე­ის შე­ძე­ნის­თვი­საც. პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ეს ფული ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ჯგუ­ფე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს პრაქ­ტი­კა სას­ტი­კია და უნდა აიკ­რძა­ლოს.

ბოტსვა­ნა­ში მსოფ­ლი­ოს სპი­ლო­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე­დი ცხოვ­რობს. დღეს­დღე­ო­ბით მათი რა­ო­დე­ნო­ბა 130 000-ზე მე­ტია.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
1

ჩვენთან გამოაგზავნონ 20000სპილო

პავლე
1

არა, ადამიანების 70 პროცენტის ამოწყეტა როგორ შეილება!!!!! მხოლოდ სტერილიზაცია...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"გვსურს, ასეთი საჩუქარი შემოგთავაზოთ და უარს არ მივიღებთ... გაიგეთ, როგორია მათთან ერთად ცხოვრების გემო" - რატომ ემუქრება გერმანიას ბოტსვანა 20 000 სპილოს გაგზავნით

"გვსურს, ასეთი საჩუქარი შემოგთავაზოთ და უარს არ მივიღებთ... გაიგეთ, როგორია მათთან ერთად ცხოვრების გემო" - რატომ ემუქრება გერმანიას ბოტსვანა 20 000 სპილოს გაგზავნით

ბოტსვანას პრეზიდენტი გერმანიაში 20 000 სპილოს გაგზავნით იმუქრება, მას შემდეგ, რაც გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უფრო მკაცრი შეზღუდვები უნდა დაწესდეს სანადირო ტროფეის იმპორტზე.

  • პრეზიდენტ მოკგვეცი მასისის თქმით, ეს მის მოსახლეობას გააღატაკებს, რადგან სპილოების რიცხვი იზრდება - ისინი ზიანს აყენებდნენ საკუთრებას, ჭამენ მოსავალს და საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს.

"გერმანელებმა უნდა იცხოვრონ ცხოველებთან ერთად, ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ. გვსურს ასეთი საჩუქარი შემოგთავაზოთ და უარს არ მივიღებთ“, - განუცხადა მასისიმ გერმანულ გაზეთ Bild-ს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბოტსვანის ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპის ქვეყნებს სპილოების გაგზავნით ემუქრებიან. ბოტსვანას ველური ბუნების მინისტრი დუმეზვენი მთიმხულუ გასულ თვეში ლონდონს 10 000 სპილოს გაგზავნით დაემუქრა, რათა ბრიტანელებმა მათ "გვერდით ცხოვრების გემო გასინჯონ".

მარტში, გაერთიანებული სამეფოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სანადირო ტროფეის იმპორტის აკრძალვას. ბოტსვანა და სამხრეთ აფრიკის სხვა ქვეყნები უამრავ ფულს შოულობენ მდიდარი დასავლელებისგან, რომლებიც ათასობით დოლარს იხდიან სროლის ნებართვისთვის და შემდეგ ტროფეის შეძენისთვისაც. პრეზიდენტის თქმით, ეს ფული ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად გამოიყენება.

ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ეს პრაქტიკა სასტიკია და უნდა აიკრძალოს.

ბოტსვანაში მსოფლიოს სპილოების დაახლოებით მესამედი ცხოვრობს. დღესდღეობით მათი რაოდენობა 130 000-ზე მეტია.