მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ უსამშობლოებმა ხალხი შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, ვაკონკრეტებ, კანონპროექტი არ ეხება სტუდენტების დაფინანსებას, შშმ პირებს და ..." - რას აცხადებს ირაკლი ზარქუა
"ამ უსამშობლოებმა ხალხი შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, ვაკონკრეტებ, კანონპროექტი არ ეხება სტუდენტების დაფინანსებას,  შშმ პირებს და ..." - რას აცხადებს ირაკლი ზარქუა

ამ უსამ­შობ­ლო­ებ­მა და ხელ­მო­ცა­რუ­ლებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში რომ არ შე­იყ­ვა­ნონ, კი­დევ ერთხელ ვა­კონ­კრე­ტებ, ეს არ ეხე­ბა არ­ცერ­თი სტუ­დენ­ტის და­ფი­ნან­სე­ბას, არ­ცერთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ჩარ­თულ პროგ­რა­მას, შშმ პი­რებს, არ­ცერთ ფი­ზი­კურ პირს. ეს ეხე­ბა მხო­ლოდ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა 20%-ზე მე­ტია უცხო­უ­რი ფონ­დე­ბი­დან, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ზარ­ქუ­ას გან­მარ­ტე­ბით, ამ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მათ ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა რაც აქვთ, ეს არის რომ დეკ­ლა­რი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ იან­ვრის პირ­ველ რი­ცხვში ვინც და­ა­ფი­ნან­სა და რა მიზ­ნით.

"უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან და­ი­ნი­ცირ­დე­ბა კა­ნო­ნი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ, კი­დევ ერთხელ ამ უსამ­შობ­ლო­ებ­მა და ხელ­მო­ცა­რუ­ლებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში რომ არ შე­იყ­ვა­ნოს, კი­დევ ერთხელ ვა­კონ­კრე­ტებ, ეს არ ეხე­ბა არ­ცერ­თი სტუ­დენ­ტის და­ფი­ნან­სე­ბას, არ­ცერთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ჩარ­თულ პროგ­რა­მას, შშმ პი­რებს, არ­ცერთ ფი­ზი­კურ პირს. ეს ეხე­ბა მხო­ლოდ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა 20%-ზე მე­ტია უცხო­უ­რი ფონ­დე­ბი­დან და ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა რაც გვაქვს, ეს არის რომ დეკ­ლა­რი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ იან­ვრის პირ­ველ რი­ცხვში ვინ და­ა­ფი­ნან­სა და რა მიზ­ნით. მეტი არა­ფე­რი! შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ისე­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს, რომ ყვე­ლა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­შია. ჩრდი­ლო­ე­თი­დან, სამ­ხრე­თი­დან, აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, და­სავ­ლე­თი­დან, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სი აქვს. ჩვენ გვაქვს სა­ხელ­მწი­ფო და ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი. შე­გახ­სე­ნებთ, სულ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მცდე­ლო­ბა ჰქონ­დათ, რომ ომში ჩა­ვეთ­რი­ეთ, მათ შო­რის იმ გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ას. დღემ­დე არ ის­ვე­ნე­ბენ. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ეს გა­მო­ვი­ტა­ნეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ახალ­გაზ­რდე­ბი არ ჩა­ვა­ყე­ნეთ საქ­მის კურ­სში და ასე ხის­ტად მოგ­ვი­წია, იმი­ტომ რომ პრობ­ლე­მე­ბი იყო - ჩვენ ომში მიგ­ვათ­რევ­დნენ, ამ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით. ამის შემ­დეგ, რომ ვნა­ხეთ რომ გარ­კვე­ულ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზეც მი­დი­ოდ­ნენ, რომ სის­ხლი დაღ­ვრი­ლი­ყო, ჩვენ ვთქვით, რომ მოდი, უკან და­ვი­ხი­ოთ, გა­დავ­დოთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ კი­დევ უფრო. იქ­ნებ ეს პრობ­ლე­მა არ დად­გეს. მაგ­რამ რას ვხე­დავთ, წინა კვი­რას ისევ მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი იხარ­ჯე­ბა, რო­გორც მე­დი­ა­ზე, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­ზე. ვი­კი­თხეთ, რა მიზ­ნით? - კა­ციშ­ვი­ლი ხმას არ იღებს. ჩვენ ვხე­დავთ, რო­გორ მტრო­ბენ ჩვენს ქვე­ყა­ნას. ამი­ტომ, ამ კა­ნონს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი აქვს - ის ვინც ფი­ნანსდე­ბა, რო­გორც მე­დია, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია 20%-ზე მე­ტად, დეკ­ლა­რი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ. უბ­რა­ლოდ ჩა­წე­რონ ვინ და­ა­ფი­ნან­სა და რა მიზ­ნით. პრობ­ლე­მა რა­შია?” - აღ­ნიშ­ნა ზარ­ქუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ "სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ, პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭოს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პარ­ლა­მენ­ტში ხე­ლახ­ლა წა­რად­გი­ნოს კა­ნონპ­რო­ექ­ტი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე სე­სი­ის ბო­ლომ­დე სა­მი­ვე მოს­მე­ნით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
8

სასაცილო ის არის თან ჭკვიანურ სახეს რომ იღებს.

gio
3

ზარქუა მაინც სულ სხვაა , სხვა ხიბლი აქვს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ამ უსამშობლოებმა ხალხი შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, ვაკონკრეტებ, კანონპროექტი არ ეხება სტუდენტების დაფინანსებას, შშმ პირებს და ..." - რას აცხადებს ირაკლი ზარქუა

"ამ უსამშობლოებმა ხალხი შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, ვაკონკრეტებ, კანონპროექტი არ ეხება სტუდენტების დაფინანსებას,  შშმ პირებს და ..." - რას აცხადებს ირაკლი ზარქუა

ამ უსამშობლოებმა და ხელმოცარულებმა საზოგადოება შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, ეს არ ეხება არცერთი სტუდენტის დაფინანსებას, არცერთ სოფლის მეურნეობაში ჩართულ პროგრამას, შშმ პირებს, არცერთ ფიზიკურ პირს. ეს ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის დაფინანსება 20%-ზე მეტია უცხოური ფონდებიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზარქუას განმარტებით, ამ კანონის ფარგლებში მათ ერთადერთი მოთხოვნა რაც აქვთ, ეს არის რომ დეკლარირება მოახდინონ იანვრის პირველ რიცხვში ვინც დააფინანსა და რა მიზნით.

"უმრავლესობის მხრიდან დაინიცირდება კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, კიდევ ერთხელ ამ უსამშობლოებმა და ხელმოცარულებმა საზოგადოება შეცდომაში რომ არ შეიყვანოს, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, ეს არ ეხება არცერთი სტუდენტის დაფინანსებას, არცერთ სოფლის მეურნეობაში ჩართულ პროგრამას, შშმ პირებს, არცერთ ფიზიკურ პირს. ეს ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის დაფინანსება 20%-ზე მეტია უცხოური ფონდებიდან და ერთადერთი მოთხოვნა რაც გვაქვს, ეს არის რომ დეკლარირება მოახდინონ იანვრის პირველ რიცხვში ვინ დააფინანსა და რა მიზნით. მეტი არაფერი! შეგახსენებთ, საქართველოს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ ყველა ქვეყნის ინტერესის სფეროშია. ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. შეგახსენებთ, სულ რამდენიმე ხნის წინ მცდელობა ჰქონდათ, რომ ომში ჩავეთრიეთ, მათ შორის იმ გლობალურ ომის პარტიას. დღემდე არ ისვენებენ. პირველ შემთხვევაში, როდესაც ეს გამოვიტანეთ, საზოგადოება, ახალგაზრდები არ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ასე ხისტად მოგვიწია, იმიტომ რომ პრობლემები იყო - ჩვენ ომში მიგვათრევდნენ, ამ არასამთავრობოების დახმარებით. ამის შემდეგ, რომ ვნახეთ რომ გარკვეულ პროვოკაციაზეც მიდიოდნენ, რომ სისხლი დაღვრილიყო, ჩვენ ვთქვით, რომ მოდი, უკან დავიხიოთ, გადავდოთ, საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ კიდევ უფრო. იქნებ ეს პრობლემა არ დადგეს. მაგრამ რას ვხედავთ, წინა კვირას ისევ მილიონობით დოლარი იხარჯება, როგორც მედიაზე, ასევე არასამთავრობოებზე. ვიკითხეთ, რა მიზნით? - კაციშვილი ხმას არ იღებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ მტრობენ ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ამ კანონს ერთადერთი მიზანი აქვს - ის ვინც ფინანსდება, როგორც მედია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია 20%-ზე მეტად, დეკლარირება მოახდინონ. უბრალოდ ჩაწერონ ვინ დააფინანსა და რა მიზნით. პრობლემა რაშია?” - აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მისივე თქმით, კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით იქნება მიღებული.