მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღესდღეობით ბავშვებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა ADHD სინდრომი - ფსიქოლოგის რჩევები: ის, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ
დღესდღეობით ბავშვებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა ADHD სინდრომი - ფსიქოლოგის რჩევები: ის, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ

დღეს­დღე­ო­ბით ბავ­შვებ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ პრობ­ლე­მად ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტის და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბა - ADHD სინ­დრო­მი მი­იჩ­ნე­ვა.

  • რა არის ADHD?

ბავ­შვთა ასა­კის მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის სტა­ტის­ტი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მათ სი­ა­ში ერთ-ერთ წამ­ყვან ად­გილ­ზეა ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტის და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბის სინ­დრო­მი. მსოფ­ლი­ო­ში მისი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბაა ინ­გლი­სუ­რი აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა ADHD (Attention Deficit Hyperactivity Disorder). ADHD ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვაა, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მას უქ­მნის ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, რო­გორც თა­ვის მოვ­ლის, ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ და აკა­დე­მი­ურ სფე­რო­ებ­ში. მისი გავ­რცე­ლე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 5 %-ს შე­ად­გენს. აშშ-ში კი მისი გავ­რცე­ლე­ბა 9%-ია და ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სერ­ვი­სებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხშირ მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს.

რა იწ­ვევს მას, რო­გორ ვლინ­დე­ბა და რო­გორ და­იძ­ლე­ვა ის, ამ სა­კი­თხზე ambebi.ge-ს პრაქ­ტი­კო­სი ფსი­ქო­ლო­გი, ფსი­ქო­ლო­გი­ურ-სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრ "სა­ფე­ხუ­რის“ ფსი­ქო­კონ­სულ­ტან­ტი ნინო მა­ზი­აშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

- ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტი და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბა მარ­თლაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა. სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის 6 წლის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს და თით­ქმის ყო­ველ­წლი­უ­რად, თი­თო­ე­ულ კლას­ში, მი­ნი­მუმ 4 მოს­წავ­ლეს მა­ინც ვხვდე­ბო­დი მსგავ­სი სირ­თუ­ლე­ე­ბით. გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ეს ბავ­შვე­ბი არი­ან იმ­პულ­სუ­რე­ბი, ცქმუ­ტა­ვენ, წყნა­რად ჯდო­მა უჭირთ, ბევ­რს მოძ­რა­ო­ბენ, ხან­და­ხან გა­უ­ჩე­რებ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ, ზოგ­ჯერ შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი მა­ნე­რე­ბი აქვთ. არის, რომ სხვა ბავ­შვებს ურტყა­მენ, კონ­ფლიქ­ტურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, და­ვას იწ­ვე­ვენ. ძა­ლი­ან უჭირთ სა­კუ­თა­რი იმ­პულ­სე­ბის და სურ­ვი­ლე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა. ხში­რად ცუდი კო­ორ­დი­ნა­ცი­აც აქვთ, კუნ­თებს ვერ აკონ­ტრო­ლე­ბენ, მო­უ­ხერ­ხებ­ლე­ბი არი­ან, ბევ­რი შე­კი­თხვა შე­იძ­ლე­ბა დას­ვან და პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ და­გა­ცა­დონ. ხე­ლი­დან რა­ღა­ცე­ბი უც­ვი­ვათ და მუდ­მი­ვად რა­ღა­ცას კარ­გა­ვენ, ძა­ლი­ან უჭირთ ყუ­რა­დღე­ბის მოკ­რე­ბა.

მსგავ­სი რამ 5 წლამ­დე ასაკ­ში თით­ქმის ყვე­ლა პა­ტა­რა­შია და ნორ­მად მი­ვიჩ­ნევთ, რად­გან პა­ტა­რე­ბი არი­ან. რო­დე­საც ბავ­შვი უკვე სკო­ლის გა­რე­მო­ში შე­დის, არის რა­ღაც წე­სე­ბი და ჩარ­ჩო­ე­ბი, რო­მელ­შიც უნდა ჩაჯ­დეს და ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი ამ ჩარ­ჩო­ებ­ში ვლინ­დე­ბა. ასეთ დროს შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტა­დაც საქ­მე გვქონ­დეს ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ციტ­თან და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბას­თან.

- რა არის ამის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი?

- მეც­ნი­ე­რე­ბი ჯერ კი­დევ სწავ­ლო­ბენ გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს, ზუს­ტი პა­სუ­ხი არ გვაქვს, თუმ­ცა არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დე­ბი, რომ ADHD შე­საძ­ლოა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორ­თან რო­გო­რი­ცაა - რთუ­ლი ორ­სუ­ლო­ბა, ორ­სუ­ლო­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი, თა­ვის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა, გა­რე­მოს მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა (ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა), ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა, ან შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე მშობ­ლი­დან იყოს გე­ნე­ტი­კუ­რად გა­და­სუ­ლი. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ დე­დას ან მა­მა­საც ჰქონ­და მსგავ­სი სირ­თუ­ლე­ე­ბი... ეკ­რან­თან გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა დრომ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ADHD-ის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს თა­ვად არ იწ­ვევს ADHD-ს. მას ასე­ვე შე­უძ­ლია გა­ა­უ­ა­რე­სოს სიმპტო­მე­ბი.

- რო­გო­რი უნდა იყოს ასეთ დროს მშობ­ლის და მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცია?

- ამ სირ­თუ­ლე­ებს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ჩნე­ვენ. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან, მათ უნდა შექ­მნან შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო და უზ­რუნ­ველ­ყონ ამ ბავ­შვე­ბის სწო­რად ადაპ­ტა­ცია. ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც ვახ­სე­ნეთ, მი­ნი­მუმ 2 გა­რე­მო­ში უნდა ვლინ­დე­ბო­დეს - სკო­ლა­სა და სახ­ლში. თუ მხო­ლოდ ერ­თში ვლინ­დე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად სხვა სირ­თუ­ლე­ებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- სკო­ლა­ში ამ პრობ­ლე­მას მას­წავ­ლე­ბე­ლი და ფსი­ქო­ლო­გი თუ ამ­ჩნევს, რო­გორ იქ­ცე­ვა?

- შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია მშო­ბელ­თან გა­სა­უბ­რე­ბა და მშობ­ლის მიმ­ღებ­ლო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამის მი­ღე­ბა მშობ­ლებს ხში­რად უჭირთ. არ გთან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, რომ ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი შე­ფა­სე­ბა ჩა­ტარ­დეს, რათა ესა თუ ის სირ­თუ­ლე გა­მო­ი­რი­ცხოს. ჩემი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ას დიდი სიფრ­თხი­ლით ვაწ­ვდი, ეს მშობ­ლე­ბის­თვის უმე­ტე­სად შე­მა­ში­ნე­ბე­ლია. ეს კი შემ­დგომ ბავ­შვის სწო­რად ადაპ­ტა­ცი­ის­თვის ხე­ლის­შემ­შლე­ლია.

ისი­ნი ცდი­ლო­ბენ გა­მარ­თლე­ბა მო­უ­ძებ­ნონ ბავ­შვის ქცე­ვას და რა­ღაც მი­ზე­ზებს ასა­ხე­ლე­ბენ. დიდი დრო სჭირ­დე­ბათ, რომ ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც ვაწ­ვდი, გა­და­ხარ­შონ, გა­და­ა­ფა­სონ და გა­ა­კე­თონ ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი შე­ფა­სე­ბა.

- ძი­რი­თა­დად რისი ეში­ნი­ათ?

- პირ­ველ რიგ­ში ბავ­შვის მო­მავ­ლის. შემ­დეგ კი უკვე სტიგ­მას­თა­ნაც მივ­დი­ვართ - სხვე­ბი რას იფიქ­რე­ბენ, როცა გა­ი­გე­ბენ, რომ ჩემს შვილს ეს პრობ­ლე­მა აქვს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი­ურ შე­ფა­სე­ბა­ზე ბავ­შვი წა­უყ­ვა­ნი­ათ და სკო­ლა­ში დას­კვნა არ მო­უ­ტა­ნი­ათ. არა­და, ბავ­შვს შე­იძ­ლე­ბა ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლე ჰქონ­დეს, მა­გა­ლი­თად, ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტი და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბა. ამის და­მალ­ვი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად ბავ­შვი ზა­რალ­დე­ბა.

არა­და, ამ დროს მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი, მშო­ბე­ლი უნდა გა­ერ­თი­ან­დნენ. ბავ­შვის ძლი­ე­რი თუ სუს­ტი მხა­რე­ე­ბი გან­სა­ზღვრონ, შე­სა­ბა­მი­სად, გა­რე­მო ისე უნდა მო­ე­წყოს, რომ სკო­ლა­ში ყოფ­ნა, სწავ­ლა, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უ­მარ­ტივ­დეს. მისი მაქ­სი­მა­ლუ­რად მხარ­დამ­ჭე­რე­ბი უნდა ვი­ყოთ. მარ­ტი­ვად უნდა შეძ­ლოს სწავ­ლა და რა­ღა­ცე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვთ, ბავ­შვე­ბი ამას გან­ზრახ არ აკე­თე­ბენ. ამ გა­რე­მო­ში რა­ღაც უჭირთ, რა­ღა­ცებს ისე ვერ აკე­თე­ბენ, რო­გორც სხვა ბავ­შვე­ბი. ამა­ვე დროს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან და მშობ­ლე­ბის­გან ბევრ შე­ნიშ­ვნას იღე­ბენ. მათ ხში­რად აწე­ბე­ბენ ასეთ იარ­ლი­ყებს - ზარ­მა­ცი, ცელ­ქი, უმაქ­ნი­სი, არა­ფე­რი გა­მოს­დის. არა­და, ამ დროს ბავ­შვე­ბი ამას თვი­თო­ნაც გა­ნიც­დი­ან... ამი­ტო­მა­ცაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ მშობ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­ეც­ნონ ამ ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის სირ­თუ­ლეს. ჰქონ­დეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ინ­ფორ­მა­ცია. უნდა იცოდ­ნენ, რომ ბავ­შვის ესა თუ ის ქცე­ვა არ არის გან­ზრახ გა­კე­თე­ბუ­ლი, ეს მათ­და­უ­ნე­ბუ­რად ხდე­ბა.

ვი­საც ბავ­შვო­ბა­ში ეს სირ­თუ­ლე ჰქონ­და და ვერ მო­ხერ­ხდა მათი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი მათი ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბას, და­ბალ თვით­შე­ფა­სე­ბას, სირ­ცხვი­ლის გან­ცდას, დამ­ცი­რე­ბას. ეს შემ­დგომ მათ ზრდას­რულ ცხოვ­რე­ბა­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას და შე­იძ­ლე­ბა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის შემ­დგომ ამას სხვა მენ­ტა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი და­ერ­თოს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ვლინ­დე­ბა დეპ­რე­სია, შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბი, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და ა.შ. რო­დე­საც არ ხდე­ბა ამ პრობ­ლე­მის სწო­რად შე­ფა­სე­ბა, მო­მა­ვალ­ში ასე­ვე უჩ­ნდე­ბათ კრი­მი­ნა­ლუ­რი ქცე­ვე­ბი, შე­საძ­ლოა გაჩ­ნდეს სხვა­დას­ხვა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბის მი­მართ მიდ­რე­კი­ლე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც...

- რო­გორ უნდა იმოქ­მე­დოს მშო­ბელ­მა?

- რო­დე­საც მშო­ბე­ლი ამ პრობ­ლე­მას ამ­ჩნევს, პირ­ველ რიგ­ში, ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი შე­ფა­სე­ბა უნდა გა­კეთ­დეს. შე­ფა­სე­ბა­ში იწე­რე­ბა, რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვს ბავ­შვს, მა­გა­ლი­თად, ნე­იროფ­სი­ქო­ლოგ­თან, ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია, თუ სა­ჭი­რო­ებს სპეც­მას­წავ­ლე­ბელს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სას­წავ­ლო გეგ­მას, ასის­ტენტს.

გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მშო­ბე­ლი ამ სინ­დრო­მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფერს გა­ეც­ნოს და შვილს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. ეს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ამ სინ­დრო­მის შემ­თხვე­ვა­ში... მინი­მუ­მამ­დე უნდა შემ­ცირ­დეს ტე­ლე­ფონ­თან, კომ­პი­უ­ტერ­თან, ტე­ლე­ვი­ზორ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე, რომ ბავ­შვის ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ და და­ვეხ­მა­როთ ამ უნა­რე­ბის მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ამას­თა­ნა­ვე, დღის გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მის დროს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მაა, ამი­ტომ მშობ­ლის მხარ­და­ჭე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უნდა და­ვუ­გეგ­მოთ დღე... მთა­ვა­რია, რომ მშო­ბე­ლი იყოს მომთმე­ნი, ემ­პა­თი­უ­რი და რაც შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა უნდა გა­ა­კე­თოს ბავ­შვმა. რა­საც ვე­ტყვით, უნდა და­ვე­ლო­დოთ, რომ ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს. ეტა­პობ­რი­ვად უნდა და­ვუ­ყოთ ყო­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბა. და­ვუ­ყოთ სა­ზღვრე­ბი, რომ იცო­დეს, რო­მე­ლი ქცე­ვაა მი­სა­ღე­ბი. თუკი ამა თუ იმ სა­სურ­ველ ქცე­ვას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, უნდა შე­ვა­ქოთ. შე­ქე­ბის დროს უნდა ვი­ყოთ მკა­ფიო, რის გამო ვა­ქებთ. მა­გა­ლი­თად, ყო­ჩაღ, ჭურ­ჭე­ლი რომ კარ­გად გა­რე­ცხე...

და­ძი­ნე­ბამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე უნდა შე­ვე­ცა­დოთ, სახ­ლში შე­და­რე­ბით მშვი­დი გა­რე­მო შე­ვუქ­მნათ, რომ მარ­ტი­ვად შეძ­ლონ და­ძი­ნე­ბა. და­ძი­ნე­ბამ­დე, მი­ნი­მუმ ერთი სა­ა­თით ადრე, არა­ნა­ირ ეკ­რან­თან არ უნდა ჰქონ­დეთ კავ­ში­რი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გვქონ­დეს კონ­ტაქ­ტი მას­წავ­ლე­ბელ­თან, ფსი­ქო­ლოგ­თან, რომ მეტი ვი­ცო­დეთ მისი ყო­ველ­დღი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ.

- შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი გვხვდე­ბა, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ იყო ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი?

- შე­იძ­ლე­ბა და ბავ­შვებს ამ პე­რი­ოდ­ში გა­ცი­ლე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბიც აქვთ. მტკივ­ნე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი აქვთ, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც სა­უ­ბა­რი არ სურთ, ან ვერ ახერ­ხე­ბენ ამის გა­მო­ხატ­ვას. ასეთ დროს და იმ სინ­დრო­მის დრო­საც, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა. უნდა და­ვეხ­მა­როთ იმა­ში, რომ სა­კუ­თა­რი თავი კარ­გად შე­იც­ნონ, გან­ცდე­ბის, ქცე­ვე­ბის თვით­კონ­ტრო­ლი მე­ტად შეძ­ლონ. ამ სინ­დრო­მის დროს თვით­კონ­ტრო­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლი პრობ­ლე­მაა ისეთ ბავ­შვებ­ში, ვი­საც ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა უჭირს...

ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, უცხო­ეთ­ში ამ სინ­დრო­მის დროს მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას ნიშ­ნა­ვენ. ეს ბავ­შვის ქცე­ვებს მე­ქა­ნი­კუ­რად აჩე­რებს, მაგ­რამ მეტ შე­დე­გე­ბამ­დე ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის დროს გავ­დი­ვართ.

- რო­გო­რია მოკ­ლე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

- უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ამ ბავ­შვებს ბუ­ნე­ბას­თან ახლო კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დეთ, ისი­ნი ლაშ­ქრო­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თონ, ეს მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ტვირ­თვაა. ამ­ცი­რებს მო­ჭარ­ბე­ბულ ენერ­გი­ას, კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეზოს თა­მა­შე­ბი, სახ­ლის აქ­ტი­ვო­ბე­ბი-თა­მა­შე­ბი - ეს ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბას მო­ი­თხოვს და ლე­გო­ე­ბის აწყო­ბაც. მშობ­ლე­ბი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ბავ­შვებს მა­გა­ლითს აძ­ლე­ვენ, ამი­ტომ, უნდა ესა­უბ­რონ მათ ემო­ცი­ებ­ზე, რომ ბავ­შვებ­მა თა­ვი­ან­თი წუ­ხი­ლის გა­მო­ხატ­ვა შეძ­ლონ. სა­ერ­თოდ კი ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და უმ­თავ­რე­სია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდ
3

ამ ლოგიკით ყველა სამკურნალო ვართ, დიდებიც და პატარებიც და მათშორის ფსიქოლოგებიც.

ანა
4

უბრალოდ, ცელქი ბავშვები არიან. დაანებეთ თავი ყველა ბავშვში პათოლოგიის ძებნას! ქცევის დარეგულირებაში დაეხმარეთ და ნუ მიაწებებთ დიაგნოზებს!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დღესდღეობით ბავშვებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა ADHD სინდრომი - ფსიქოლოგის რჩევები: ის, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ

დღესდღეობით ბავშვებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა ADHD სინდრომი - ფსიქოლოგის რჩევები: ის, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ

დღესდღეობით ბავშვებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობა - ADHD სინდრომი მიიჩნევა.

  • რა არის ADHD?

ბავშვთა ასაკის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მათ სიაში ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი. მსოფლიოში მისი გავრცელებული სახელწოდებაა ინგლისური აბრევიატურა ADHD (Attention Deficit Hyperactivity Disorder). ADHD ნეიროგანვითარების დარღვევაა, რომელიც პრობლემას უქმნის ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას, როგორც თავის მოვლის, ასევე სოციალურ-ემოციურ და აკადემიურ სფეროებში. მისი გავრცელება საშუალოდ 5 %-ს შეადგენს. აშშ-ში კი მისი გავრცელება 9%-ია და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში მიმართვიანობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს.

რა იწვევს მას, როგორ ვლინდება და როგორ დაიძლევა ის, ამ საკითხზე ambebi.ge-ს პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიურ-საკონსულტაციო ცენტრ "საფეხურის“ ფსიქოკონსულტანტი ნინო მაზიაშვილი ესაუბრა.

- ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა მართლაც გავრცელებული პრობლემაა. სკოლაში მუშაობის 6 წლის გამოცდილება მაქვს და თითქმის ყოველწლიურად, თითოეულ კლასში, მინიმუმ 4 მოსწავლეს მაინც ვხვდებოდი მსგავსი სირთულეებით. გამოიხატება იმაში, რომ ეს ბავშვები არიან იმპულსურები, ცქმუტავენ, წყნარად ჯდომა უჭირთ, ბევრს მოძრაობენ, ხანდახან გაუჩერებლად ლაპარაკობენ, ზოგჯერ შემაწუხებელი მანერები აქვთ. არის, რომ სხვა ბავშვებს ურტყამენ, კონფლიქტურ ურთიერთობებს, დავას იწვევენ. ძალიან უჭირთ საკუთარი იმპულსების და სურვილების გაკონტროლება. ხშირად ცუდი კოორდინაციაც აქვთ, კუნთებს ვერ აკონტროლებენ, მოუხერხებლები არიან, ბევრი შეკითხვა შეიძლება დასვან და პასუხის გაცემა არ დაგაცადონ. ხელიდან რაღაცები უცვივათ და მუდმივად რაღაცას კარგავენ, ძალიან უჭირთ ყურადღების მოკრება.

მსგავსი რამ 5 წლამდე ასაკში თითქმის ყველა პატარაშია და ნორმად მივიჩნევთ, რადგან პატარები არიან. როდესაც ბავშვი უკვე სკოლის გარემოში შედის, არის რაღაც წესები და ჩარჩოები, რომელშიც უნდა ჩაჯდეს და ეს სირთულეები ამ ჩარჩოებში ვლინდება. ასეთ დროს შეიძლება ზუსტადაც საქმე გვქონდეს ყურადღების დეფიციტთან და ჰიპერაქტივობასთან.

- რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?

- მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ გამომწვევ მიზეზებს, ზუსტი პასუხი არ გვაქვს, თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ ADHD შესაძლოა იყოს დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტორთან როგორიცაა - რთული ორსულობა, ორსულობისას მიღებული ფსიქოლოგიური სტრესი, თავის ტვინის დაზიანება, გარემოს მავნე ზემოქმედება (ტყვიის შემცველობა), ნაადრევი მშობიარობა, ან შესაძლოა, რომელიმე მშობლიდან იყოს გენეტიკურად გადასული. რაც ნიშნავს იმას, რომ დედას ან მამასაც ჰქონდა მსგავსი სირთულეები... ეკრანთან გადაჭარბებულმა დრომ შეიძლება გამოიწვიოს ADHD-ის მსგავსი სიმპტომები, მიუხედავად იმისა, რომ ეს თავად არ იწვევს ADHD-ს. მას ასევე შეუძლია გააუარესოს სიმპტომები.

- როგორი უნდა იყოს ასეთ დროს მშობლის და მასწავლებლის პოზიცია?

- ამ სირთულეებს ეს ადამიანები ამჩნევენ. ამიტომ მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან, მათ უნდა შექმნან შესაბამისი გარემო და უზრუნველყონ ამ ბავშვების სწორად ადაპტაცია. ის ჩამონათვალი სირთულეები, რაც ვახსენეთ, მინიმუმ 2 გარემოში უნდა ვლინდებოდეს - სკოლასა და სახლში. თუ მხოლოდ ერთში ვლინდება, ეს შეიძლება სრულიად სხვა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.

- სკოლაში ამ პრობლემას მასწავლებელი და ფსიქოლოგი თუ ამჩნევს, როგორ იქცევა?

- შემდეგ მნიშვნელოვანი ეტაპია მშობელთან გასაუბრება და მშობლის მიმღებლობა. სამწუხაროდ, ამის მიღება მშობლებს ხშირად უჭირთ. არ გთანხმდებიან იმაზე, რომ ნეიროფსიქოლოგიური შეფასება ჩატარდეს, რათა ესა თუ ის სირთულე გამოირიცხოს. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას დიდი სიფრთხილით ვაწვდი, ეს მშობლებისთვის უმეტესად შემაშინებელია. ეს კი შემდგომ ბავშვის სწორად ადაპტაციისთვის ხელისშემშლელია.

ისინი ცდილობენ გამართლება მოუძებნონ ბავშვის ქცევას და რაღაც მიზეზებს ასახელებენ. დიდი დრო სჭირდებათ, რომ ინფორმაცია, რასაც ვაწვდი, გადახარშონ, გადააფასონ და გააკეთონ ნეიროფსიქოლოგიური შეფასება.

- ძირითადად რისი ეშინიათ?

- პირველ რიგში ბავშვის მომავლის. შემდეგ კი უკვე სტიგმასთანაც მივდივართ - სხვები რას იფიქრებენ, როცა გაიგებენ, რომ ჩემს შვილს ეს პრობლემა აქვს. ყოფილა შემთხვევა, ნეიროფსიქოლოგიურ შეფასებაზე ბავშვი წაუყვანიათ და სკოლაში დასკვნა არ მოუტანიათ. არადა, ბავშვს შეიძლება ნეიროგანვითარების ნებისმიერი სირთულე ჰქონდეს, მაგალითად, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა. ამის დამალვისას ყველაზე მეტად ბავშვი ზარალდება.

არადა, ამ დროს მასწავლებელი, ფსიქოლოგი, მშობელი უნდა გაერთიანდნენ. ბავშვის ძლიერი თუ სუსტი მხარეები განსაზღვრონ, შესაბამისად, გარემო ისე უნდა მოეწყოს, რომ სკოლაში ყოფნა, სწავლა, ბავშვებთან ურთიერთობა გაუმარტივდეს. მისი მაქსიმალურად მხარდამჭერები უნდა ვიყოთ. მარტივად უნდა შეძლოს სწავლა და რაღაცების დამახსოვრება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სირთულეები აქვთ, ბავშვები ამას განზრახ არ აკეთებენ. ამ გარემოში რაღაც უჭირთ, რაღაცებს ისე ვერ აკეთებენ, როგორც სხვა ბავშვები. ამავე დროს მასწავლებლებისგან და მშობლებისგან ბევრ შენიშვნას იღებენ. მათ ხშირად აწებებენ ასეთ იარლიყებს - ზარმაცი, ცელქი, უმაქნისი, არაფერი გამოსდის. არადა, ამ დროს ბავშვები ამას თვითონაც განიცდიან... ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მშობლები, მასწავლებლები სიღრმისეულად გაეცნონ ამ ნეიროგანვითარების სირთულეს. ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. უნდა იცოდნენ, რომ ბავშვის ესა თუ ის ქცევა არ არის განზრახ გაკეთებული, ეს მათდაუნებურად ხდება.

ვისაც ბავშვობაში ეს სირთულე ჰქონდა და ვერ მოხერხდა მათი დიაგნოსტირება, ფაქტობრივად, მთელი მათი ცხოვრების გამოცდილება უკავშირდება იმედგაცრუებას, დაბალ თვითშეფასებას, სირცხვილის განცდას, დამცირებას. ეს შემდგომ მათ ზრდასრულ ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას და შეიძლება თინეიჯერობის შემდგომ ამას სხვა მენტალური სირთულეები დაერთოს.

- რას გულისხმობთ?

- ვლინდება დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, ბიპოლარული აშლილობა და ა.შ. როდესაც არ ხდება ამ პრობლემის სწორად შეფასება, მომავალში ასევე უჩნდებათ კრიმინალური ქცევები, შესაძლოა გაჩნდეს სხვადასხვა მავნე ნივთიერების მიმართ მიდრეკილება, დამოკიდებულებაც...

- როგორ უნდა იმოქმედოს მშობელმა?

- როდესაც მშობელი ამ პრობლემას ამჩნევს, პირველ რიგში, ნეიროფსიქოლოგიური შეფასება უნდა გაკეთდეს. შეფასებაში იწერება, რა საჭიროებები აქვს ბავშვს, მაგალითად, ნეიროფსიქოლოგთან, ფსიქოლოგთან კონსულტაცია, თუ საჭიროებს სპეცმასწავლებელს, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ასისტენტს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მშობელი ამ სინდრომის შესახებ ყველაფერს გაეცნოს და შვილს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. ეს ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით ამ სინდრომის შემთხვევაში... მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ტელეფონთან, კომპიუტერთან, ტელევიზორთან გატარებული დროის ხანგრძლივობა.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბავშვის ძლიერი მხარეები აღმოვაჩინოთ და დავეხმაროთ ამ უნარების მეტად განვითარებაში, ამასთანავე, დღის გეგმის განვითარებაში. ვინაიდან აღნიშნული სინდრომის დროს ორგანიზებულობა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, ამიტომ მშობლის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. უნდა დავუგეგმოთ დღე... მთავარია, რომ მშობელი იყოს მომთმენი, ემპათიური და რაც შეიძლება მარტივად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთოს ბავშვმა. რასაც ვეტყვით, უნდა დაველოდოთ, რომ ბოლომდე მიიყვანოს. ეტაპობრივად უნდა დავუყოთ ყოველი მოქმედება. დავუყოთ საზღვრები, რომ იცოდეს, რომელი ქცევაა მისაღები. თუკი ამა თუ იმ სასურველ ქცევას განახორციელებს, უნდა შევაქოთ. შექების დროს უნდა ვიყოთ მკაფიო, რის გამო ვაქებთ. მაგალითად, ყოჩაღ, ჭურჭელი რომ კარგად გარეცხე...

დაძინებამდე ერთი საათით ადრე უნდა შევეცადოთ, სახლში შედარებით მშვიდი გარემო შევუქმნათ, რომ მარტივად შეძლონ დაძინება. დაძინებამდე, მინიმუმ ერთი საათით ადრე, არანაირ ეკრანთან არ უნდა ჰქონდეთ კავშირი. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს კონტაქტი მასწავლებელთან, ფსიქოლოგთან, რომ მეტი ვიცოდეთ მისი ყოველდღიური სირთულეების შესახებ.

- შეიძლება გვქონდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც მსგავსი სიმპტომები გვხვდება, მაგრამ ეს სულაც არ იყო ნეიროგანვითარების სირთულეები?

- შეიძლება და ბავშვებს ამ პერიოდში გაცილებით მტკივნეული გამოცდილებებიც აქვთ. მტკივნეული ემოციები აქვთ, რომელთა შესახებაც საუბარი არ სურთ, ან ვერ ახერხებენ ამის გამოხატვას. ასეთ დროს და იმ სინდრომის დროსაც, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ საკუთარი თავი კარგად შეიცნონ, განცდების, ქცევების თვითკონტროლი მეტად შეძლონ. ამ სინდრომის დროს თვითკონტროლი ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პრობლემაა ისეთ ბავშვებში, ვისაც ყურადღების კონცენტრირება უჭირს...

ბევრ ქვეყანაში, უცხოეთში ამ სინდრომის დროს მედიკამენტურ მკურნალობას ნიშნავენ. ეს ბავშვის ქცევებს მექანიკურად აჩერებს, მაგრამ მეტ შედეგებამდე ფსიქოთერაპიული მკურნალობის დროს გავდივართ.

- როგორია მოკლე რეკომენდაციები?

- უნდა ვეცადოთ, რომ ამ ბავშვებს ბუნებასთან ახლო კონტაქტი ჰქონდეთ, ისინი ლაშქრობებში აქტიურად ჩართონ, ეს მათთვის მნიშვნელოვანი განტვირთვაა. ამცირებს მოჭარბებულ ენერგიას, კოორდინაციაში ეხმარება. მნიშვნელოვანია ეზოს თამაშები, სახლის აქტივობები-თამაშები - ეს ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს და ლეგოების აწყობაც. მშობლები არიან ის ადამიანები, ვინც ბავშვებს მაგალითს აძლევენ, ამიტომ, უნდა ესაუბრონ მათ ემოციებზე, რომ ბავშვებმა თავიანთი წუხილის გამოხატვა შეძლონ. საერთოდ კი ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და უმთავრესია.