სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადრებში აღბეჭდილი ტრაგიკული შემთხვევა: ზვავმა 15 წლის მოზარდი და კიდევ სამი ადამიანი მოიყოლა - რა მოხდა შვეიცარიის კურორტზე
კადრებში აღბეჭდილი ტრაგიკული შემთხვევა: ზვავმა 15 წლის მოზარდი და კიდევ სამი ადამიანი მოიყოლა - რა მოხდა შვეიცარიის კურორტზე

ტრა­გი­კუ­ლი მო­მენ­ტი, როცა შვე­ი­ცა­რი­ის მთა­ზე ზვა­ვი ჩა­მოწ­ვა და ოთხი ადა­მი­ა­ნი მო­ი­ყო­ლა, თვითმხილ­ვე­ლებ­მა ვი­დეო კა­მე­რა­ზე აღ­ბეჭ­დეს. ზვავ­მა 15 წლის ამე­რი­კე­ლი არას­რულ­წლოვ­ნი­სა და ორი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, მე­ო­თხე კი და­შავ­და. შემ­ზა­რავ კად­რებ­ში ვხე­დავთ, რო­გორ ეშ­ვე­ბა ზვა­ვი შვე­ი­ცა­რი­ის რი­ფელ­ბერ­გის მწვერ­ვა­ლი­დან მა­ნამ, სა­ნამ შეძრწუ­ნე­ბუ­ლი მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი შო­რი­დან უყუ­რე­ბენ.

ცნო­ბი­ლია, რომ სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ ცერ­მატ­ში ჩა­მო­წო­ლილ ზვავს სამი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ერთი კი და­შავ­და, გან­ცხა­დე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია ავ­რცე­ლებს. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვვე­ვა შუ­ა­დღის 2 სა­ათ­ზე მოხ­და: "მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ზვა­ვის დროს ფერ­დობ­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და",- აცხა­დებ­და ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მას­თან თვითმხილ­ვე­ლი.

და­ღუ­პულ­თა­გან ერთ-ერთი 15 წლის ამე­რი­კე­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნია, და­ნარ­ჩე­ნი ორი გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა პო­ლი­ცი­ას ჯერ არ და­უდ­გე­ნია. მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­შა­ვე­ბუ­ლი იპო­ვეს, ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ზვავ­ში მო­ყო­ლილ ადა­მი­ა­ნებს 4 ვერ­ტმფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ეძებ­დნენ. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში 45 მაშ­ვე­ლი, 8 მე­ძე­ბა­რი ძაღ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­თხი­ლა­მუ­რო ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: "თა­ვი­დან ძებ­ნა არც ისე ად­ვი­ლი იყო. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ამ მო­მენ­ტის­თვის სხვა და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნიშ­ნე­ბი არ გვაქვს",- აცხა­დებს ან­ჯან ტრუ­ფე­რი, ცერ­მა­ტის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jozef
2

სამი სამაშველო ვერტმფრენია მიყვანილი ს ა მ ი.

კარგით რა
1

აქაც კი პოლიტიკის სუნი იგრძნობა კომენტარებში, თუ ეგრეა შეხედეთ ფოტოზე რამდენი ვერტმფრენია... კატასტროფა ყველგან ხდება, მერე რა ხდება ეგ არის მნიშვნელოვანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

კადრებში აღბეჭდილი ტრაგიკული შემთხვევა: ზვავმა 15 წლის მოზარდი და კიდევ სამი ადამიანი მოიყოლა - რა მოხდა შვეიცარიის კურორტზე

კადრებში აღბეჭდილი ტრაგიკული შემთხვევა: ზვავმა 15 წლის მოზარდი და კიდევ სამი ადამიანი მოიყოლა - რა მოხდა შვეიცარიის კურორტზე

ტრაგიკული მომენტი, როცა შვეიცარიის მთაზე ზვავი ჩამოწვა და ოთხი ადამიანი მოიყოლა, თვითმხილველებმა ვიდეო კამერაზე აღბეჭდეს. ზვავმა 15 წლის ამერიკელი არასრულწლოვნისა და ორი ზრდასრული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მეოთხე კი დაშავდა. შემზარავ კადრებში ვხედავთ, როგორ ეშვება ზვავი შვეიცარიის რიფელბერგის მწვერვალიდან მანამ, სანამ შეძრწუნებული მოთხილამურეები შორიდან უყურებენ.

<iframe allowfullscreen frameborder="0" width="698" height="573" scrolling="no" id="molvideoplayer" title="MailOnline Embed Player" src="https://www.dailymail.co.uk/embed/video/3159193.html"></iframe>

ცნობილია, რომ სამთო-სათხილამურო კურორტ ცერმატში ჩამოწოლილ ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, განცხადებას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. ტრაგიკული შემთხვვევა შუადღის 2 საათზე მოხდა: "მომეჩვენა, თითქოს ზვავის დროს ფერდობზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა",- აცხადებდა ადგილობრივ გამოცემასთან თვითმხილველი.

დაღუპულთაგან ერთ-ერთი 15 წლის ამერიკელი არასრულწლოვანია, დანარჩენი ორი გარდაცვლილი ქალისა და მამაკაცის ვინაობა პოლიციას ჯერ არ დაუდგენია. მეოთხე ადამიანი, რომელიც დაშავებული იპოვეს, ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზვავში მოყოლილ ადამიანებს 4 ვერტმფრენის საშუალებით ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში 45 მაშველი, 8 მეძებარი ძაღლი და ადგილობრივი სათხილამურო ინსტრუქტორები მონაწილეობდნენ: "თავიდან ძებნა არც ისე ადვილი იყო. მადლობა ღმერთს, რომ ამ მომენტისთვის სხვა დაკარგული ადამიანების ნიშნები არ გვაქვს",- აცხადებს ანჯან ტრუფერი, ცერმატის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა