რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მადონა მაისურაძის განცხადებით, საკუთარი საჯარო პოზიციის გამო, მისი მეუღლე სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ მოსამართლე სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანია საღ აზრზე დარჩენა მიუხედავად პროფესიული თუ სხვა პირადი შეხედულებებისა.
ადამიანის უფლებების დაცვაზე თავს რომ მოიწონებს რომელიმე ხელისუფალი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემს ამ საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. გიორგი ფაქტობრივად იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და წამოსულიყო იმ სამსახურიდან, სადაც ბოლო წლები მუშაობდა. ასე ესმით კეთილსინდისიერება საქართველოში. რა თქმა უნდა, ესეც გაივლის“, - წერს "ფეისბუქზე“ მოსამართლე მადონა მაისურაძე.
ცნობისთვის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მადონა მაისურაძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების, ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგი არ არის.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი სიცრუეს უწოდებს მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადებას, რომლის თანახმად, მისი პოზიციის გამო, მისი მეუღლე სამსახურიდან გაათვისუფლეს. როგორც საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლის მეუღლემ, გიორგი ჩემიამ სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.
"გავრცელდა მოსამართლე მადონა მაისურაძის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, თითქოს მისი მეუღლე მისი პოზიციის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ეს არის ცალსახად სიცრუე, ვინაიდან, მადონა მაისურაძის მეუღლე და ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია, რომელიც წლებია მუშაობს საერთო სასამართლოების დეპარატმენტში, ბოლო პერიოდში სისტემატურად არ ცხადდებოდა სამსახურში, ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან. მას, სხვა თანამშრომლების მსგავსად, შეეთავაზა, რომ სამსახურში დროულად გამოცხადებულიყო და სრული სამუშაო დატვირთვით ემუშავა (კოლეგების თანასწორად), რაზეც მან განაცხადა უარი და თქვა, რომ მისთვის ეს გრაფიკი მიუღებელი იყო და ვერ შეძლებდა ინტენსიურ სიარულს, რის შემდეგაც სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. შესაბამისად, სიცრუეა, რომ იგი ვინმემ აიძულა შეეწყვიტა სამსახურებრივი ხელშეკრულება და ეს არის მიზნმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩემი სვილიც გაუსვენ კულტურის სამინისტროდან არც აცდენდა და არც ცუდი მუსაკი იყო მაგრამ ფული არ ყოფნიდსტ ყველასტვის. ზოგს ვინც არ მუსაობდა და აცდენდა ორი ატასი ლარი ქონდატ ხელფასი ვინც მუსაობდა იმატ შვიდასი ლარი. მეტი არაფერი დაუსავებიატ რა ქნან???
ესეიგი თუ ამ ქალს და ნაცსექტას ვაქებთ ნამუსი გვაქვს და თუ გვძულს უნამუსოები ვართ?! მაგარი მოსამართლეა, ჩემმა მზემ