ავტორი:

რა არის 110 წლის მარჯის დღეგრძელობის საიდუმლო? - "მობილური ტელეფონი არასდროს მქონია, არც მჭირდება..."

რა არის 110 წლის მარჯის დღეგრძელობის საიდუმლო? - "მობილური ტელეფონი არასდროს მქონია, არც მჭირდება..."

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელსაც ახლახან 110 წელი შეუსრულდა, ჟურნალისტებს მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის შენარჩუნებას. ასევე გაუზიარა დღეგრძელობის მთავარი საიდუმლო.

ბრიტანული მედიის ცნობით, მარჯორი ჰოდნეტი 1914 წელს ბრიტანეთის დედაქალაქში დაიბადა. 1955 წელს კი 14 - წლიანი ქორწინების შემდეგ დაქვრივდა. ერთწლიანი გლოვის შემდეგ მარჯორიმ ისევ იქორწინა, ამჯერად გარდაცვლილი ქმრის უმცროს ძმაზე. მაგრამ მეორე მეუღლეც მალევე დაიღუპა.

მარჯი 23 წელი მუშაობდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. მთელი ცხოვრება მისი ერთ-ერთი ჰობი იყო ლექსების წერა. ის ხშირად კითხულობს საკუთარ ლექსებს ოჯახურ შეკრებებზე.

  • წერილები ფოსტით, ვიქტორინები და ცხოვრება სმარტფონის გარეშე

ქალის თქმით, ის მუდმივად ცდილობს მეხსიერება შეინარჩუნოს - ამისთვის კი მუდმივად ხსნის კროსვორდებს, მონაწილეობს ვიქტორინებში და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში, ხოლო მისი საყვარელი პროგრამაა "ვის უნდა მილიონი".

ბრიტანელი ქალის თქმით, არასოდეს გამოუყენებია მობილური ტელეფონი, ეს ეხმარება, რომ ჰქონდეს ბევრი დრო საყვარელი გატაცებებისთვის (პოეზიის გარდა, უყვარს პორტრეტების ქსოვა და ხატვა - განსაკუთრებით უყვარს მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტის შექმნა). ოჯახის წევრებს მარჯორი ჩვეულებრივი, ხაზის ტელეფონით უკავშირდება და რეგულარულად წერს წერილებს და გზავნის ფოსტით.

"სმარტფონი არასდროს მქონია და არც მაქვს. მგონია, რომ საერთოდ არ მჭირდება. თუ დიდი მესიჯის დაწერა მჭირდება, მირჩევნია წერილი ფოსტით გავაგზავნო. დაწერის შემდეგ ხელახლა ვკითხულობ და შეიძლება ხანდახან თავიდანაც გადავწერო. ეს მშვენიერია“, - ამბობს ქალი.

110 წლის ჰოდნეტი დარწმუნებულია, რომ ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საიდუმლო სწორ კვებასთანაც არის დაკავშირებული. არასოდეს გამოუტოვებია საუზმე და სადილი, განსაკუთრებული შემთხვევის დროს კი, ერთ ან ორ ჭიქა ალკოჰოლურ სასმელსაც მიირთმევს.