საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ხვრინავთ? - ეს უბრალო დისკომფორტი არაა
რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ხვრინავთ? - ეს უბრალო დისკომფორტი არაა

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხვრი­ნა­ვენ, ხში­რად ფიქ­რო­ბენ, რომ ეს უბ­რა­ლო დის­კომ­ფორ­ტია და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს არ უქ­მნის. რე­ა­ლუ­რად კი ხვრინ­ვა, რო­გორც წესი, ძი­ლის აპ­ნო­ეს, პო­ტენ­ცი­უ­რად სა­შიშ ძი­ლის დარ­ღვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა.

ძი­ლის აპ­ნოე არის პო­ტენ­ცი­უ­რად დარ­ღვე­ვა, რომ­ლის დრო­საც სუნ­თქვა ძილ­ში წყდე­ბა ეპი­ზო­დუ­რად და გან­მე­ო­რე­ბით. სუნ­თქვის შე­ჩე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წა­მი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თამ­დე გაგ­რძელ­დეს. თუ ხვრი­ნავთ და დი­ლით დაღ­ლი­ლი იღ­ვი­ძებთ, შე­საძ­ლოა ძი­ლის აპ­ნოე გქონ­დეთ.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ნევ­რო­ლო­გი, ნე­ირო­ფი­ზი­ო­ლო­გი ლელა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გან­მარ­ტავს, რომ არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ტი­პის ძი­ლის აპ­ნოე. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ობსტრუქ­ცი­უ­ლი, ცენ­ტრა­ლუ­რი ან შე­რე­უ­ლი ტი­პის ძი­ლის აპ­ნოე. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, მის სიმპტო­მებ­სა და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­ზე ნევ­რო­ლო­გი დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა გან­სხვა­ვე­ბაა სხვა­დას­ხვა ტი­პის ძი­ლის აპ­ნო­ეს შო­რის?

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ძი­ლის აპ­ნო­ეს ძი­რი­თა­დი ტი­პე­ბია ძი­ლის ობსტრუქ­ცი­უ­ლი აპ­ნოე (OSA) და ძი­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი აპ­ნოე (CSA).

  • ძი­ლის ობსტრუქ­ცი­უ­ლი აპ­ნოე (OSA) არის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის კუნ­თე­ბის მო­დუ­ნე­ბით და ანა­ტო­მი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით.
  • ძი­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი აპ­ნოე (CSA) ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ტვი­ნი არას­წორ სიგ­ნა­ლებს გა­დას­ცემს იმ კუნ­თე­ბამ­დე, რომ­ლე­ბიც აკონ­ტრო­ლე­ბენ სუნ­თქვას.

რო­გო­რია ძი­ლის აპ­ნო­ეს სიმპტო­მე­ბი?

ძი­რი­თა­დი სიმპტო­მია ხვრინ­ვა და სუნ­თქვის შე­ჩე­რე­ბა ძილ­ში. სუნ­თქვის შე­ჩე­რე­ბა იწ­ვევს გა­მოღ­ვი­ძე­ბას. რად­გან ძილი წყვე­ტი­ლია, ადა­მი­ა­ნი იღ­ვი­ძებს დაღ­ლი­ლი, გა­მოღ­ვი­ძე­ბი­სას აქვს თა­ვის ტკი­ვი­ლი. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ძი­ლი­ა­ნო­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბა, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ძი­ლის აპ­ნო­ეს სიმპტო­მე­ბია: სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა ძი­ლის დროს, პი­რის სიმ­შრა­ლით გაღ­ვი­ძე­ბა, უძი­ლო­ბა, იგი­ვე ინ­სომ­ნია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ობსტრუქ­ცი­უ­ლი და ცენ­ტრა­ლუ­რი აპ­ნო­ეს სიმპტო­მე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა, რაც ხში­რად აპ­ნო­ეს ტი­პის დად­გე­ნას არ­თუ­ლებს.

რა იწ­ვევს ძი­ლის აპ­ნო­ეს?

მი­ზე­ზე­ბი გან­სხვავ­დე­ბა ძი­ლის აპ­ნო­ეს ტი­პის მი­ხედ­ვით. ამი­ტომ ორი­ვე­ზე ცალ-ცალ­კე ვი­სა­უბ­როთ.

ძი­ლის ობსტრუქ­ცი­უ­ლი აპ­ნოე ვი­თარ­დე­ბა, რო­დე­საც ხა­ხის უკა­ნა კუნ­თე­ბი მო­დუ­ნე­ბუ­ლია. ეს კუნ­თე­ბი იჭე­რენ რბილ სა­სას, სამ­კუ­თხე­დის ფორ­მის ქსო­ვილს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რბილ სა­სას-უვუ­ლას, ნუ­ში­სებრ ჯირ­კვლებს, ხა­ხის გვერ­დი­თა კედ­ლებს და ენას. როცა კუნ­თე­ბი დუნ­დე­ბა, სა­სუნ­თქი გზა ვიწ­როვ­დე­ბა ან იხ­შო­ბა ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თქვი­სას და არ­თუ­ლებს სუნ­თქვას. ეს შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სის­ხლში ჟანგბა­დის დო­ნის შემ­ცი­რე­ბის მი­ზე­ზი. თა­ვის ტვი­ნი შე­იგ­რძნობს, რომ ვერ სუნ­თქავთ და გაღ­ვი­ძებთ მცი­რე ხნით, რათა სა­სუნ­თქი გზა გა­იხ­სნას. გაღ­ვი­ძე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ იმ­დე­ნად ხან­მოკ­ლეა, რომ ხში­რად არც კი გახ­სოვთ. შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს ქო­ში­ნი, მოხ­რჩო­ბის ან მო­გუდ­ვის შეგ­რძნე­ბა. ეს სიმპტო­მე­ბი შე­საძ­ლოა სა­ათ­ში 5–30 ჯერ გან­მე­ორ­დეს, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამის გამო, ირ­ღვე­ვა ძი­ლის ფა­ზე­ბი.

ძი­ლის ობსტრუქ­ცი­უ­ლი აპ­ნოე ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­ხის ანა­ტო­მი­ურ­მა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბამ ან დარ­ღვე­ვამ.

ძი­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი აპ­ნოე უფრო იშ­ვი­ა­თად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა და ვი­თარ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ტვი­ნი ვერ გა­დას­ცემს სიგ­ნა­ლებს სა­სუნ­თქ კუნ­თებს. ეს ნიშ­ნავს, რომ ხდე­ბა სუნ­თქვის შე­ჩე­რე­ბა დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში. შე­საძ­ლოა გა­გეღ­ვი­ძოთ სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით და გა­გი­ჭირ­დეთ ჩა­ძი­ნე­ბა ან და­გერ­ღვათ ძილი.

რა ფაქ­ტო­რე­ბი ზრდის და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს?

რის­კფაქ­ტო­რებ­ზე სა­უბ­რის და­წყე­ბამ­დე, გე­ტყვით, რომ ეს ძი­ლის აპ­ნოე უფრო ხში­რად გვხვდე­ბა მა­მა­კა­ცებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კა­ცე­ბი უფრო მე­ტად არი­ან მისი გან­ვი­თა­რე­ბის რის­კჯ­გუფ­ში, ვიდ­რე ქა­ლე­ბი. ზო­გა­დად კი, ის შე­საძ­ლოა გა­ნუ­ვი­თარ­დეს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, მათ შო­რის ბავ­შვებს.

ობსტრუქ­ცი­უ­ლი ძი­ლის აპ­ნო­ეს შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას შემ­დე­გი ფაქ­ტო­რე­ბი ახ­დენს:

  • ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა - სიმ­სუქ­ნე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის ობსტრუქ­ცი­უ­ლი ძი­ლის აპ­ნო­ეს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებს. ცხი­მო­ვა­ნი ფენა გროვ­დე­ბა ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის გარ­შე­მო, რაც ხელს უშ­ლის ჰა­ე­რის თა­ვი­სუ­ფალ მოძ­რა­ო­ბას.
  • კის­რის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა - სქე­ლი კის­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ვიწ­რო სა­სუნ­თქი გზე­ბი.
  • ვიწ­რო სა­სუნ­თქი გზე­ბი - შე­საძ­ლოა გქონ­დეთ თან­და­ყო­ლი­ლი ვიწ­რო საყ­ლა­პა­ვი. ნუ­ში­სებ­რი ჯირ­კვლე­ბის ან ადე­ნო­ი­დე­ბის გა­დი­დე­ბამ კი შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­სუნ­თქი გზე­ბის დაბ­ლოკ­ვა. ეს პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად გვხვდე­ბა ბავ­შვებ­ში.
  • ალ­კოჰო­ლის, სა­ძი­ლე და და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა ადუ­ნებს სა­სუნ­თქი და საყ­ლა­პა­ვი სის­ტე­მის კუნ­თებს, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­ა­უ­ა­რე­სოს ძი­ლის ობსტრუქ­ცი­უ­ლი აპ­ნოე.
  • თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა - მწე­ვე­ლებ­ში ძი­ლის ობსტრუქ­ცი­უ­ლი აპ­ნო­ეს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი არამ­წე­ვე­ლებ­თან შე­და­რე­ბით სამ­ჯერ უფრო მე­ტია. თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს ზედა სა­სუნ­თქ გზებ­ში ან­თე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და სი­თხის შე­კა­ვე­ბას.
  • ცხვი­რით სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი - ცხვი­რით სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბის არ­სე­ბო­ბა, იქ­ნე­ბა ეს ანა­ტო­მი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით, თუ ალერ­გი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი, გა­ნა­პი­რო­ბებს ძი­ლის აპ­ნო­ეს გან­ვი­თა­რე­ბის რისკს.
  • სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი - გუ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა და ტიპი 2 დი­ა­ბე­ტი წარ­მო­ად­გე­ნენ ძი­ლის ობსტრუქ­ცი­უ­ლი აპ­ნო­ეს მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ რის­კებს. პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის სინ­დრო­მი, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, გა­და­ტა­ნი­ლი ინ­სულ­ტი და ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მაგ. ას­თმა ასე­ვე ზრდის აპ­ნო­ეს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხან­დაზ­მუ­ლო­ბა და ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზი კი­დევ უფრო ზრდის და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის რისკს.

რაც შე­ე­ხე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი ძი­ლის აპ­ნო­ეს, მისი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი რის­კფაქ­ტო­რე­ბია: გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა და გა­და­ტა­ნი­ლი ინ­სულ­ტი.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ძი­ლის აპ­ნო­ემ, თუ მას სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ მი­ვაქ­ცევთ?

ძი­ლის აპ­ნოე სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს, თუ მას ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევთ. გარ­და იმი­სა, რომ იწ­ვევს დაღ­ლი­ლო­ბას და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დარ­ღვე­ვას დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დეპ­რე­სი­ას­თან. უფრო შო­რე­ულ გარ­თუ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. სის­ხლში ჟანგბა­დის დო­ნის უე­ცა­რი ვარ­დნა, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა ობსტრუქ­ცი­უ­ლი ძი­ლის აპ­ნო­ეს დროს, ზრდის არ­ტე­რი­ულ წნე­ვას და აფერ­ხებს გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბას. ობსტრუქ­ცი­უ­ლი ძი­ლის აპ­ნოე შე­საძ­ლოა გახ­დეს მა­ღა­ლი წნე­ვის მი­ზე­ზი. მან შე­საძ­ლოა გა­ზარ­დოს გან­მე­ო­რე­ბი­თი გუ­ლის შე­ტე­ვის, ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი, გა­მო­იწ­ვი­ოს არით­მი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად წი­ნა­გულ­თა ფიბ­რი­ლა­ცია.

ძი­ლის აპ­ნო­ეს შო­რე­ულ გარ­თუ­ლე­ბებს შო­რი­საა: ტიპი 2 დი­ა­ბე­ტი, მე­ტა­ბო­ლუ­რი სინ­დრო­მი, გარ­თუ­ლე­ბე­ბი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის დროს და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ, ღვიძ­ლის პრობ­ლე­მე­ბი.

რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ძი­ლის აპ­ნოე შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს ბავ­შვებ­შიც. ამ დროს რა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა იჩი­ნოს თა­ვის?

ამე­რი­კის პე­დი­ატ­რი­ის აკა­დე­მი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ხვრი­ნავს სამ­ზე მეტი ღამე კვი­რა­ში, სა­ჭი­რო­ებს ძი­ლის აპ­ნო­ეს გა­მო­რი­ცხვას. ბავ­შვთა პო­პუ­ლა­ცი­ა­ში ძი­ლის აპ­ნო­ეს სიხ­ში­რე 1-5 პრო­ცენ­ტია.

ძი­ლის აპ­ნო­ეს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კფაქ­ტო­რე­ბია ბავ­შვებ­ში: ადე­ნო­ტონ­ზი­ლა­რუ­ლი ჰი­პერტრო­ფია, ჭარ­ბი წონა, ორ­თო­დონ­ტი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლა, და­უ­ნის სინ­დრო­მი, კუნ­თო­ვა­ნი დის­ტრო­ფია და სხვა ნერვ-კუნ­თო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სხვა გე­ნე­ტი­კუ­რი სინ­დრო­მე­ბი.

სტან­დარ­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბავ­შვებ­ში ძი­ლის აპ­ნოე იწ­ვევს: დას­წავ­ლის პრობ­ლე­მებს, ქცე­ვი­თი დარ­ღვე­ვებ­სა და ენუ­რეზს. შო­რე­ულ გარ­თუ­ლე­ბებს შორ­საა ზრდა­ში შე­ფერ­ხე­ბაც.

რო­გორ ხდე­ბა ძი­ლის აპ­ნო­ეს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

ძი­ლის აპ­ნო­ეს გა­მოვ­ლე­ნა „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ხდე­ბა პო­ლი­სომ­ნოგ­რა­ფი­ით. ეს გახ­ლავთ ძი­ლის შეს­წავ­ლა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც აპ­ნო­ეს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის ობი­ექ­ტუ­რი მე­თო­დია.

პო­ლი­სომ­ნოგ­რა­ფია შე­ის­წავ­ლის შემ­დგომ პა­რა­მეტ­რებს: სუნ­თქვი­თი მოქ­მე­დე­ბა და ჰა­ე­რის ნა­კა­დი, სა­ტუ­რა­ცია, გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე და რიტ­მი, ძი­ლის ფა­ზე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა, სხე­უ­ლის პო­ზი­ცია, კუნ­თო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბა, ოკუ­ლოგ­რა­ფია, ელექტრო­ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­ფი­უ­ლი არ­ხე­ბი და ვი­დეო ტე­ლე­მეტ­რია.

მისი ამოც­ნო­ბა და შე­სა­ბა­მის კვლე­ვა­ზე გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რო­გორც პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგოლ­ში ოჯა­ხის ექიმ­თან, ისე ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი­სა და ნევ­რო­ლო­გის მიერ.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეილა
0

უძილობის პრობლემა აწუხებს თითქმის 60 პროცენტს ასაკოვანი ადამიანებისა. უნდა მარტივად ხდებოდეს მისი დიაგნოსტიკა და გვითხრათ როგორ მოვუაროთ ამ პრობლემას ნაკლები დანახარჯებით

მაია
1

არაფერია ნათქვამი მკურნალობის გზებზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ხვრინავთ? - ეს უბრალო დისკომფორტი არაა

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ხვრინავთ? - ეს უბრალო დისკომფორტი არაა

ადამიანები, რომლებიც ხვრინავენ, ხშირად ფიქრობენ, რომ ეს უბრალო დისკომფორტია და ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. რეალურად კი ხვრინვა, როგორც წესი, ძილის აპნოეს, პოტენციურად საშიშ ძილის დარღვევას უკავშირდება.

ძილის აპნოე არის პოტენციურად დარღვევა, რომლის დროსაც სუნთქვა ძილში წყდება ეპიზოდურად და განმეორებით. სუნთქვის შეჩერება შეიძლება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გაგრძელდეს. თუ ხვრინავთ და დილით დაღლილი იღვიძებთ, შესაძლოა ძილის აპნოე გქონდეთ.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგი, ნეიროფიზიოლოგი ლელა ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ძილის აპნოე. ეს შეიძლება იყოს ობსტრუქციული, ცენტრალური ან შერეული ტიპის ძილის აპნოე. აღნიშნული პრობლემის შესახებ, მის სიმპტომებსა და დიაგნოსტირებაზე ნევროლოგი დეტალურად გვესაუბრება.

რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის ძილის აპნოეს შორის?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძილის აპნოეს ძირითადი ტიპებია ძილის ობსტრუქციული აპნოე (OSA) და ძილის ცენტრალური აპნოე (CSA).

  • ძილის ობსტრუქციული აპნოე (OSA) არის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც გამოწვეულია ზედა სასუნთქი გზების კუნთების მოდუნებით და ანატომიური თავისებურებებით.
  • ძილის ცენტრალური აპნოე (CSA) ხდება მაშინ, როდესაც ტვინი არასწორ სიგნალებს გადასცემს იმ კუნთებამდე, რომლებიც აკონტროლებენ სუნთქვას.

როგორია ძილის აპნოეს სიმპტომები?

ძირითადი სიმპტომია ხვრინვა და სუნთქვის შეჩერება ძილში. სუნთქვის შეჩერება იწვევს გამოღვიძებას. რადგან ძილი წყვეტილია, ადამიანი იღვიძებს დაღლილი, გამოღვიძებისას აქვს თავის ტკივილი. დღის განმავლობაში დამახასიათებელია ძილიანობა, დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის დაქვეითება.

გარდა აღნიშნულისა, ძილის აპნოეს სიმპტომებია: სუნთქვის უკმარისობა ძილის დროს, პირის სიმშრალით გაღვიძება, უძილობა, იგივე ინსომნია.

აღსანიშნავია, რომ ობსტრუქციული და ცენტრალური აპნოეს სიმპტომები ერთმანეთს ემთხვევა, რაც ხშირად აპნოეს ტიპის დადგენას ართულებს.

რა იწვევს ძილის აპნოეს?

მიზეზები განსხვავდება ძილის აპნოეს ტიპის მიხედვით. ამიტომ ორივეზე ცალ-ცალკე ვისაუბროთ.

ძილის ობსტრუქციული აპნოე ვითარდება, როდესაც ხახის უკანა კუნთები მოდუნებულია. ეს კუნთები იჭერენ რბილ სასას, სამკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც მოიცავს რბილ სასას-უვულას, ნუშისებრ ჯირკვლებს, ხახის გვერდითა კედლებს და ენას. როცა კუნთები დუნდება, სასუნთქი გზა ვიწროვდება ან იხშობა ჰაერის ჩასუნთქვისას და ართულებს სუნთქვას. ეს შეიძლება გახდეს სისხლში ჟანგბადის დონის შემცირების მიზეზი. თავის ტვინი შეიგრძნობს, რომ ვერ სუნთქავთ და გაღვიძებთ მცირე ხნით, რათა სასუნთქი გზა გაიხსნას. გაღვიძება ჩვეულებრივ იმდენად ხანმოკლეა, რომ ხშირად არც კი გახსოვთ. შესაძლოა განვითარდეს ქოშინი, მოხრჩობის ან მოგუდვის შეგრძნება. ეს სიმპტომები შესაძლოა საათში 5–30 ჯერ განმეორდეს, მთელი ღამის განმავლობაში. ამის გამო, ირღვევა ძილის ფაზები.

ძილის ობსტრუქციული აპნოე ასევე შეიძლება გამოიწვიოს სახის ანატომიურმა თავისებურებამ ან დარღვევამ.

ძილის ცენტრალური აპნოე უფრო იშვიათად გავრცელებული ფორმაა და ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინი ვერ გადასცემს სიგნალებს სასუნთქ კუნთებს. ეს ნიშნავს, რომ ხდება სუნთქვის შეჩერება დროის მოკლე მონაკვეთში. შესაძლოა გაგეღვიძოთ სუნთქვის უკმარისობით და გაგიჭირდეთ ჩაძინება ან დაგერღვათ ძილი.

რა ფაქტორები ზრდის დაავადების განვითარების რისკს?

რისკფაქტორებზე საუბრის დაწყებამდე, გეტყვით, რომ ეს ძილის აპნოე უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში. შესაბამისად, მამაკაცები უფრო მეტად არიან მისი განვითარების რისკჯგუფში, ვიდრე ქალები. ზოგადად კი, ის შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს.

ობსტრუქციული ძილის აპნოეს შემთხვევაში დაავადების პროვოცირებას შემდეგი ფაქტორები ახდენს:

  • ჭარბწონიანობა - სიმსუქნე მნიშვნელოვნად ზრდის ობსტრუქციული ძილის აპნოეს განვითარების რისკებს. ცხიმოვანი ფენა გროვდება ზედა სასუნთქი გზების გარშემო, რაც ხელს უშლის ჰაერის თავისუფალ მოძრაობას.
  • კისრის გარშემოწერილობა - სქელი კისრის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ვიწრო სასუნთქი გზები.
  • ვიწრო სასუნთქი გზები - შესაძლოა გქონდეთ თანდაყოლილი ვიწრო საყლაპავი. ნუშისებრი ჯირკვლების ან ადენოიდების გადიდებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაბლოკვა. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ბავშვებში.
  • ალკოჰოლის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებების მოხმარება ადუნებს სასუნთქი და საყლაპავი სისტემის კუნთებს, რამაც შესაძლოა გააუარესოს ძილის ობსტრუქციული აპნოე.
  • თამბაქოს მოხმარება - მწეველებში ძილის ობსტრუქციული აპნოეს განვითარების რისკი არამწეველებთან შედარებით სამჯერ უფრო მეტია. თამბაქოს მოხმარება განაპირობებს ზედა სასუნთქ გზებში ანთების ჩამოყალიბებას და სითხის შეკავებას.
  • ცხვირით სუნთქვის პრობლემები - ცხვირით სუნთქვის პრობლემების არსებობა, იქნება ეს ანატომიური პრობლემებით, თუ ალერგიით გამოწვეული, განაპირობებს ძილის აპნოეს განვითარების რისკს.
  • სხვადასხვა დაავადებები - გულის ქრონიკული უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა და ტიპი 2 დიაბეტი წარმოადგენენ ძილის ობსტრუქციული აპნოეს მაპროვოცირებელ რისკებს. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ჰორმონალური დარღვევები, გადატანილი ინსულტი და ფილტვების ქრონიკული დაავადება, მაგ. ასთმა ასევე ზრდის აპნოეს განვითარების რისკებს.

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობა და ოჯახური ანამნეზი კიდევ უფრო ზრდის დაავადების გაჩენის რისკს.

რაც შეეხება ცენტრალური ძილის აპნოეს, მისი მაპროვოცირებელი რისკფაქტორებია: გულის დაავადებები, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლების მოხმარება და გადატანილი ინსულტი.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ძილის აპნოემ, თუ მას სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ?

ძილის აპნოე სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს, თუ მას ყურადღებას არ მიაქცევთ. გარდა იმისა, რომ იწვევს დაღლილობას და გაღიზიანებას, კონცენტრაციის დარღვევას დღის განმავლობაში, დაკავშირებულია დეპრესიასთან. უფრო შორეულ გართულებად შეიძლება ჩავთვალოთ კარდიოვასკულარული დაავადებები. სისხლში ჟანგბადის დონის უეცარი ვარდნა, რომელიც ვითარდება ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს, ზრდის არტერიულ წნევას და აფერხებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ობსტრუქციული ძილის აპნოე შესაძლოა გახდეს მაღალი წნევის მიზეზი. მან შესაძლოა გაზარდოს განმეორებითი გულის შეტევის, ინსულტის განვითარების რისკი, გამოიწვიოს არითმიები, მაგალითად წინაგულთა ფიბრილაცია.

ძილის აპნოეს შორეულ გართულებებს შორისაა: ტიპი 2 დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, გართულებები მედიკამენტებით მკურნალობის დროს და ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ღვიძლის პრობლემები.

როგორც აღნიშნეთ, ძილის აპნოე შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც. ამ დროს რა თავისებურებებმა შეიძლება იჩინოს თავის?

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, ნებისმიერი ბავშვი, რომელიც ხვრინავს სამზე მეტი ღამე კვირაში, საჭიროებს ძილის აპნოეს გამორიცხვას. ბავშვთა პოპულაციაში ძილის აპნოეს სიხშირე 1-5 პროცენტია.

ძილის აპნოეს განვითარების რისკფაქტორებია ბავშვებში: ადენოტონზილარული ჰიპერტროფია, ჭარბი წონა, ორთოდონტიული პრობლემები, ცერებრული დამბლა, დაუნის სინდრომი, კუნთოვანი დისტროფია და სხვა ნერვ-კუნთოვანი დაავადებები, სხვა გენეტიკური სინდრომები.

სტანდარტული სიმპტომების პარალელურად, ბავშვებში ძილის აპნოე იწვევს: დასწავლის პრობლემებს, ქცევითი დარღვევებსა და ენურეზს. შორეულ გართულებებს შორსაა ზრდაში შეფერხებაც.

როგორ ხდება ძილის აპნოეს დიაგნოსტირება?

ძილის აპნოეს გამოვლენა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ხდება პოლისომნოგრაფიით. ეს გახლავთ ძილის შესწავლა მთელი ღამის განმავლობაში, რაც აპნოეს დიაგნოსტირების ობიექტური მეთოდია.

პოლისომნოგრაფია შეისწავლის შემდგომ პარამეტრებს: სუნთქვითი მოქმედება და ჰაერის ნაკადი, სატურაცია, გულისცემის სიხშირე და რიტმი, ძილის ფაზების ხანგრძლივობა, სხეულის პოზიცია, კუნთოვანი აქტივობა, ოკულოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფიული არხები და ვიდეო ტელემეტრია.

მისი ამოცნობა და შესაბამის კვლევაზე გადამისამართება შეიძლება მოხდეს როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლში ოჯახის ექიმთან, ისე ოტორინოლარინგოლოგისა და ნევროლოგის მიერ.

R