საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შურისძიება ალექსეი ნავალნის სახელით - ჰაკერებმა რუსეთის ციხეების კომპიუტერული სისტემა გატეხეს
შურისძიება ალექსეი ნავალნის სახელით - ჰაკერებმა რუსეთის ციხეების კომპიუტერული სისტემა გატეხეს

რუ­სე­თის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, კრემ­ლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰა­კე­რე­ბის ჯგუ­ფი შუ­რის სა­ძი­ებ­ლად მო­ემ­ზა­და. რუ­სე­თის ცი­ხე­ე­ბის სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პი­უ­ტე­რულ ქსელ­ზე წვდო­მის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, ჰა­კე­რებ­მა ცი­ხის კონ­ტრაქ­ტო­რის გა­ტე­ხილ ვებ­სა­იტ­ზე ნა­ვალ­ნის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს და ვი­ზი­ტო­რებ­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შე­ტყო­ბი­ნე­ბაც და­უ­ტო­ვეს: "გა­უ­მარ­ჯოს ალექ­სეი ნა­ვალ­ნის!".

ჰა­კე­რებ­მა ასე­ვე მო­ნა­ცემ­თა ბაზა მო­ი­პა­რეს, რო­მე­ლიც ასი ათა­სო­ბით რუსი პა­ტიმ­რის, მათი ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავ­და. რო­გორც ჰა­კე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მათ არ­ქტი­კის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც მო­ი­პო­ვეს ინ­ფორ­მა­ცია (კო­ლო­ნია, სა­დაც ნა­ვალ­ნი გარ­და­იც­ვა­ლა).

ჰა­კე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბი­სა­ნი არი­ან, მათ შო­რის რუ­სე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც. მათ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს, რათა ხალ­ხმა პა­ტიმ­რე­ბის კონ­ტაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბა შეძ­ლოს და სა­ბო­ლო­ოდ გა­არ­კვი­ონ, რა შე­ემ­თხვა ნა­ვალ­ნის.

გარ­და ამი­სა, ჰა­კე­რებ­მა ცი­ხის სის­ტე­მა­ში შეღ­წე­ვით პა­ტიმ­რე­ბის­თვის საკ­ვე­ბის ფა­სე­ბიც შეც­ვლაც მო­ა­ხერ­ხეს, მა­გალ­თად, ლაფ­ში­სა და და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის ფასი 1 რუბ­ლი გა­ხა­დეს. შე­დე­გად, ცი­ხის ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობ­და და პა­ტიმ­რე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ას იძენ­და. ცი­ხის ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის ად­მი­ნის­ტრა­ტორს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ შეც­ვლი­ლი ფა­სე­ბი შე­ემ­ჩნია. სა­ბო­ლო­ოდ, მთე­ლი პრო­დუქ­ცი­ის ფა­სე­ბის ხე­ლახ­ლა შეც­ვლას ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ 3 დღე მო­ან­დო­მა. ცი­ხის ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია, რო­მელ­ზე წვდო­მაც ჰა­კე­რებ­მა მო­ი­პო­ვეს, ცნო­ბი­ლია რო­გორც JSC Kaluzhskoe და ის რუ­სე­თის 34 რე­გი­ონს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ჰა­კე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მო­ნა­ცემ­თა ბაზა 800 000-მდე პა­ტიმ­რი­სა და მათი ნა­თე­სა­ვე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
😂
0

😂

სომეხი
5

გარდამტეხი მომენტი უკრაინის ფრონტისათვის, რუსეთში რამდენი ციხეა იცით?

ავტორი:

შურისძიება ალექსეი ნავალნის სახელით - ჰაკერებმა რუსეთის ციხეების კომპიუტერული სისტემა გატეხეს

შურისძიება ალექსეი ნავალნის სახელით - ჰაკერებმა რუსეთის ციხეების კომპიუტერული სისტემა გატეხეს

რუსეთის ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში, კრემლის მოწინააღმდეგე ჰაკერების ჯგუფი შურის საძიებლად მოემზადა. რუსეთის ციხეების სისტემასთან დაკავშირებულ კომპიუტერულ ქსელზე წვდომის დამყარების შემდეგ, ჰაკერებმა ციხის კონტრაქტორის გატეხილ ვებსაიტზე ნავალნის ფოტო გამოაქვეყნეს და ვიზიტორებსა და ადმინისტრაციას შეტყობინებაც დაუტოვეს: "გაუმარჯოს ალექსეი ნავალნის!".

ჰაკერებმა ასევე მონაცემთა ბაზა მოიპარეს, რომელიც ასი ათასობით რუსი პატიმრის, მათი ნათესავებისა და კონტაქტების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. როგორც ჰაკერები ამბობენ, მათ არქტიკის სასჯელაღსრულების კოლონიაში მყოფი პატიმრების შესახებაც მოიპოვეს ინფორმაცია (კოლონია, სადაც ნავალნი გარდაიცვალა).

ჰაკერები აცხადებენ, რომ ისინი სხვადასხვა ეროვნებისანი არიან, მათ შორის რუსები და უკრაინელებიც. მათ მოპოვებული ინფორმაცია გაასაჯაროვეს, რათა ხალხმა პატიმრების კონტაქტებთან დაკავშირება შეძლოს და საბოლოოდ გაარკვიონ, რა შეემთხვა ნავალნის.

გარდა ამისა, ჰაკერებმა ციხის სისტემაში შეღწევით პატიმრებისთვის საკვების ფასებიც შეცვლაც მოახერხეს, მაგალთად, ლაფშისა და დაკონსერვებული საქონლის ფასი 1 რუბლი გახადეს. შედეგად, ციხის ონლაინ მაღაზიას უამრავი ადამიანი სტუმრობდა და პატიმრებისთვის სხვადასხვა პროდუქციას იძენდა. ციხის ონლაინ მაღაზიის ადმინისტრატორს რამდენიმე საათი დასჭირდა იმისთვის, რომ შეცვლილი ფასები შეემჩნია. საბოლოოდ, მთელი პროდუქციის ფასების ხელახლა შეცვლას ციხის ადმინისტრაციამ 3 დღე მოანდომა. ციხის ონლაინ მაღაზია, რომელზე წვდომაც ჰაკერებმა მოიპოვეს, ცნობილია როგორც JSC Kaluzhskoe და ის რუსეთის 34 რეგიონს ემსახურება.

ჰაკერები აცხადებენ, რომ მონაცემთა ბაზა 800 000-მდე პატიმრისა და მათი ნათესავების შესახებ შეიცავს ინფორმაციას.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა