ავტორი:

ერთი წლის წინ დაკარგული ბიჭუნას ცხედარი ალპებში იპოვეს - ტრაგედიამ საფრანგეთი შეძრა: რა შეემთხვა 2 წლის ემილ სოლეილის?

ერთი წლის წინ დაკარგული ბიჭუნას ცხედარი ალპებში იპოვეს - ტრაგედიამ საფრანგეთი შეძრა: რა შეემთხვა 2 წლის ემილ სოლეილის?

ფრანგმა გამომძიებლებმა 2023 წელს გაუჩინარებული ბავშვის ცხედარი ალპებში იპოვეს. ტრაგიკულმა ამბავმა მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. გამომძიებლები ახლა იმის დასადგენად მუშაობენ, თუ როგორ გარდაიცვალა 2 წლის ბიჭუნა.

ემილ სოლეილი გასული წლის 8 ივლისს, ერთ-ერთ ალპურ სოფელში ბებიასთან და ბაბუასთან ყოფნისას გაუჩინარდა. ორმა მეზობელმა ის უკანასკნელად მარტო სეირნობისას შენიშნა ლე ვერნეში, რომელიც საფრანგეთის ალპებში, 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

"პოლიციას ნეშტის აღმოჩენის შესახებ შაბათს შეატყობინეს", - თქვა პროკურორმა ჟან-ლუკ ბლაშონმა. მისი თქმით, გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სხეულის ნაშთი ბიჭუნას ეკუთვნოდა. "ამ საშინელი ამბის ძალიან გვეშინოდა", - აცხადებენ ბავშვის მშობლები მათი ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურორს გარდაცვალების მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა დასძინა, რომ ბავშვის ძვლებს კვლავ აანალიზებენ და იმ ადგილას, სადაც ცხედარი იპოვეს, პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს.

ემილი სოფელში ბებია-ბაბუასთან არდადეგების გასატარებლად ჩავიდა, თუმცა ის ჩასვლიდან მეორე დღეს გაუჩინარდა. ბიჭის დაკარგვიდან მალევე სოფელში მასიური ძებნა გამოცხადდა, რომელშიც პოლიციელები, ჯარისკაცები, მეძებარი ძაღლები, ვერტმფრენი და დრონები მონაწილეობდნენ, თუმცა ბავშვის კვალი ვერავინ იპოვა. გატაცების შესაძლო ფაქტზე პოლიციამ სისხლის სამართლის გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ ისინი უბედურ შემთხვევას უფრო განიხილავენ ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად.

წყაარო: theguardian