ავტორი:

მეფე ჩარლზი სააღდგომო წირვაზე - ის პირველად გამოჩნდა საჯაროდ სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ (ფოტოები)

მეფე ჩარლზი სააღდგომო წირვაზე - ის პირველად გამოჩნდა საჯაროდ სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ (ფოტოები)

ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ საჯარო ღონისძიებაში პირველად მიიღო მონაწილეობა მას შემდეგ, რაც მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. კვირას მონარქი უინძორში სააღდგომო წირვას დაესწრო.

მეფე ჩარლზი ეკლესიაში დედოფალ კამილასთან და სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გამოჩნდა. მონარქი მისასალმებლად შეკრებილ ხალხსაც გაესაუბრა და ხელი თბილად ჩამოართვა.

75 წლის მონარქი საჯარო ღონისძიებებში პრაქტიკულად აღარ იღებს მონაწილეობას, რადგან სიმსივნეზე მკურნალობს, თუმცა ის კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებას კვლავ განაგრძობს.

ბუკინგემის სასახლემ მეფე ჩარლზის კიბოს დიაგნოზის შესახებ თებერვალში გააკეთა განცხადება, მარტში კი ექიმებმა უელსის პრინცესა ქეითსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. კენსინგტონის სასახლემ განაცხადა, რომ ქეითი ახლა პრევენციული ქიმიოთერაპიის ადრეულ ეტაპებს გადის.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა