მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზის დაბნელება, ვიზიტორთა ბუმი და საგანგებო მდგომარეობა ნიაგარაზე - მსოფლიო უიშვიათესი მოვლენის მლოდინში: "ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება"
მზის დაბნელება, ვიზიტორთა ბუმი და საგანგებო მდგომარეობა ნიაგარაზე - მსოფლიო უიშვიათესი მოვლენის მლოდინში: "ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება"

ნი­ა­გა­რას ჩანჩქე­რის ონ­ტა­რი­ოს მხა­რემ აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში ვი­ზი­ტორ­თა მო­სა­ლოდ­ნე­ლი მო­ზღვა­ვე­ბის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყო. საქ­მე იმა­შია, რომ ჩანჩქე­რი 8 აპ­რილს მზის დაბ­ნე­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად მი­სულ მი­ლი­ო­ნამ­დე ვი­ზი­ტორს უმას­პინ­ძლებს. ქა­ლა­ქის მე­რის აზ­რით, სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია.

National Geographic-ის მი­ხედ­ვით, ცნო­ბი­ლი ჩანჩქე­რი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია მზის დაბ­ნე­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ამ მხა­რე­ში მზის დაბ­ნე­ლე­ბის ფე­ნო­მე­ნი 1979 წლის შემ­დეგ არ უნა­ხავთ. ქა­ლა­ქი ონ­ტა­რიო კი სწო­რედ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, სა­დაც მთვა­რე მზეს რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მთლი­ა­ნად გა­და­ფა­რავს.

ქა­ლა­ქის მე­რის ჯიმ დი­ო­და­ტის შე­ფა­სე­ბით, ქა­ლა­ქი, მხო­ლოდ 8 აპ­რილს, ყვე­ლა­ზე მეტ ვი­ზი­ტორს უმას­პინ­ძლებს, რამ­დე­ნიც კი მას ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოდეს­მე უნა­ხავს. ონ­ტა­რი­ოს წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 14 მი­ლი­ო­ნი ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობს.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ხუთ­შა­ბათს გა­მო­ცხად­და, რაც, მე­რის თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ცო­ბე­ბის, მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­დატ­ვირ­თვი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გაზ­რდის სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. The Telegraph-ის ცნო­ბით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა სიფრ­თხი­ლის გამო გა­მო­ცხად­და.

"ნი­ა­გა­რა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იქ­ნე­ბა, რად­გან ამ სა­უ­ცხოო დღეს უამ­რა­ვი ვი­ზი­ტო­რი შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა, ასე­თი რამ ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ ხდე­ბა",- თქვა ჯიმ ბრედ­ლიმ, ნი­ა­გა­რას რე­გი­ო­ნის თავ­მჯდო­მა­რემ.

მზის დაბ­ნე­ლე­ბა პირ­ვე­ლად მექ­სი­კის წყნა­რი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა, შემ­დეგ ტე­ხა­სი­დან აშშ-ში, მე­ინ­სა და სა­ბო­ლო­ოდ აღ­მო­სავ­ლეთ კა­ნა­და­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. კონ­ტი­ნენ­ტის და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მზის დაბ­ნე­ლე­ბა მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რი­ვი იქ­ნე­ბა.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მზის დაბნელება, ვიზიტორთა ბუმი და საგანგებო მდგომარეობა ნიაგარაზე - მსოფლიო უიშვიათესი მოვლენის მლოდინში: "ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება"

მზის დაბნელება, ვიზიტორთა ბუმი და საგანგებო მდგომარეობა ნიაგარაზე - მსოფლიო უიშვიათესი მოვლენის მლოდინში: "ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება"

ნიაგარას ჩანჩქერის ონტარიოს მხარემ აპრილის დასაწყისში ვიზიტორთა მოსალოდნელი მოზღვავებისთვის მზადება დაიწყო. საქმე იმაშია, რომ ჩანჩქერი 8 აპრილს მზის დაბნელების სანახავად მისულ მილიონამდე ვიზიტორს უმასპინძლებს. ქალაქის მერის აზრით, საგანგაშო მდგომარეობის გამოცხადება საუკეთესო გამოსავალია.

National Geographic-ის მიხედვით, ცნობილი ჩანჩქერი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მზის დაბნელების სანახავად. ინფორმაციისთვის, ამ მხარეში მზის დაბნელების ფენომენი 1979 წლის შემდეგ არ უნახავთ. ქალაქი ონტარიო კი სწორედ იმ ტერიტორიაზეა, სადაც მთვარე მზეს რამდენიმე წუთის განმავლობაში მთლიანად გადაფარავს.

ქალაქის მერის ჯიმ დიოდატის შეფასებით, ქალაქი, მხოლოდ 8 აპრილს, ყველაზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლებს, რამდენიც კი მას ერთი დღის განმავლობაში ოდესმე უნახავს. ონტარიოს წელიწადში საშუალოდ 14 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.

საგანგებო მდგომარეობა ხუთშაბათს გამოცხადდა, რაც, მერის თქმით, მოსახლეობას საცობების, მობილური ქსელების გადატვირთვისა და გადაუდებელი დახმარების გაზრდის საჭიროებისთვის მომზადების საშუალებას მისცემს. The Telegraph-ის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა სიფრთხილის გამო გამოცხადდა.

"ნიაგარა ყურადღების ცენტრში იქნება, რადგან ამ საუცხოო დღეს უამრავი ვიზიტორი შემოგვიერთდება, ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება",- თქვა ჯიმ ბრედლიმ, ნიაგარას რეგიონის თავმჯდომარემ.

მზის დაბნელება პირველად მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე გამოჩნდება, შემდეგ ტეხასიდან აშშ-ში, მეინსა და საბოლოოდ აღმოსავლეთ კანადაში გადაინაცვლებს. კონტინენტის დანარჩენ ტერიტორიაზე მზის დაბნელება მხოლოდ ნაწილობრივი იქნება.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა