მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის რე­ფე­რენ­დუ­მის 33 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი პი­რა­დი წვლი­ლი­სათ­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი ნაზი გა­ბა­ი­ძე ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

პრე­ზი­დე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში მო­ე­წყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ნაზი გა­ბა­ი­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­მო­ფე­ნა, რო­მელ­ზეც წარ­მოდ­გე­ნი­ლის იყო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცუ­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აქ­ტის სა­მუ­შაო ვერ­სი­ე­ბი, აკა­კი ჩხენ­კე­ლის დე­პე­შა გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძი­სად­მი, ნიკო ნი­კო­ლა­ძის მე­მუ­ა­რის (1918 წ.) ეკო­ნო­მი­კუ­რი ნა­წი­ლი (სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და ერებს).

დღეს­ვე სა­სახ­ლე­ში სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რის რუ­სუ­დან კო­ბა­ხი­ძის, ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი არ­ქა­ნი­ა­სა და მი­ხე­ილ ბახ­ტა­ძის ლექ­ცია ჩა­ტარ­და, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში 31 მარ­ტის რე­ფე­რენ­დუ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს და ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს 26 მა­ისს, 31 მარტსა და 9 აპ­რილსშო­რის კავ­შირ­ზე.

...
0

ამდენი ფოქუზნიკობაა გადარევს ხალხს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

პრეზიდენტმა ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 33 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის მოყვარული ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

პრეზიდეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში მოეწყო დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების პერიოდში ნაზი გაბაიძის მიერ გადაღებული ფოტოებისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილის იყო ბიბლიოთეკაში დაცული ექსპონატები: საქართველოს დამოუკიდებელი აქტის სამუშაო ვერსიები, აკაკი ჩხენკელის დეპეშა გიორგი კვინიტაძისადმი, ნიკო ნიკოლაძის მემუარის (1918 წ.) ეკონომიკური ნაწილი (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა სახელმწიფოებსა და ერებს).

დღესვე სასახლეში სტუდენტებისათვის საბჭოთა კავშირის ისტორიის მკვლევარის რუსუდან კობახიძის, ისტორიკოს გიორგი არქანიასა და მიხეილ ბახტაძის ლექცია ჩატარდა, რომელზეც ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს 26 მაისს, 31 მარტსა და 9 აპრილსშორის კავშირზე.