პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიბოს ნიშნები ბევრად ადრე შეიძლება შეინიშნოს, ვიდრე სიმპტომები გამოვლინდება - უახლესი კვლევის შედეგები, რომლებიც შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს
კიბოს ნიშნები ბევრად ადრე შეიძლება შეინიშნოს, ვიდრე სიმპტომები გამოვლინდება - უახლესი კვლევის შედეგები, რომლებიც შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს

კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ახ­ლა­ხან გახ­სნი­ლი კი­ბოს ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ უჯრე­დებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­ჩნე­ვა იმა­ზე ბევ­რად ად­რეა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ვიდ­რე ისი­ნი სიმ­სივ­ნედ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან. მეც­ნი­ერ­თა თქმით, ეს კვლე­ვა კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის რა­დი­კა­ლუ­რად სხვაგ­ვა­რი გზე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

  • "ად­რე­უ­ლი კი­ბოს" ინ­სტი­ტუ­ტი სიმ­სივ­ნე­ე­ბის დაძ­ლე­ვის გზე­ბის ძი­ე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ჯერ კი­დევ მა­ნამ, სა­ნამ ისი­ნი სიმპტო­მებს წარ­მოქ­მნი­ან.

ეს კვლე­ვა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ აღ­მო­ჩე­ნებს და­ეყ­რდნო­ბა, რომ­ლე­ბიც აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ბევრ ადა­მი­ანს წი­ნა­სიმ­სივ­ნუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი წლე­ბით ადრე უვი­თარ­დე­ბა. "კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის შე­ყოვ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს, ხან ათი, ან ოცი წე­ლიც კი გრძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ეს და­ა­ვა­დე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­ში თავს იჩენს",- აცხა­დებს ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი რე­ბე­კა ფი­ცჯე­რალ­დი.

"ექი­მე­ბი ბო­ლოს იგე­ბენ, რომ სიმ­სივ­ნეს­თან აქვთ საქ­მე, როცა კიბო უკვე პა­ცი­ენ­ტის სხე­ულ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. სხვა­ნა­ი­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო, ისე­თი, რო­მე­ლიც ტეს­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­ად­გენს, რო­მე­ლი ადა­მი­ა­ნია კი­ბოს რის­კის ქვეშ. ასე­თი ტეს­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ბევრ ადა­მი­ანს უნდა შე­ეძ­ლოს."

  • ასე­თი ტეს­ტე­ბის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია ცი­ტოს­პონ­ჯი (ცი­ტოღ­რუ­ბე­ლი). ეს ძაფ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი ღრუ­ბე­ლია, რო­მე­ლიც ფი­ცჯე­რალდმა თა­ვის გუნდთან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვა. მას პა­ცი­ენ­ტი მე­დი­კა­მენ­ტი­ვით ყლა­პავს, შემ­დეგ ის კუჭ­ში ფარ­თოვდბა და გზად საყ­ლა­პა­ვის უჯრე­დებს აგ­რო­ვებს. ის უჯრე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ტე­ინს, სა­ხე­ლად TFF3-ს შე­ი­ცავს, ად­რე­ულ გაფრ­თხი­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ, რომ პა­ცი­ენტს საყ­ლა­პა­ვის კი­ბოს რის­კი ემუქ­რე­ბა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან TFF3 მხო­ლოდ წი­ნა­სიმ­სივ­ნურ უჯრე­დებ­ში გვხვდე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ამ ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა მარ­ტი­ვად და ფარ­თო მას­შტა­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ამ­ჟა­მად, ჩვენ კი­ბოს ბევრ სა­ხე­ო­ბას ზედ­მე­ტად გვი­ან ვავ­ლენთ და სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა გვი­წევს, რაც თან­და­თან გაძ­ვირ­და. სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა ხში­რად რამ­დე­ნი­მე კვი­რით­ღაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ისიც ათი­ა­თა­სო­ბით დო­ლა­რის ხარ­ჯზე. დროა, რომ სხვა მიდ­გო­მა ავირ­ჩი­ოთ",- ამ­ბობს ფი­ცჯე­რალ­დი.

ად­რე­უ­ლი კი­ბოს ინ­სტი­ტუტს ქალ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა 200 000-მდე სის­ხლის ნი­მუ­ში მი­ა­წო­დეს. სწო­რედ ამ ნი­მუ­შე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეძ­ლეს მკვლე­ვა­რებ­მა იმ ცვლი­ლე­ბე­ბის დად­გე­ნა, რაც წი­ნა­სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში ხდე­ბა.

"აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ლე­ი­კე­მი­ის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე, ადა­მი­ა­ნის სის­ხლში აშ­კა­რა გე­ნე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ათ წელ­ზე მეტი ხნით ადრე შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ეს შანსს გვაძ­ლევს, რომ მკურ­ნა­ლო­ბა ად­რე­უ­ლად ჩა­ვა­ტა­როთ და კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის შან­სე­ბი შე­ვამ­ცი­როთ",- აცხა­დებს ფი­ცჯე­რალ­დი.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
9

ერთ დღესაც სიკვდილი რომ გააუქმონ, ფულს იმაშიც გადაიხდის ხალხი რომ როგორმე მოკვდნენ, ესეიგი ჯანმრთელად როცა ხარ ფული უნდა იხადო და გამოკვლევები იტარო? 10-20 წლის შემდეგ სიმსივნე რომ არ დაგემართოს ექიმებთან უნ და ირბინო და ამ სირბილში მანქანა რომ დაგეჯახოს?

სერგო
2

კიბოც დაამარცხეს გასულ წლებში.

მთელი რიგი გადაცემები იყო.

 

მარა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

კიბოს ნიშნები ბევრად ადრე შეიძლება შეინიშნოს, ვიდრე სიმპტომები გამოვლინდება - უახლესი კვლევის შედეგები, რომლებიც შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს

კიბოს ნიშნები ბევრად ადრე შეიძლება შეინიშნოს, ვიდრე სიმპტომები გამოვლინდება - უახლესი კვლევის შედეგები, რომლებიც შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს

კემბრიჯის უნივერსიტეტში ახლახან გახსნილი კიბოს ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უჯრედებში ცვლილებების შემჩნევა იმაზე ბევრად ადრეა შესაძლებელი, ვიდრე ისინი სიმსივნედ ჩამოყალიბდებიან. მეცნიერთა თქმით, ეს კვლევა კიბოს მკურნალობის რადიკალურად სხვაგვარი გზების შემუშავებას შეუწყობს ხელს.

  • "ადრეული კიბოს" ინსტიტუტი სიმსივნეების დაძლევის გზების ძიებაზეა ორიენტირებული, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ისინი სიმპტომებს წარმოქმნიან.

ეს კვლევა ბოლოდროინდელ აღმოჩენებს დაეყრდნობა, რომლებიც აჩვენებენ, რომ ბევრ ადამიანს წინასიმსივნური მაჩვენებლები წლებით ადრე უვითარდება. "კიბოს განვითარების შეყოვნება, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ხან ათი, ან ოცი წელიც კი გრძელდება მანამ, სანამ ეს დაავადება პაციენტებში თავს იჩენს",- აცხადებს ინსტიტუტის დირექტორი და პროფესორი რებეკა ფიცჯერალდი.

"ექიმები ბოლოს იგებენ, რომ სიმსივნესთან აქვთ საქმე, როცა კიბო უკვე პაციენტის სხეულშია გავრცელებული. სხვანაირი მიდგომაა საჭირო, ისეთი, რომელიც ტესტებზე დაყრდნობით დაადგენს, რომელი ადამიანია კიბოს რისკის ქვეშ. ასეთი ტესტების ჩატარება ბევრ ადამიანს უნდა შეეძლოს."

  • ასეთი ტესტების ერთ-ერთი მაგალითია ციტოსპონჯი (ციტოღრუბელი). ეს ძაფზე მიმაგრებული ღრუბელია, რომელიც ფიცჯერალდმა თავის გუნდთან ერთად შეიმუშავა. მას პაციენტი მედიკამენტივით ყლაპავს, შემდეგ ის კუჭში ფართოვდბა და გზად საყლაპავის უჯრედებს აგროვებს. ის უჯრედები, რომლებიც პროტეინს, სახელად TFF3-ს შეიცავს, ადრეულ გაფრთხილებას გვაძლევენ, რომ პაციენტს საყლაპავის კიბოს რისკი ემუქრება და მეთვალყურეობას საჭიროებს, რადგან TFF3 მხოლოდ წინასიმსივნურ უჯრედებში გვხვდება. რაც მთავარია, ამ ტესტის ჩატარება მარტივად და ფართო მასშტაბითაა შესაძლებელი.

"ამჟამად, ჩვენ კიბოს ბევრ სახეობას ზედმეტად გვიან ვავლენთ და სხვადასხვა მედიკამენტების გამომუშავება გვიწევს, რაც თანდათან გაძვირდა. სიცოცხლის გახანგრძლივება ხშირად რამდენიმე კვირითღაა შესაძლებელი და ისიც ათიათასობით დოლარის ხარჯზე. დროა, რომ სხვა მიდგომა ავირჩიოთ",- ამბობს ფიცჯერალდი.

ადრეული კიბოს ინსტიტუტს ქალმა პაციენტებმა 200 000-მდე სისხლის ნიმუში მიაწოდეს. სწორედ ამ ნიმუშების საფუძველზე შეძლეს მკვლევარებმა იმ ცვლილებების დადგენა, რაც წინასიმსივნური უჯრედების მქონე პაციენტებში ხდება.

"აღმოვაჩინეთ, რომ ლეიკემიის სიმპტომების გამოვლენამდე, ადამიანის სისხლში აშკარა გენეტიკური ცვლილებები ათ წელზე მეტი ხნით ადრე შეინიშნება. ეს შანსს გვაძლევს, რომ მკურნალობა ადრეულად ჩავატაროთ და კიბოს განვითარების შანსები შევამციროთ",- აცხადებს ფიცჯერალდი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა