ავტორი:

სირიაში, თურქეთის საზღვართან, ბაზარში, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები (ფოტოები)

სირიაში, თურქეთის საზღვართან, ბაზარში, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები (ფოტოები)

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ხალხით გადატვირთულ ბაზარში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, თავდასხმა თურქეთის საზღვართან, ალეპოს პროვინციაში, ქალაქ აზაზში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 ბავშვია.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა ქალაქში, რომელსაც მართავენ პროთურქი გასამხედროებული შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ებრძვიან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.