სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეონარდო დიკაპრიოსა და 25 წლის იტალიელი ლამაზმანის რომანი გრძელდება - ლეოსა და ვიტორია ჩერეტის მორიგი პაპარაცული კადრები: რატომ დაემალა ჟურნალისტებს ჰოლივუდის ვარსკვლავი
ლეონარდო დიკაპრიოსა და 25 წლის იტალიელი ლამაზმანის რომანი გრძელდება - ლეოსა და ვიტორია ჩერეტის მორიგი პაპარაცული კადრები: რატომ დაემალა ჟურნალისტებს ჰოლივუდის ვარსკვლავი

ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს ფა­ნებ­მა უკვე იცი­ან, რომ მისი ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იტა­ლი­ე­ლი სუ­პერ­მო­დე­ლი, ვი­ტო­რია ჩე­რე­ტია. ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვი­ტო­რია და ლეო და­ი­ნიშ­ნენ, თუმ­ცა Page Six-ის წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

  • რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, წყვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია, თუმ­ცა საქ­მე ნიშ­ნო­ბამ­დე ჯერ არ მი­სუ­ლა.

ახ­ლა­ხან ლეო და ვი­ტო­რია კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, სან­ტა მო­ნი­კა­ში შე­ნიშ­ნეს. წყვი­ლი რო­ბერტ დე ნი­როს­თან, შონ პენ­თან და სო­ფია ვერ­გა­რას­თან ერ­თად სა­ვახ­შმოდ, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

  • რეს­ტორ­ნი­დან გა­მო­სულ დი­კაპ­რი­ოს და ვი­ტო­რი­ას გა­რეთ პა­პა­რა­ცე­ბი დახ­ვდნენ. რო­გორც ჩანს, ლეოს არ სურ­და გა­მო­ჩე­ნა, მას სახე მთლი­ა­ნად ჰქონ­და და­ფა­რუ­ლი, ეკე­თა შავი პირ­ბა­დე და ქუდი ჰქონ­და გად­მო­ფა­რე­ბუ­ლი ისე, რომ სახე ფაქ­ტობ­რი­ვად არ ჩან­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ტო­რი­ას, ის მშვი­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე ისიც, რომ ლეო მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე დაჯ­და, ხოლო ვი­ტო­რია, რო­მელ­საც რო­გორც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან ჩანს, თავ­და­პირ­ვე­ლად არ სურ­და სა­ჭეს­თან დამ­ჯდა­რი­ყო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ მან­ქა­ნა თვი­თონ წა­ეყ­ვა­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვი­ტო­რია 25 წლი­საა, დი­კაპ­რიო 49 წლის. ჩე­რე­ტი 7 ივ­ნისს 26 წლის ხდე­ბა. ფა­ნე­ბი კი ხუმ­რო­ბენ, რომ ის ლეოს მა­შინ­ვე და­შორ­დე­ბა, რად­გან ასა­კობ­რი­ვად დი­კაპ­რი­ოს სტან­დარ­ტე­ბის­თვის შე­უ­სა­ბა­მო იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შთაგონებული
0

ამ გოგონამ დახეული ჯინსების მანქანამდე გამოცვლა როგორ მოასწრო? სხვადასხვა შეხვედრაა გადაღებული?

კარდაშას ყოფილი
0

ქანიე უესტი 2 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ლეონარდო დიკაპრიოსა და 25 წლის იტალიელი ლამაზმანის რომანი გრძელდება - ლეოსა და ვიტორია ჩერეტის მორიგი პაპარაცული კადრები: რატომ დაემალა ჟურნალისტებს ჰოლივუდის ვარსკვლავი

ლეონარდო დიკაპრიოსა და 25 წლის იტალიელი ლამაზმანის რომანი გრძელდება - ლეოსა და ვიტორია ჩერეტის მორიგი პაპარაცული კადრები: რატომ დაემალა ჟურნალისტებს ჰოლივუდის ვარსკვლავი

ლეონარდო დიკაპრიოს ფანებმა უკვე იციან, რომ მისი ახალი შეყვარებული იტალიელი სუპერმოდელი, ვიტორია ჩერეტია. ბოლო რამდენიმე კვირაა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიტორია და ლეო დაინიშნენ, თუმცა Page Six-ის წყაროების ცნობით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

  • როგორც გამოცემა წერს, წყვილს შორის ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულია, თუმცა საქმე ნიშნობამდე ჯერ არ მისულა.

ახლახან ლეო და ვიტორია კალიფორნიაში, სანტა მონიკაში შენიშნეს. წყვილი რობერტ დე ნიროსთან, შონ პენთან და სოფია ვერგარასთან ერთად სავახშმოდ, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა.

  • რესტორნიდან გამოსულ დიკაპრიოს და ვიტორიას გარეთ პაპარაცები დახვდნენ. როგორც ჩანს, ლეოს არ სურდა გამოჩენა, მას სახე მთლიანად ჰქონდა დაფარული, ეკეთა შავი პირბადე და ქუდი ჰქონდა გადმოფარებული ისე, რომ სახე ფაქტობრივად არ ჩანდა.

რაც შეეხება ვიტორიას, ის მშვიდად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ლეო მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა, ხოლო ვიტორია, რომელსაც როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თავდაპირველად არ სურდა საჭესთან დამჯდარიყო, იძულებული გახდა, რომ მანქანა თვითონ წაეყვანა.

აღსანიშნავია, რომ ვიტორია 25 წლისაა, დიკაპრიო 49 წლის. ჩერეტი 7 ივნისს 26 წლის ხდება. ფანები კი ხუმრობენ, რომ ის ლეოს მაშინვე დაშორდება, რადგან ასაკობრივად დიკაპრიოს სტანდარტებისთვის შეუსაბამო იქნება.