საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა" - პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალი წარედგინა
"მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა" - პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალი წარედგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მე­უღ­ლე­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და და მას სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბო­და.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა), 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით (გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით), 11 პრი­მა 150-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ იძუ­ლე­ბა) და 11 პრი­მა, 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით (გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა" - პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალი წარედგინა

"მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა" - პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ იძულება) და 11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.