პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარსზე აღმოაჩინეს ახალი ვულკანი, რომელიც ევერესტზე მაღალია - რაზე მიანიშნებს ეს და რას ამბობენ მეცნიერები?
მარსზე აღმოაჩინეს ახალი ვულკანი, რომელიც ევერესტზე მაღალია - რაზე მიანიშნებს ეს და რას ამბობენ მეცნიერები?

ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ას­ტრო­ნო­მებ­მა მარსზე ვულ­კა­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ევე­რესტზე მა­ღა­ლია. პლა­ნე­ტა­ზე მრა­ვალ­წლი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის ვულ­კა­ნი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი იყო, მისი და­ნახ­ვა მხო­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე ორ­ბი­ტა­ლუ­რი ზონ­დე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის წყა­ლო­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ვულ­კა­ნის სი­მაღ­ლე 9 022 მეტ­რია, სი­გა­ნე კი 450 კი­ლო­მეტ­რი - ამ­გვა­რი მას­შტა­ბუ­რო­ბა მი­ა­ნიშ­ნებს, რომ იგი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მთლი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფიქ­სირ­დე­ბა პი­როკ­ლას­ტუ­რი, იგი­ვე ვულ­კა­ნუ­რი, მა­ტე­რი­აც: ფერ­ფლი, პემ­ზა, ტეფ­რა და სხვა. იგი Noctis Labyrinthus-ის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს, რის გა­მოც მკვლევ­რებ­მა დრო­ე­ბით Noctis უწო­დეს.

"ის ასე­ვე ღრმად ერო­ზი­რე­ბუ­ლია, იმ დო­ნემ­დე არის დან­გრე­უ­ლი, რომ მისი და­ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ" - გა­ნა­ცხა­და მარ­სის ინ­სტი­ტუ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, დოქ­ტორ­მა პას­კალ ლიმ.

მი­სი­ვე თქმით, ამ აღ­მო­ჩე­ნას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ფარ­თო გავ­ლე­ნა მეც­ნი­ერ­თა მიერ მარ­სის გე­ო­ლო­გი­ის გა­გე­ბა­ზე, ასე­ვე ხელი შე­უ­წყოს ახა­ლი კვლე­ვე­ბის და­წყე­ბას წყლის ყი­ნუ­ლის ან სი­ცო­ცხლის ნიშ­ნე­ბის მო­სა­ძებ­ნად.

მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის მარსზე 10-ზე მეტი ვულ­კა­ნია ცნო­ბი­ლი, მათ შრი­საა Olympus Mons, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ვულ­კა­ნი მზის სის­ტე­მა­ში.

წყა­რო: CNN

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიადი
11

ყველა სიმაღლე იზომება ზღვის დონიდან და ევერესტის სიმრღეც ზღვის დონიდანაა გაზომილი და არა მარიანის ღრმულიდან, გამოდის ზღვებიც ყოფილა მარსზე. ამას მიმალავდით! :))))))))))

დაააა...........
5

კარგად მოძებნეთ, კავკასიასაც იპოვით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

მარსზე აღმოაჩინეს ახალი ვულკანი, რომელიც ევერესტზე მაღალია - რაზე მიანიშნებს ეს და რას ამბობენ მეცნიერები?

მარსზე აღმოაჩინეს ახალი ვულკანი, რომელიც ევერესტზე მაღალია - რაზე მიანიშნებს ეს და რას ამბობენ მეცნიერები?

ახალი კვლევის თანახმად, ასტრონომებმა მარსზე ვულკანი აღმოაჩინეს, რომელიც ევერესტზე მაღალია. პლანეტაზე მრავალწლიანი დაკვირვების მიუხედავად, მეცნიერებისთვის ვულკანი შეუმჩნეველი იყო, მისი დანახვა მხოლოდ თანამედროვე ორბიტალური ზონდების მონაცემების წყალობით გახდა შესაძლებელი.

ვულკანის სიმაღლე 9 022 მეტრია, სიგანე კი 450 კილომეტრი - ამგვარი მასშტაბურობა მიანიშნებს, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში აქტიური უნდა ყოფილიყო. მთლიანი სტრუქტურის ტერიტორიაზე ფიქსირდება პიროკლასტური, იგივე ვულკანური, მატერიაც: ფერფლი, პემზა, ტეფრა და სხვა. იგი Noctis Labyrinthus-ის აღმოსავლეთით მდებარეობს, რის გამოც მკვლევრებმა დროებით Noctis უწოდეს.

"ის ასევე ღრმად ეროზირებულია, იმ დონემდე არის დანგრეული, რომ მისი დანახვა ძალიან გაგიჭირდებათ" - განაცხადა მარსის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, დოქტორმა პასკალ ლიმ.

მისივე თქმით, ამ აღმოჩენას შეიძლება ჰქონდეს ფართო გავლენა მეცნიერთა მიერ მარსის გეოლოგიის გაგებაზე, ასევე ხელი შეუწყოს ახალი კვლევების დაწყებას წყლის ყინულის ან სიცოცხლის ნიშნების მოსაძებნად.

მეცნიერებისთვის მარსზე 10-ზე მეტი ვულკანია ცნობილი, მათ შრისაა Olympus Mons, ყველაზე მაღალი ვულკანი მზის სისტემაში.

წყარო: CNN