საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი მსახიობი, რომელიც მუდმივად საჯაროობას გაურბის - როგორ გაიცნო რეჟისორი მეუღლე არიადნა შენგელაიამ: მსახიობის გზა მოსკოვიდან ქართულ კინომდე
ულამაზესი მსახიობი, რომელიც მუდმივად საჯაროობას გაურბის - როგორ გაიცნო რეჟისორი მეუღლე არიადნა შენგელაიამ: მსახიობის გზა მოსკოვიდან ქართულ კინომდე

2020 წლის 13 იან­ვარს, და­ბა­დე­ბის დღე­ზე, კი­ნო­თე­ატრ "რუს­თა­ვე­ლის" წინ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტისტს და კი­დევ არა­ერ­თი წო­დე­ბის, დამ­სა­ხუ­რე­ბის მქო­ნე მსა­ხი­ობს, არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ი­ას თა­ვი­სი სა­ხე­ლო­ბის "ვარ­სკვლა­ვი" გა­უხ­სნეს. იმა­ვე დღეს კი მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რში გა­ი­მარ­თა... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს იყო მსა­ხი­ო­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სა­ჯა­რო და მას­შტა­ბუ­რი გა­მო­ჩე­ნა, რა­ზეც მხო­ლოდ იმი­ტომ და­თან­ხმდა, რომ მისი ვარ­სკვლა­ვით შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი ია­მა­ყე­ბენ... რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ჯა­რო­ო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ არის, ინ­ტერ­ვი­უ­ზეც უარს ამ­ბობს და არც რა­ი­მე ტი­პის თავ­შეყ­რის ად­გილს სტუმ­რობს...

თუმ­ცა უკვე 2015 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. აქ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბას და მე­ტყვე­ლე­ბას ას­წავ­ლი­და.

ოჯა­ხი, მშობ­ლე­ბი

არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ია ანა ლუ­ბი­მო­ვა­სა და ვსე­ვო­ლოდ შპ­რინ­კის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა წარ­მო­შო­ბით გერ­მა­ნე­ლი იყო, პრო­ფე­სი­ით მთარ­გმნე­ლი და ეკო­ნო­მის­ტი, იცო­და შვი­დი ენა... საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მას­ში საფრ­თხე და­ი­ნა­ხა, პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნეს და 1937 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კო­ვი­დან ტაშ­კენ­ტში გა­და­ვი­და, სა­დაც არი­ად­ნა და­ი­ბა­და. იმა­ვე წელს, ოჯა­ხი მოს­კოვ­ში ისევ დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ვსე­ვო­ლო­დი გა­და­ა­სახ­ლეს, სა­ი­და­ნაც 1955 წელს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ დაბ­რუნ­და.

დე­დასთნ ერ­თად

გა­ნათ­ლე­ბა

პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არი­ად­ნამ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე შე­ა­ჩე­რა და 1955 წელს სა­კავ­ში­რო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა.

"მე­ო­რე კურ­სზე ვი­ყა­ვი, რომ სას­წავ­ლე­ბელ­ში ახა­ლი სტუ­დენ­ტე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. მათ შო­რის იყო არი­ად­ნა. მა­შინ ყვე­ლა­ნი არას ვე­ძახ­დით... ევ­რო­პუ­ლი პრო­ფი­ლი, ღირ­სე­უ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გა­მო­ხედ­ვა და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, სუფ­თა სახე ჰქონ­და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით არი­ად­ნა და ჩემი კურ­სი ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით...

ფილ­მებ­ში სა­თა­მა­შოდ მას ჯერ კი­დევ სტუ­დენტს იწ­ვევ­დნენ და ყო­ველ­თვის მთა­ვა­რი რო­ლე­ბი ჰქონ­და. არი­ად­ნა შემ­დგომ, რა­საც მთე­ლი თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე აკე­თებ­და, ის იყო, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თვის სი­ხა­რუ­ლი მოჰ­ქონ­და" - ჰყვე­ბა კი­ნო­რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე

არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ი­ამ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­აც იმ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­იც­ნო, სა­დაც სწავ­ლობ­და. "მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა ერთ დღეს, შეს­ვე­ნე­ბა­ზე დე­რე­ფან­ში გა­მო­ვე­დი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნა შე­მე­ჯა­ხა. არ ვი­ცო­დი, ვინ იყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ერთი ნახ­ვით შე­მიყ­ვარ­და... შემ­დეგ შე­უღ­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ... ზუს­ტად მე­ცხრე თვე­ზე და­ი­ბა­და ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შვი­ლი... არას კა­რი­ე­რა ლე­ნინ­გრად­ში და­ი­წყო. იქ გა­და­ი­ღეს "ევ­გე­ნი ონე­გი­ნი,“ - მან სა­კავ­ში­რო ფეს­ტი­ვალ­ზე ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის პრი­ზი აიღო. ეს მისი პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა იყო. მერე რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფილმში მი­იწ­ვი­ეს...

ელ­დარ და არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ი­ე­ბი

თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა მე და თა­მაზ მე­ლი­ა­ვამ "თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი" გა­და­ვი­ღეთ, რო­მელ­შიც არი­ად­ნა ვა­თა­მა­შეთ. მა­რი­ას როლი შე­ას­რუ­ლა. სუ­რათ­ში თა­მა­შობ­დნენ ასე­ვე - სპარ­ტაკ ბა­ღაშ­ვი­ლი, იმე­და კა­ხი­ა­ნი. "თეთრმა ქა­რა­ვან­მა" პრი­ზი რე­ჟი­სუ­რის­თვის ლე­ნინ­გრად­ში და­იმ­სა­ხუ­რა. გა­სა­გე­ბია, რომ გა­ი­მარ­ჯვეს მსა­ხი­ო­ბებ­მა. "თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი“ ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო "კან­ზეც" - იხ­სე­ნებს ელ­დარ შენ­გე­ლა­ია ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"შე­რე­კი­ლე­ბი" და მუ­შა­ო­ბა მე­უღ­ლეს­თან

"მერე დად­გა დროს „შე­რე­კი­ლე­ბი­სა“. მე­უღ­ლე იყო, აქ ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ მის­თვის რო­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია. გავ­სინ­ჯე რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და რა­ღაც არ მოგ­ვწონ­და. ჩვე­ნი სტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რი კაკო ძი­ძი­გუ­რი იყო და მი­თხრა, შენს ცოლს რა­ტომ არ იღე­ბო? მა­შინ მივ­ხვდი, რომ მარ­გა­ლი­ტა იყო არა შენ­გე­ლა­ია... გა­ვუ­კე­თეთ პა­რი­კი და იმ ფილმში არის მარ­თლაც სა­უ­ცხოო... არას­თან მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლი იყო, უპ­რობ­ლე­მოდ ვმუ­შა­ობ­დი.

არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­ღე­ბის დროს არა­ნა­ირ იდე­ას არ მო­გაწ­ვდი­ან, არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­ღე­ბი­სას ფიქ­რო­ბენ, თვი­თონ წვა­ლო­ბენ. არას­გან მუდ­მი­ვად მო­დი­ო­და წი­ნა­და­დე­ბა და ეს წი­ნა­და­დე­ბა წარ­მო­ად­გენ­და ფილ­მს... გარ­და ამი­სა, კე­თი­ლი, დამ­ხმა­რე, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ უნდა ვთქვა, რომ ნატო და კა­ტია მის­მა დე­დამ ანა პავ­ლოვ­ნამ გა­ზარ­და. ამის ბრა­ლი ისიც იყო, რომ ჩვენ მუდ­მი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. სულ გას­ტრო­ლე­ბი, გა­და­ღე­ბა გვქონ­და“ - ესეც რე­ჟი­სო­რის ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უს ფრაგ­მენ­ტია, რო­მელ­შიც კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს იხ­სე­ნებს ბა­ტო­ნი ელ­და­რი და რო­მელ­საც ქვე­მოთ გთა­ვა­ზობთ.

"ფილმში სი­დედ­რი გა­და­ვი­ღე"

"სხვა­თა შო­რის, ჩემს ფილმში "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა" ანა პავ­ლოვ­ნა გა­და­ვი­ღე. ბევ­რი თხოვ­ნის შემ­დეგ, მა­ინც და­ვი­თან­ხმე. ზო­გი­ერთ მსა­ხი­ობს სჭირ­დე­ბო­და ხან­გრძლი­ვი რე­პე­ტი­ცია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ დას­ჭირ­და რე­პე­ტი­ცია, დიდი მსა­ხი­ო­ბი­ვით შე­ას­რუ­ლა ეს როლი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. გა­მო­ვი­და, რომ სი­დედ­რი გა­და­ვი­ღე"... დიდი არ­ტის­ტის შე­ფა­სე­ბა „არა სა­ერ­თოდ კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი იყო, მაგ­რამ გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რში "ანა ფრან­კი“ ითა­მა­შა, ამის სა­ნა­ხა­ვად მთე­ლი თბი­ლი­სი მო­დი­ო­და... აკა­კი ხო­რა­ვამ, უდი­დეს­მა მსა­ხი­ობ­მა ასე­თი შე­ფა­სე­ბა მის­ცა - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ევ­ლი­ნა უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი, - ეს არას უდი­დე­სი გა­მარ­ჯვე­ბა იყო. ასე რომ, მრა­ვალპ­ლა­ნი­ა­ნი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ, - „ანა ფრან­კი“ დრა­მაა, „შე­რე­კი­ლე­ბი“ - კო­მე­დია, ყვე­ლა­ფერს თა­ნა­ბა­რი წარ­მა­ტე­ბით თა­მა­შობ­და. არამ იცხოვ­რა სავ­სე ცხოვ­რე­ბით, ისე, რო­გორც უნდა იცხოვ­როს ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც თა­ვის ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას შეს­წი­რა“.

"არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა" - ანა პავ­ლოვ­ნა

მსა­ხი­ო­ბი იმე­და კა­ხი­ანს პარტნი­ო­რო­ბა მო­უ­წია არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ი­ას­თან ფილმში "თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი".

AMBEBI.GE-ს ბა­ტონ­მა იმე­დამ, ამ თე­მა­ზე აი, რა უამ­ბო:

- მე გა­სულ წელს კან­ში ფეს­ტი­ვალ­ზე ვახ­ლდი ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას. მას მსოფ­ლიო კინო-კლა­სი­კო­სის წო­დე­ბა და სი­გე­ლი გა­დას­ცეს. ეს დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო. იქ „თეთ­რი ქა­რავ­ნის“ ჩვე­ნე­ბა მო­ე­წყო და სწო­რედ ამ ფილ­მის გამო გა­და­ე­ცა კლა­სი­კო­სის წო­დე­ბა. ეს ფილ­მი 1960 წელს თა­მაზ მე­ლი­ა­ვას­თან ერ­თად გა­და­ი­ღო. იქ მთა­ვარ როლ­ში მოვ­ხვდი, გელა ახ­ლო­უ­რი ჰქვია ჩემს პერ­სო­ნაჟს. სპარ­ტაკ ბა­ღაშ­ვი­ლი ჩემი მა­მის როლს თა­მა­შობ­და. მე­ცხვა­რე­ე­ბი ვი­ყა­ვით, მო­ხე­ვე­ე­ბი. ისე მოხ­და, რომ ამ ფილ­მს სამი წელი ვი­ღებ­დით, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ცხვარ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი - იმე­და კა­ხი­ან­თან ერ­თად

ცხვარს დას­დევ­და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი. ამ ფილმზე პარტნი­ო­რო­ბა არი­ად­ნას­თან მო­მი­წია. არი­ად­ნა ელ­და­რის ცოლი კი იყო, მაგ­რამ ელ­და­რი ისე­თი რე­ჟი­სო­რია, თუ თვი­თონ არ მოს­წონს მსა­ხი­ო­ბი, ვინც არ არ უნდა იყოს, ამას მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, არ გა­და­ი­ღებს. მოკ­ლედ, არი­ად­ნა­ში და­ი­ნა­ხა ის მარ­ცვა­ლი, რაც მას სჭირ­დე­ბო­და ფილ­მის­თვის. არი­ად­ნა კარ­გი ადა­მი­ა­ნია, კარ­გი მსა­ხი­ო­ბი... დიდი ხა­ნია, ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია, ჰყავს შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი. არის კარ­გი დედა და ბე­ბია...

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალომე
0

ცხოვრებაში ბევრად ლამაზი იყო, ვიდრე ეკრანზე

ნია
6

ფილმში "არ დაიდარდო" არიადნა შენგელაია გუბერნატორის ( დოდო აბაშიძე" ცოლს თამაშობს. ძალიან პატარა როლია, მაგრამ ისეთი ლამაზია და ისე თამაშობს, ვერ დაივიწყებ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ულამაზესი მსახიობი, რომელიც მუდმივად საჯაროობას გაურბის - როგორ გაიცნო რეჟისორი მეუღლე არიადნა შენგელაიამ: მსახიობის გზა მოსკოვიდან ქართულ კინომდე

ულამაზესი მსახიობი, რომელიც მუდმივად საჯაროობას გაურბის - როგორ გაიცნო რეჟისორი მეუღლე არიადნა შენგელაიამ: მსახიობის გზა მოსკოვიდან ქართულ კინომდე

2020 წლის 13 იანვარს, დაბადების დღეზე, კინოთეატრ "რუსთაველის" წინ, საქართველოს სახალხო არტისტს და კიდევ არაერთი წოდების, დამსახურების მქონე მსახიობს, არიადნა შენგელაიას თავისი სახელობის "ვარსკვლავი" გაუხსნეს. იმავე დღეს კი მისი შემოქმედებითი საღამო გრიბოედოვის თეატრში გაიმართა... შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მსახიობის ბოლოდროინდელი საჯარო და მასშტაბური გამოჩენა, რაზეც მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ მისი ვარსკვლავით შვილიშვილები და შვილთაშვილები იამაყებენ... როგორც ამბობენ, საჯაროობის მოყვარული არ არის, ინტერვიუზეც უარს ამბობს და არც რაიმე ტიპის თავშეყრის ადგილს სტუმრობს...

თუმცა უკვე 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. აქ დაბრუნების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მსახიობის ოსტატობას და მეტყველებას ასწავლიდა.

ოჯახი, მშობლები

არიადნა შენგელაია ანა ლუბიმოვასა და ვსევოლოდ შპრინკის ოჯახში დაიბადა. მამა წარმოშობით გერმანელი იყო, პროფესიით მთარგმნელი და ეკონომისტი, იცოდა შვიდი ენა... საბჭოთა ხელისუფლებამ მასში საფრთხე დაინახა, პრობლემები შეუქმნეს და 1937 წელს საცხოვრებლად მოსკოვიდან ტაშკენტში გადავიდა, სადაც არიადნა დაიბადა. იმავე წელს, ოჯახი მოსკოვში ისევ დაბრუნდა, თუმცა ვსევოლოდი გადაასახლეს, საიდანაც 1955 წელს რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდა.

დედასთნ ერთად

განათლება

პროფესიული არჩევანი არიადნამ მსახიობობაზე შეაჩერა და 1955 წელს საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩააბარა.

"მეორე კურსზე ვიყავი, რომ სასწავლებელში ახალი სტუდენტები გამოჩნდნენ. მათ შორის იყო არიადნა. მაშინ ყველანი არას ვეძახდით... ევროპული პროფილი, ღირსეული, თავდაჯერებული გამოხედვა და ძალიან ლამაზი, სუფთა სახე ჰქონდა... მოგვიანებით არიადნა და ჩემი კურსი ძალიან დავმეგობრდით...

ფილმებში სათამაშოდ მას ჯერ კიდევ სტუდენტს იწვევდნენ და ყოველთვის მთავარი როლები ჰქონდა. არიადნა შემდგომ, რასაც მთელი თავისი სიცოცხლე აკეთებდა, ის იყო, რომ მაყურებლისთვის სიხარული მოჰქონდა" - ჰყვება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომავალი მეუღლე

არიადნა შენგელაიამ მომავალი მეუღლე, ელდარ შენგელაიაც იმ სასწავლებელში გაიცნო, სადაც სწავლობდა. "მესამე კურსზე ვიყავი, როცა ერთ დღეს, შესვენებაზე დერეფანში გამოვედი და ძალიან ლამაზი გოგონა შემეჯახა. არ ვიცოდი, ვინ იყო. როგორც ამბობენ, ერთი ნახვით შემიყვარდა... შემდეგ შეუღლება გადავწყვიტეთ... ზუსტად მეცხრე თვეზე დაიბადა ჩვენი პირველი შვილი... არას კარიერა ლენინგრადში დაიწყო. იქ გადაიღეს "ევგენი ონეგინი,“ - მან საკავშირო ფესტივალზე ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის პრიზი აიღო. ეს მისი პირველი გამარჯვება იყო. მერე რამდენიმე საინტერესო ფილმში მიიწვიეს...

ელდარ და არიადნა შენგელაიები

თბილისში დაბრუნებულებმა მე და თამაზ მელიავამ "თეთრი ქარავანი" გადავიღეთ, რომელშიც არიადნა ვათამაშეთ. მარიას როლი შეასრულა. სურათში თამაშობდნენ ასევე - სპარტაკ ბაღაშვილი, იმედა კახიანი. "თეთრმა ქარავანმა" პრიზი რეჟისურისთვის ლენინგრადში დაიმსახურა. გასაგებია, რომ გაიმარჯვეს მსახიობებმა. "თეთრი ქარავანი“ ნაჩვენები იყო "კანზეც" - იხსენებს ელდარ შენგელაია ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

"შერეკილები" და მუშაობა მეუღლესთან

"მერე დადგა დროს „შერეკილებისა“. მეუღლე იყო, აქ ცხოვრობდა, მაგრამ მისთვის როლის შეთავაზებაზე არ მიფიქრია. გავსინჯე რამდენიმე ცნობილი მსახიობი და რაღაც არ მოგვწონდა. ჩვენი სტუდიის დირექტორი კაკო ძიძიგური იყო და მითხრა, შენს ცოლს რატომ არ იღებო? მაშინ მივხვდი, რომ მარგალიტა იყო არა შენგელაია... გავუკეთეთ პარიკი და იმ ფილმში არის მართლაც საუცხოო... არასთან მუშაობა ადვილი იყო, უპრობლემოდ ვმუშაობდი.

არიან მსახიობები, რომლებიც გადაღების დროს არანაირ იდეას არ მოგაწვდიან, არიან მსახიობები, რომლებიც გადაღებისას ფიქრობენ, თვითონ წვალობენ. არასგან მუდმივად მოდიოდა წინადადება და ეს წინადადება წარმოადგენდა ფილმს... გარდა ამისა, კეთილი, დამხმარე, მოსიყვარულე ადამიანია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ნატო და კატია მისმა დედამ ანა პავლოვნამ გაზარდა. ამის ბრალი ისიც იყო, რომ ჩვენ მუდმივად დაკავებულები ვიყავით. სულ გასტროლები, გადაღება გვქონდა“ - ესეც რეჟისორის ერთ-ერთი ინტერვიუს ფრაგმენტია, რომელშიც კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს იხსენებს ბატონი ელდარი და რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

"ფილმში სიდედრი გადავიღე"

"სხვათა შორის, ჩემს ფილმში "არაჩვეულებრივი გამოფენა" ანა პავლოვნა გადავიღე. ბევრი თხოვნის შემდეგ, მაინც დავითანხმე. ზოგიერთ მსახიობს სჭირდებოდა ხანგრძლივი რეპეტიცია, აბსოლუტურად არ დასჭირდა რეპეტიცია, დიდი მსახიობივით შეასრულა ეს როლი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. გამოვიდა, რომ სიდედრი გადავიღე"... დიდი არტისტის შეფასება „არა საერთოდ კინომსახიობი იყო, მაგრამ გრიბოედოვის თეატრში "ანა ფრანკი“ ითამაშა, ამის სანახავად მთელი თბილისი მოდიოდა... აკაკი ხორავამ, უდიდესმა მსახიობმა ასეთი შეფასება მისცა - საქართველოს მოევლინა უნიჭიერესი ადამიანი, - ეს არას უდიდესი გამარჯვება იყო. ასე რომ, მრავალპლანიანი მსახიობი გახლდათ, - „ანა ფრანკი“ დრამაა, „შერეკილები“ - კომედია, ყველაფერს თანაბარი წარმატებით თამაშობდა. არამ იცხოვრა სავსე ცხოვრებით, ისე, როგორც უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომელმაც თავის ცხოვრება ხელოვნებას შესწირა“.

"არაჩვეულებრივი გამოფენა" - ანა პავლოვნა

მსახიობი იმედა კახიანს პარტნიორობა მოუწია არიადნა შენგელაიასთან ფილმში "თეთრი ქარავანი".

AMBEBI.GE-ს ბატონმა იმედამ, ამ თემაზე აი, რა უამბო:

- მე გასულ წელს კანში ფესტივალზე ვახლდი ელდარ შენგელაიას. მას მსოფლიო კინო-კლასიკოსის წოდება და სიგელი გადასცეს. ეს დიდი სიხარული იყო. იქ „თეთრი ქარავნის“ ჩვენება მოეწყო და სწორედ ამ ფილმის გამო გადაეცა კლასიკოსის წოდება. ეს ფილმი 1960 წელს თამაზ მელიავასთან ერთად გადაიღო. იქ მთავარ როლში მოვხვდი, გელა ახლოური ჰქვია ჩემს პერსონაჟს. სპარტაკ ბაღაშვილი ჩემი მამის როლს თამაშობდა. მეცხვარეები ვიყავით, მოხევეები. ისე მოხდა, რომ ამ ფილმს სამი წელი ვიღებდით, რადგან ყველაფერი ცხვართან იყო დაკავშირებული.

თეთრი ქარავანი - იმედა კახიანთან ერთად

ცხვარს დასდევდა გადამღები ჯგუფი. ამ ფილმზე პარტნიორობა არიადნასთან მომიწია. არიადნა ელდარის ცოლი კი იყო, მაგრამ ელდარი ისეთი რეჟისორია, თუ თვითონ არ მოსწონს მსახიობი, ვინც არ არ უნდა იყოს, ამას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, არ გადაიღებს. მოკლედ, არიადნაში დაინახა ის მარცვალი, რაც მას სჭირდებოდა ფილმისთვის. არიადნა კარგი ადამიანია, კარგი მსახიობი... დიდი ხანია, ის უკვე საქართველოშია, ჰყავს შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. არის კარგი დედა და ბებია...