პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრინველის გრიპის აფეთქება მსხვილფეხა პირუტყვში - უსაფრთხოა თუ არა რძის დალევა: ამერიკელი მკვლევარების მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
ფრინველის გრიპის აფეთქება მსხვილფეხა პირუტყვში - უსაფრთხოა თუ არა რძის დალევა: ამერიკელი მკვლევარების მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ტე­ხა­სი­სა და კან­ზა­სის შტატ­ში მდე­ბა­რე ოთხ რძის ფერ­მა­ში ძრო­ხებს მა­ღა­ლი პა­თო­გე­ნუ­რი ფრინ­ვე­ლის გრი­პის ტეს­ტი და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა. შემ­თხვე­ვე­ბი და­დას­ტურ­და ნიუ-მექ­სი­კოს შტატ­შიც, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს რძის ფერ­მე­ბი­სა და ძრო­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ჯერ არ გა­ნუ­ცხა­დე­ბი­ათ.

რო­გორც ჩანს, მეც­ნი­ე­რებ­მა, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ეპი­დე­მი­ის გა­მო­საკ­ვლე­ვად, აღ­მო­ა­ჩი­ნეს გრი­პის ვირუ­სის კვა­ლი ძრო­ხის რძის რამ­დე­ნი­მე ნი­მუშ­ში, სა­ნამ ის პას­ტე­რიზ­დე­ბო­და.

  • ვე­ტე­რი­ნა­რი და მკვლე­ვა­რი ილი­ო­ნო­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჯიმ ლოუ The New York Times-თან აცხა­დებს, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რად და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რძე სქე­ლი მა­საა და სიროფს ჰგავს.

იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ეს პრო­დუქ­ტი მა­ღა­ზი­ის თა­რო­ებ­ზე მოხ­ვდე­ბა, პას­ტე­რი­ზა­ცია მას ვირუ­სე­ბის­გან და­ი­ცავს. 1990-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მოთ­ქვეს ჰი­პო­თე­ზა, რომ ფრინ­ვე­ლის გრი­პი შე­საძ­ლოა, პი­რუ­ტყვს გა­და­ე­ცეს ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ან სხვა ცხო­ვე­ლე­ბის­გან, მაგ­რამ ამის აშ­კა­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და.

1999 წელს კი კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ძრო­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც რძეს შემ­ცი­რე­ბუ­ლად იწ­ვე­ლე­ბოდ­ნენ, ინ­ფექ­ცი­ის ნიშ­ნებს აჩ­ვე­ნებ­დნენ.თუმ­ცა, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც აშშ-ის რძის ფერ­მებ­ში და­ფიქ­სირ­და, ის­ტო­რი­უ­ლად უნი­კა­ლუ­რია. ჯერ­ჯე­რო­ბით, მან გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და­ახ­ლო­ე­ბით ოთხ რძის ფერ­მა­ზე და თი­თო­ე­უ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ნა­ხი­რის მხო­ლოდ 10%-ზე.

ზო­გი­ერ­თმა ფერ­მერ­მა შე­ნიშ­ნა გარ­დაც­ვლი­ლი გა­რე­უ­ლი ფრინ­ვე­ლი მათ სა­კუთ­რე­ბა­შიც, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ წყა­რო გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბი­დან მო­ვი­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ დრომ­დე არ­ცერ­თი ძრო­ხა არ მომ­კვდა­რა ვირუ­სით, მაგ­რამ ინ­ფექ­ცია იწ­ვევს რძის წარ­მო­ე­ბის მკვეთრ ვარ­დნას, ზოგ­ჯერ 40%-მდე, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ ერთი კვი­რი­დან 10 დღემ­დე გრძელ­დე­ბა...წყა­რო

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ფრინველის გრიპის აფეთქება მსხვილფეხა პირუტყვში - უსაფრთხოა თუ არა რძის დალევა: ამერიკელი მკვლევარების მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ფრინველის გრიპის აფეთქება მსხვილფეხა პირუტყვში - უსაფრთხოა თუ არა რძის დალევა: ამერიკელი მკვლევარების მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, ტეხასისა და კანზასის შტატში მდებარე ოთხ რძის ფერმაში ძროხებს მაღალი პათოგენური ფრინველის გრიპის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. შემთხვევები დადასტურდა ნიუ-მექსიკოს შტატშიც, თუმცა ოფიციალურ პირებს რძის ფერმებისა და ძროხების რაოდენობის შესახებ ჯერ არ განუცხადებიათ.

როგორც ჩანს, მეცნიერებმა, რომლებიც მუშაობენ ეპიდემიის გამოსაკვლევად, აღმოაჩინეს გრიპის ვირუსის კვალი ძროხის რძის რამდენიმე ნიმუშში, სანამ ის პასტერიზდებოდა.

  • ვეტერინარი და მკვლევარი ილიონოისის უნივერსიტეტში, ჯიმ ლოუ The New York Times-თან აცხადებს, რომ ვიზუალურად დაინფიცირებული რძე სქელი მასაა და სიროფს ჰგავს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პროდუქტი მაღაზიის თაროებზე მოხვდება, პასტერიზაცია მას ვირუსებისგან დაიცავს. 1990-იანი წლების ბოლოდან მეცნიერებმა გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომ ფრინველის გრიპი შესაძლოა, პირუტყვს გადაეცეს ადამიანებისგან ან სხვა ცხოველებისგან, მაგრამ ამის აშკარა მტკიცებულება არ არსებობდა.

1999 წელს კი კვლევამ აჩვენა მტკიცებულება, რომ ძროხები, რომლებიც რძეს შემცირებულად იწველებოდნენ, ინფექციის ნიშნებს აჩვენებდნენ.თუმცა, ბოლოდროინდელი შემთხვევა, რომელიც აშშ-ის რძის ფერმებში დაფიქსირდა, ისტორიულად უნიკალურია. ჯერჯერობით, მან გავლენა მოახდინა დაახლოებით ოთხ რძის ფერმაზე და თითოეული დაზარალებული ნახირის მხოლოდ 10%-ზე.

ზოგიერთმა ფერმერმა შენიშნა გარდაცვლილი გარეული ფრინველი მათ საკუთრებაშიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წყარო გადამფრენი ფრინველებიდან მოვიდა. საბედნიეროდ, ამ დრომდე არცერთი ძროხა არ მომკვდარა ვირუსით, მაგრამ ინფექცია იწვევს რძის წარმოების მკვეთრ ვარდნას, ზოგჯერ 40%-მდე, რაც ჩვეულებრივ ერთი კვირიდან 10 დღემდე გრძელდება...წყარო

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი