მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასაკის მატება სირცხვილი არ არის!" - 56 წლის ჯულია რობერტსის 10 ცხოვრებისეული პრინციპი
"ასაკის მატება სირცხვილი არ არის!" - 56 წლის ჯულია რობერტსის 10 ცხოვრებისეული პრინციპი

ჯუ­ლია რო­ბერტსმა უამ­რა­ვი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი როლი შექ­მნა და მა­ყუ­რე­ბელს თავი გან­სა­კუთ­რე­ბით შე­აყ­ვა­რა. მსა­ხი­ო­ბი 56 წლი­საა, დღემ­დე მთა­ვარ რო­ლებს სთა­ვა­ზო­ბენ და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მე­ბი ყო­ველ­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დია. ჯუ­ლი­ამ ყვე­ლას და­უმ­ტკი­ცა, რომ წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ასა­კი დაბ­რკო­ლე­ბა არ არის. მა­შინ, როცა ყვე­ლა ჰო­ლი­ვუდ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე სა­უბ­რობს და არა­ერ­თმა მსა­ხი­ობ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 40 წლის ასა­კის შემ­დეგ მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ბევ­რმა რე­ჟი­სორ­მა უარი თქვა, რო­ბერტსი ერ­თგვა­რად ამ სტე­რე­ო­ტი­პებ­საც ამ­სხვრევს. ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ბუ­ნებ­რივ ფო­ტო­ებს და ის ისე­თი­ვე კაშ­კა­შა და გა­მორ­ჩე­უ­ლია, რო­გორც ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და წი­თელ ხა­ლი­ჩებ­ზე. დღეს გა­გი­ზი­ა­რებთ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან მიდ­გო­მას, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, სწო­რედ ჯუ­ლი­ას ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­დან შთა­გო­ნე­ბად ვაქ­ცი­ოთ:

  • "ასა­კის მა­ტე­ბა სირ­ცხვი­ლი არ არის!"

რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბი 50 წლის გახ­და, თქვა: "არ მეს­მის, რა­ტომ უნდა ვი­ფიქ­რო, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი ვარ."

ჯუ­ლი­ამ პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ი­სა და სხვა­დას­ხვა გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი თქვა და გა­ნა­ცხა­და, რომ ბუ­ნებ­რი­ვად და მოხ­დე­ნი­ლად და­ბე­რე­ბა სურს:

"მინ­და, რომ ჩემ­მა შვი­ლებ­მა იცოდ­ნენ, რო­დის ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, რო­დის ვარ ბედ­ნი­ე­რი და რო­დის - ნა­წყე­ნი. ჩვე­ნი სახე ის­ტო­რი­ას ინა­ხავს", - თქვა ჯუ­ლი­ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც ჰკი­თხეს, თუ რა­ტომ არ მი­მარ­თავს სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რას.

  • შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც კი შე­საძ­ლოა, სა­კუ­თარ ძა­ლად გა­და­აქ­ციო

ჯუ­ლი­ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის, რო­გორ და­იც­ვას თავი, რო­დე­საც მას შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს უწე­რენ. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ მომ­ხმა­რე­ბელს რო­ბერტსის ფრჩხი­ლის ლაქი არ მო­ე­წო­ნა და თქვა, რომ შავი ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის გა­კე­თე­ბულს ჰგავ­და. მსგავს კო­მენ­ტა­რებს ჯუ­ლია ყო­ველ­თვის იუ­მო­რით პა­სუ­ხობს და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ამ­ხი­ა­რუ­ლებს. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში კი და­წე­რა, რომ ფრჩხი­ლის ლაქი შავი კი არა, ლურ­ჯი იყო, კრის­ტა­ლე­ბით. "თქვენ, ალ­ბათ, გინ­დო­დათ, და­გე­წე­რათ, რომ "სა­უ­ცხოო ფრჩხი­ლის ლა­ქია." - იხუმ­რა ჯუ­ლი­ამ

  • უნდა ჩა­იც­ვა ის, რაც მოგ­წონს და არა მა­ინ­ცდა­მა­ინც ის, რა­საც მოდა გკარ­ნა­ხობს

გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

ყველა ფილმი ჯულიას მონაწილეობით-ტოპ საუკეთესოა.

მ.ბეთანელი
3

ვგიჟდები ამ ქალზე, მუდამ პოზიტიური ღიმილიანი სახით❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ასაკის მატება სირცხვილი არ არის!" - 56 წლის ჯულია რობერტსის 10 ცხოვრებისეული პრინციპი

"ასაკის მატება სირცხვილი არ არის!" - 56 წლის ჯულია რობერტსის 10 ცხოვრებისეული პრინციპი

ჯულია რობერტსმა უამრავი დასამახსოვრებელი როლი შექმნა და მაყურებელს თავი განსაკუთრებით შეაყვარა. მსახიობი 56 წლისაა, დღემდე მთავარ როლებს სთავაზობენ და მისი მონაწილეობით ფილმები ყოველთვის პოპულარული და მოთხოვნადია. ჯულიამ ყველას დაუმტკიცა, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ასაკი დაბრკოლება არ არის. მაშინ, როცა ყველა ჰოლივუდში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე საუბრობს და არაერთმა მსახიობმა აღნიშნა, რომ 40 წლის ასაკის შემდეგ მათთან თანამშრომლობაზე ბევრმა რეჟისორმა უარი თქვა, რობერტსი ერთგვარად ამ სტერეოტიპებსაც ამსხვრევს. ხშირად აქვეყნებს ბუნებრივ ფოტოებს და ის ისეთივე კაშკაშა და გამორჩეულია, როგორც ოფიციალურ ღონისძიებებსა და წითელ ხალიჩებზე. დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან მიდგომას, რომლებიც შესაძლოა, სწორედ ჯულიას ცხოვრების სტილიდან შთაგონებად ვაქციოთ:

  • "ასაკის მატება სირცხვილი არ არის!"

როდესაც მსახიობი 50 წლის გახდა, თქვა: "არ მესმის, რატომ უნდა ვიფიქრო, რომ ეს საშინელებაა. პირიქით, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ."

ჯულიამ პლასტიკურ ქირურგიისა და სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი პროცედურის ჩატარებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ბუნებრივად და მოხდენილად დაბერება სურს:

"მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ, როდის ვარ გაბრაზებული, როდის ვარ ბედნიერი და როდის - ნაწყენი. ჩვენი სახე ისტორიას ინახავს", - თქვა ჯულიამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ არ მიმართავს სხვადასხვა პროცედურას.

  • შეურაცხმყოფელი კომენტარებიც კი შესაძლოა, საკუთარ ძალად გადააქციო

ჯულიამ შესანიშნავად იცის, როგორ დაიცვას თავი, როდესაც მას შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერენ. მაგალითად, ერთ-ერთ მომხმარებელს რობერტსის ფრჩხილის ლაქი არ მოეწონა და თქვა, რომ შავი ცუდი გადაწყვეტილება იყო და არაპროფესიონალის გაკეთებულს ჰგავდა. მსგავს კომენტარებს ჯულია ყოველთვის იუმორით პასუხობს და თაყვანისმცემლებს ამხიარულებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი დაწერა, რომ ფრჩხილის ლაქი შავი კი არა, ლურჯი იყო, კრისტალებით. "თქვენ, ალბათ, გინდოდათ, დაგეწერათ, რომ "საუცხოო ფრჩხილის ლაქია." - იხუმრა ჯულიამ

  • უნდა ჩაიცვა ის, რაც მოგწონს და არა მაინცდამაინც ის, რასაც მოდა გკარნახობს

გააგრძელეთ კითხვა