მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგრესორი რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა უკრაინაზე - პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა; რუმინეთში დრონის ნამსხვრევები იპოვეს
აგრესორი რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა უკრაინაზე - პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა; რუმინეთში დრონის ნამსხვრევები იპოვეს

29 მარ­ტის ღა­მით რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა, რა­კე­ტე­ბი­სა და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კულ ობი­ექ­ტებ­ზე ახა­ლი შე­ტე­ვა და­ი­წყეს. უკ­რა­ი­ნის და­სავ­ლეთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­ბომბვის გამო, მე­ზო­ბე­ლი პო­ლო­ნე­თის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი­დან აფ­რინ­დნენ.

უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით 99 სხვა­დას­ხვა ტი­პის რა­კე­ტა და დრო­ნი იყო გას­რო­ლი­ლი. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­მო­აგ­დეს 58 დრო­ნი და 26 რა­კე­ტა. სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ დარ­ტყმის დროს რუ­სე­თის არ­მი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა სხვა­დას­ხვა ტი­პის რა­კე­ტე­ბი.

  • უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, შე­ტე­ვის შე­დე­გად და­ზი­ან­და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის, ჩერ­კა­სის, კი­რო­ვოგ­რა­დი­სა და ივა­ნო-ფრან­კოვ­სკის რე­გი­ო­ნებ­ში. მა­თი­ვე თქმით, თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე იყო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­ე­ბის ობი­ექ­ტე­ბი.

ენერ­გო­კომ­პა­ნია "უკ­რე­ნერ­გო“ აცხა­დებს, რომ ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში და­ზი­ან­და თბო და ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი .

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ პა­რას­კევს ღა­მით თავ­დას­ხმე­ბის სა­მიზ­ნე­ში აღ­მოჩ­ნდნენ კა­ნე­ვი­სა და დნესტრის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი.

მისი თქმით, ამ ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­ბომბვა საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის­თვის, არა­მედ მოლ­დო­ვის­თვი­საც.

"ტე­რო­რისტ ქვე­ყა­ნას ხერ­სო­ნის ოლ­ქში მომ­ხდა­რი ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის გა­მე­ო­რე­ბა სურს (იგუ­ლის­ხმე­ბა კა­ხოვ­კის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის კაშხლის გა­ნად­გუ­რე­ბა, რა­შიც კი­ე­ვი რუ­სეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს - რედ.). მაგ­რამ ახლა საფრ­თხის ქვეშ არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა, არა­მედ მოლ­დო­ვა­ცაა. წყა­ლი სა­სა­ზღვრო ბო­ძე­ბის წინ არ გა­ჩერ­დე­ბა, ისე­ვე რო­გორც არ გა­ჩერ­დე­ბა რუ­სუ­ლი ომი, თუ ერ­თად და დრო­უ­ლად არ გა­ვა­ჩე­რებთ მას უკ­რა­ი­ნა­ში“, - წერს ზე­ლენ­სკი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

პრე­ზი­დენტს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ამ ორმა ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ­მა.

დნესტრის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი მდე­ბა­რე­ობს უკ­რა­ი­ნის ჩერ­ნივ­ცის რა­ი­ონ­ში, მოლ­დო­ვას სა­ზღვარ­თან.

  • თავ­დას­ხმა ლვო­ვის რე­გი­ონ­ზე

რუ­სეთ­მა კვლავ და­არ­ტყა ლვო­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ სტრი­ის ტე­რი­ტო­რი­ას, სა­დაც გა­ზის დიდი სა­ცა­ვია გან­თავ­სე­ბუ­ლი. შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ რე­გი­ო­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაქ­სიმ კო­ზიც­კიმ გა­ნა­ცხა­და, რომ "მტრის ია­რა­ღის ნამ­სხვრე­ვებ­მა და­ა­ზი­ა­ნა კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტი“.

უკ­რა­ი­ნა­ზე მა­სი­უ­რი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის გამო, პო­ლო­ნეთ­მა ღა­მით თა­ვი­სი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი ააფ­რი­ნა; ფრე­ნებ­ში ნა­ტოს სხვა ქვეყ­ნე­ბის თვითმფრი­ნა­ვე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

"გა­ტა­რე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რა პო­ლო­ნე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად", - ნათ­ქვა­მია პო­ლო­ნე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი სარ­დლო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­ნამ­დე პო­ლო­ნე­თის სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ 24 მარტს, უკ­რა­ი­ნა­ზე მა­სი­უ­რი დარ­ტყმის დროს, რუ­სუ­ლი რა­კე­ტა პო­ლო­ნე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში 39 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვი­და.

  • დრო­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბი რუ­მი­ნეთ­ში

ნატო-ს წევ­რი რუ­მი­ნე­თი აცხა­დებს, რომ მდი­ნა­რე დუ­ნა­ის მახ­ლობ­ლად, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ფერ­მა­ში დრო­ნის ფრაგ­მენ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ფრაგ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს სა­ჰა­ე­რო მო­წყო­ბი­ლო­ბის (დრო­ნი­საა), იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქნა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წა­ზე Insula Mare a Brailei-ში“, - ნათ­ქვა­მია რუ­მი­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის სის­ტე­მის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სტრუქ­ტუ­რებ­თან ერ­თად მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს.

ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ დრონ­მა რუ­მი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 23 კი­ლო­მეტ­რი იფ­რი­ნა და მას­ზე და­ტა­ნი­ლი წარ­წე­რე­ბი რუ­სულ მარ­კი­რე­ბას ჰგავს, რო­მელ­საც „შა­ჰი­დის“ ტი­პის დრო­ნებ­ზე აკე­თე­ბენ.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მისი ჩა­მო­ვარ­დნის დროს ხმა­მა­ღა­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა. წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს რუ­სუ­ლი დრო­ნი იყო, რომ­ლის სა­მიზ­ნე­საც დუ­ნა­ი­ზე მდე­ბა­რე უკ­რა­ი­ნუ­ლი პორ­ტე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ, თუმ­ცა მას GPS ნა­ვი­გა­ცი­ის სის­ტე­მამ უმტყუ­ნა

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

დიდხანს გაგრძელდება ეს ომი რადგან:თურქეთს , ჩინეთს ირანს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას მაგრად აწყობს მანდ რაც ხდება, თავიანთ პროდუქციას ასაღებენ , ჩინეთმა თურქეთმა ირანმა გაავსეს რუსეთის უდიდესი ბაზარი თავიანთი პროდუქციით და კოლოსალურ მოგებებს ნახულობენ. :(

tngh
0

ეს ომი ძალიან დიდ ხანს არ დამთავრდება... მონათესავე სლავები ბოლომდე იომებენ ერთმანეთის წინააღმდეგ. იარაღს არ მოაკლებენ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აგრესორი რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა უკრაინაზე - პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა; რუმინეთში დრონის ნამსხვრევები იპოვეს

აგრესორი რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა უკრაინაზე - პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა; რუმინეთში დრონის ნამსხვრევები იპოვეს

29 მარტის ღამით რუსმა სამხედროებმა, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალი შეტევა დაიწყეს. უკრაინის დასავლეთ ტერიტორიების დაბომბვის გამო, მეზობელი პოლონეთის სამხედრო თვითმფრინავები სამხედრო ბაზებიდან აფრინდნენ.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის მიმართულებით 99 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დრონი იყო გასროლილი. მათი ინფორმაციით, ჩამოაგდეს 58 დრონი და 26 რაკეტა. საჰაერო ძალების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმის დროს რუსეთის არმიამ გამოიყენა სხვადასხვა ტიპის რაკეტები.

  • უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, შეტევის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადისა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში. მათივე თქმით, თავდასხმის სამიზნე იყო ელექტროენერგიის წარმოების ობიექტები.

ენერგოკომპანია "უკრენერგო“ აცხადებს, რომ ქვეყნის სხვადასხვა რაიონში დაზიანდა თბო და ჰიდროელექტროსადგურები .

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარასკევს ღამით თავდასხმების სამიზნეში აღმოჩნდნენ კანევისა და დნესტრის ჰიდროელექტროსადგურები.

მისი თქმით, ამ ჰიდროელექტროსადგურების მიზანმიმართული დაბომბვა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მოლდოვისთვისაც.

"ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს (იგულისხმება კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება, რაშიც კიევი რუსეთს ადანაშაულებს - რედ.). მაგრამ ახლა საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა. წყალი სასაზღვრო ბოძების წინ არ გაჩერდება, ისევე როგორც არ გაჩერდება რუსული ომი, თუ ერთად და დროულად არ გავაჩერებთ მას უკრაინაში“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა სახის დაზიანება მიიღო ამ ორმა ჰიდროელექტროსადგურმა.

დნესტრის ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს უკრაინის ჩერნივცის რაიონში, მოლდოვას საზღვართან.

  • თავდასხმა ლვოვის რეგიონზე

რუსეთმა კვლავ დაარტყა ლვოვის ოლქის ქალაქ სტრიის ტერიტორიას, სადაც გაზის დიდი საცავია განთავსებული. შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ "მტრის იარაღის ნამსხვრევებმა დააზიანა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი“.

უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის გამო, პოლონეთმა ღამით თავისი სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა; ფრენებში ნატოს სხვა ქვეყნების თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ.

"გატარებულია ყველა საჭირო პროცედურა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

მანამდე პოლონეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ 24 მარტს, უკრაინაზე მასიური დარტყმის დროს, რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში შევიდა.

  • დრონის ნამსხვრევები რუმინეთში

ნატო-ს წევრი რუმინეთი აცხადებს, რომ მდინარე დუნაის მახლობლად, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ფერმაში დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

ფრაგმენტები, რომლებიც თითქოს საჰაერო მოწყობილობის (დრონისაა), იდენტიფიცირებული იქნა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე Insula Mare a Brailei-ში“, - ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული თავდაცვის სისტემის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების სპეციალიზებულ სტრუქტურებთან ერთად მომხდარის გამოძიებას აწარმოებს.

ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ დრონმა რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა და მასზე დატანილი წარწერები რუსულ მარკირებას ჰგავს, რომელსაც „შაჰიდის“ ტიპის დრონებზე აკეთებენ.

თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ მისი ჩამოვარდნის დროს ხმამაღალი აფეთქების ხმა გაისმა. წყაროების ინფორმაციით, ეს რუსული დრონი იყო, რომლის სამიზნესაც დუნაიზე მდებარე უკრაინული პორტები წარმოადგენდნენ, თუმცა მას GPS ნავიგაციის სისტემამ უმტყუნა