ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი შაქარო კალაშოვი, იგივე "შაქრო მალადოი" თავისუფალია.
რუსეთში კალაშოვი გამოძალვის ბრალდებით იყო დაპატიმრებული და სასჯელს კრასნოდარის მხარეში, უსტ-ლაბინსკის რაიონის სოფელ დვუბრატსკის კოლონიაში იხდიდა. მისი გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია "ტელეგრამარხმა" Shot - მა გაავრცელა. მალევე ეს დაადასტურეს სამართალდამცავმა უწყებებმაც.
"ტელეგრამში" გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში წერია, რომ 71 წლის კალაშოვი კოლონიიდან Gazelle-ის მარკის სატვირთო მანქანით გამოიყვანეს. რომელსაც საიდენტიფიკაციო ნომრები არ ჰქონდა. Shot-ის თანახმად, ეს მანქანა ეკუთვნის კოლონიას. მისივე ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდს კოლონიასთან რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა შავი Haval-ის კროსოვერი, რომელმაც სატვირთოსთან ერთად დატოვა ტერიტორია, ორივე მანქანა კრასნოდარის მხარეს წავიდა.
ამ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 13 მარტს, კრასნოდარის მხარის უსტ-ლაბინსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე კალაშოვის მოთხოვნა.
თბილისელი კანონიერი ქურდი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია. მას შემდეგ, რაც 2013 წელს კრიმინალური ავტორიტეტი ძედ ხასანი (ასლან უსოიანი) მოკლეს, მას "რუსეთში N1 კანონიერი ქურდს უწოდებენ".
მაგ სამყაროში გათავისუფლებას ვინც ითხოვს ციხიდან ოფიაციალურად ის ავტორიტეტი აღარ არის.
მაგ სამყაროში გათავისუფლებას ვინც ითხოვს ციხიდან ოფიაციალურად ის ავტორიტეტი აღარ არის.