საბერძნეთის დამარცხებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გერმანულ კლუბ "კარლსრუეს" დაუბრუნდა. მას თანაგუნდელებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, გთავაზობთ ვიდეოს.
შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძემ ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.
მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც სტარტს 14 ივნისს აიღებს, გერმანიაში გაიმართება.
ბუდუმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქომაგები, რომლებიც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვიან, საკუთარ სახლში პირადად მიიღებს.
"ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით, ჩემთან, სახლში გეპატიჟებით", - განაცხადა ზივზივაძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. წყარო: sportall.ge
ვიდეო: Karlsruher SC
იხილეთ ასევე:
ხომ არ ამცირებთ ფეხბურთელ ზივზივაძეს, რაღაც სისულელეებს რომ მიაწერთ! დაანებეთ თავი. ეს .ლგბტ თქვენთვის არის პრობლემა და როგორც კი აღიარებს ბატონი ბუდუ რომ თქვენსავეთ ფიქრობს ნახვამდის ფეხბურთოო! ასე ეტყვიან და შეეშვით იმდენს იზამთ არა რუსულ რეჟიმსო იმასაც ვერ ამბობს რაო ამხელა ფეხბურთლს ვისი ბულინგის ეშინია ჯენზი-ს თუ!??? სულ სხვისი!.. და თუ არ ეშინია!? აბა რუსეთი უნდა მაშინ რუსულ გუნდში ითამაშოს.
რა ბედნიერებაა სპორტი, არავინ გეძახის რუსს.