ავტორი:

ცოლ-ქმარმა 17-წლიანი ქორწინების შედეგ აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში ნათესავები არიან - "არ დავუშვებ, რომ ამ ფაქტმა ჩვენი ბედნიერება შეცვალოს"

ცოლ-ქმარმა 17-წლიანი ქორწინების შედეგ აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში ნათესავები არიან - "არ დავუშვებ, რომ ამ ფაქტმა ჩვენი ბედნიერება შეცვალოს"

სელინა და ჯოზეფ კინონები 17 წელია დაქორწინებულები არიან. ისინი კოლოდაროს შტატში ცხოვრობენ, ამერიკაში. ცოტა ხნის წინ, წყვილმა მათი გენეალოგიური ხის შესწავლა გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ ნათესავები არიან.

"2006 წელს ცოლად გავყევი ჩემს ქმარს. სამი შვილი გვყავს. ახლახან გავიგე, რომ ნათესავები ვართ" - წერდა სელინა სოციალურ ქსელში. მან ამ ამბავთან დაკავშირებით წიგნიც გამოსცა, რომელშიც წყვილებს მოუწოდებს, აუცილებლად შეამოწმონ მათი გენეალოგიური ხე.

ამ ისტორიას სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა - ბევრი აკრიტიკებდა იმ ფაქტს, რომ წყვილმა ურთიერთობა მაინც გააგრძელა. სელინას თქმით, ეს ამბავი მისთვის "დამანგრეველი" აღმოჩნდა, მაგრამ ამბობს, რომ მათი სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

"ჩემი ქმარი და შვილები ჩემთვის ყველაფერია. ქორწინებამდე 4 თვე შეყვარებულები ვიყავით. დნმ-ის გაკეთების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ნათესავები ვართ. არ დავუშვებ, რომ ამ ფაქტმა ჩვენი ბედნიერება შეცვალოს" - ამბობს სელინა.

წყარო: dailymail