პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქრთამის სანაცვლოდ პაციენტები არა უახლოეს დაწესებულებაში, არამედ კონკრეტულ კლინიკაში გადაჰყავდათ" - დააკავეს სასწრაფო დახმარებისა და "ვიანის" ყოფილი თანამშრომლები
"ქრთამის სანაცვლოდ პაციენტები არა უახლოეს დაწესებულებაში, არამედ კონკრეტულ კლინიკაში გადაჰყავდათ" - დააკავეს სასწრაფო დახმარებისა და "ვიანის" ყოფილი თანამშრომლები

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს ქრთა­მის სა­ნაც­ვლოდ პა­ცი­ენ­ტე­ბი არა უახ­ლო­ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, არა­მედ კონ­კრე­ტულ კლი­ნი­კა­ში გა­დაჰ­ყავ­დათ. და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

  • ფაქ­ტზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ცვლის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და ამა­ვე ცენ­ტრის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ორი ყო­ფი­ლი მე­ნე­ჯე­რი და­ა­კა­ვეს, ხოლო უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის ჩა­სა­დე­ნად ქრთა­მის მი­ცე­მი­სათ­ვის ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნეს.

"სა­ხელ­წი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ცვლის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და ამა­ვე ცენ­ტრის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ორი ყო­ფი­ლი მე­ნე­ჯე­რი და­ა­კა­ვეს, ხოლო უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის ჩა­სა­დე­ნად ქრთა­მის მი­ცე­მი­სათ­ვის ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნეს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ სსიპ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ცვლის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე - თ. მ. და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რე­ბი - ნ. კ. და რ. ც., თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში შე­ვიდ­ნენ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ვი­ა­ნის” წარ­მო­მად­გე­ნელ ნ. ჟ-სა და მ. ხ-სთან და სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში შე­სუ­ლი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, პა­ცი­ენ­ტთა ელექტრო­ნუ­ლი მარ­თვის პროგ­რა­მა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვით, ავად­მყოფ­თა გა­და­უ­დე­ბელ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ­დნენ არა უახ­ლო­ეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, არა­მედ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ვი­ა­ნი­სად­მი” დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ კლი­ნი­კებ­ში

  • .აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, 2020 წლის 1 იან­ვრი­დან 2023 წლის 31 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი პა­ცი­ენ­ტის გა­და­მი­სა­მარ­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ნ. კ-მ, რ. ც-მ და თ. მ-მ კლი­ნი­კე­ბი­სა­გან ქრთა­მის სა­ხით მი­ი­ღეს, ჯამ­ში, 532 126 ლა­რის ოდე­ნო­ბის ფუ­ლა­დი თან­ხა.

თა­ვის მხრივ, კლი­ნი­კე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ნ. ჟ-მ მო­ხე­ლე­თათ­ვის ქრთა­მის მი­ცე­მის გზით, პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვი­სათ­ვის ბო­ნუ­სის სა­ხით მი­ი­ღო 149 010 ლა­რის, ხოლო მ. ხ-მ 76 771 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბი­სა და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის ჩა­სა­დე­ნად ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 338-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "გ“, მე­სა­მე ნა­წი­ლის "ე“ ქვე­პუნ­ქტი­თა და 339-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით 11-დან 15 წლამ­დე. გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო.

  • გა­ნახ­ლე­ბა: 19:26

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ვი­ან­მა“, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ვი­ა­ნი“ გა­მოვ­ლე­ნილ თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას­თან. კომ­პა­ნია გან­მარ­ტავს, რომ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი არ იყ­ვნენ ვი­ა­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მათი, რო­გორც გარე კონ­ტრაქ­ტო­რე­ბის მუ­შა­ო­ბის სქე­მა კომ­პა­ნი­ის­თვის სრუ­ლე­ბით უც­ნო­ბი იყო, რა­მაც "ვი­ანს" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა.

"ვი­ა­ნი" გა­ნაგ­რძობს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან და, თა­ვის მხრივ, აპი­რებს გა­მო­ი­ყე­ნოს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნი­სა და მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის კომ­პენ­სი­რე­ბის მიზ­ნით. კომ­პა­ნი­ის მხრი­დან გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა".

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაზარე
0

ეგ ისეთივე „ახალი" ამბავია, როგორც ის, რომ ბარებში უცხოელებს ათმაგს ახდევინებენ. წლებია ასე გრძელდება. შიგადაშიგ, მოსაჩვენებლად დაიჭერენ ვიღაცას, მაგრამ საქმე არ სწორდება. 

ელენე
1

ასე რომ ხდება, დიდი ხანია ვიცით. პირადი გამოცდილება მაქვს. ოჯახის წევრი, რომელსაც მძიმე ჭრილობა ჰქონდა და ბევრ სისხლს კარგავდა, დიღომში წაიყვანეს. ამ დროს ორ ნაბიჯში ვცხოვრობთ რესპუბლიკურთან და ევექსთან. მაშინ არ ვიცოდი, თურმე ვალდებულები არიან ბინიდან უახლოეს კლინიკაში გადაგიყვანონ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ქრთამის სანაცვლოდ პაციენტები არა უახლოეს დაწესებულებაში, არამედ კონკრეტულ კლინიკაში გადაჰყავდათ" - დააკავეს სასწრაფო დახმარებისა და "ვიანის" ყოფილი თანამშრომლები

"ქრთამის სანაცვლოდ პაციენტები არა უახლოეს დაწესებულებაში, არამედ კონკრეტულ კლინიკაში გადაჰყავდათ" - დააკავეს სასწრაფო დახმარებისა და "ვიანის" ყოფილი თანამშრომლები

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ქრთამის სანაცვლოდ პაციენტები არა უახლოეს დაწესებულებაში, არამედ კონკრეტულ კლინიკაში გადაჰყავდათ. დანაშაულის დეტალებზე ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

  • ფაქტზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

"სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე - თ. მ. და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები - ნ. კ. და რ. ც., თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება "ვიანის” წარმომადგენელ ნ. ჟ-სა და მ. ხ-სთან და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება "ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში

  • .აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, ნ. კ-მ, რ. ც-მ და თ. მ-მ კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.

თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, ნ. ჟ-მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო მ. ხ-მ 76 771 ლარის შემოსავალი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ“, მესამე ნაწილის "ე“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

  • განახლება: 19:26

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სააქციო საზოგადოება "ვიანმა“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სააქციო საზოგადოება "ვიანი“ გამოვლენილ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. კომპანია განმარტავს, რომ საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ ვიანის თანამშრომლები. მათი, როგორც გარე კონტრაქტორების მუშაობის სქემა კომპანიისთვის სრულებით უცნობი იყო, რამაც "ვიანს" მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

"ვიანი" განაგრძობს თანამშრომლობას შესაბამის სამსახურებთან და, თავის მხრივ, აპირებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა დარღვეული უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით. კომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება".