ავტორი:

"ბოლო პერიოდში შაურმების ბუმია... ამ დროს ყველაზე ცუდი ლამაზი ვიტრინის უკან ხდება" - რაზე გვაფრთხილებს სურსათის უვნებლობის ექსპერტი?

"ბოლო პერიოდში შაურმების ბუმია... ამ დროს ყველაზე ცუდი ლამაზი ვიტრინის უკან ხდება" - რაზე გვაფრთხილებს სურსათის უვნებლობის ექსპერტი?

"მაღალი რისკის მატარებელია ყველა ქუჩის ობიექტი, სადაც სურსათი მზადდება და მომხმარებელს მიეწოდება" - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის ექსპერტმა ირაკლი არაბულმა რადიო "პალიტრის" გადაცემაში "თქვენი დრო" განაცხადა.

  • მისი თქმით, დიდია ალბათობა, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს და დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმებით იყოს დაბინძურებული ის პროდუქტი, რომელსაც სწრაფი კვების ობიექტებიდან ვიღებთ.

როგორც სურსათის უვნებლობის ექსპერტმა აღნიშნა, ხშირად ობიექტები ყველაზე მინიმალურ, სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ.

"მაღალი რისკის მატარებელია ყველა ქუჩის ობიექტი, სადაც სურსათი მზადდება და მომხმარებელს მიეწოდება. მაღალი რისკია, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს და დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმებით იყოს დაბინძურებული ის პროდუქტი, რომელსაც ქუჩაში ვიღებთ.

ამისთვის საჭიროა, რომ იყოს ძალიან დიდი კონტროლი, როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე მომხმარებლის მხრიდან. თუმცა, არცერთ სახელმწიფოს მაკონტროლებელ ორგანოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ყველა ობიექტი ხშირად აკონტროლოს. ძალიან ბევრი ბიზნეს ოპერატორია და ყოველდღიურად იმატებს მათ რაოდენობა.

განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში შაურმების ბუმია. ყველა ფეხის ნაბიჯზე ახალი დასახელების ბრენდი იხსნება. თუ ადრე იყო რამდენიმე ფირმა, დღეს არის ათეულობით, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მათი შემოწმება ხშირად ხდებოდეს. თუმცა, სახელმწიფო პროგრამიდან და რისკის შეფასების საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო მაინც ახორციელებს მათ კონტროლს" - განაცხადა ირაკლი არაბულმა... წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: