ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობის მხრიდან მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე რეაგირების არქონა ორგანიზაციის სირცხვილია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ორგანიზაციის ისტორიაში, რომელიც ამაოდ ცდილობს თავის თავს „ევროპის სინდისი“ უწოდოს და ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებების მთავარ დამცველობაზე ჰქონდეს პრეტენზია. სტრასბურგის ეს ხაზი კიდევ ერთხელ ადასტურებს დღევანდელი ევროპის საბჭოს ღრმა დეგრადაციას, რომელიც ჩაძირულია პოლიტიკურ ფარისევლობასა და „ორმაგ სტანდარტებში“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ბარბაროსულ თავდასხმაზე რეაგირების არქონა აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა ევროპის საბჭოს წვლილი შეიტანოს საერთაშორისო სტაბილურობაში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ადამიანის უფლებების დაცვაში.
შეგახსენებთ, 22 მარტს რუსეთის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებულ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.