ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი, 48 წლის დიტო გოგოლაძეა მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული. ასევე, თბილისიდან გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
"ციხისჯვარის მიმართულებით მთაზე 5-კაციანი ჯგუფი ბურანებით, სასრიალოდ იყვნენ წასულები. ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა 1 ადამიანი. 4 ადამიანი გადარჩა, გამოვიდნენ. ამ დროისთვის, თოვლში მოყოლილია 1 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოგზავნა ვერტმფრენი მაშველებთან ერთად. ადგილი მიუვალია ფეხით. ვერტმფრენმა მაშველები დატოვა და, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება,"- თქვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.
მთავარია მთავრობა არ შემოგელანძღოთ.. გაგებით ვეკიდებით
უფალო გადმოხედე და უშველე...