საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვავსაშიშროება ბაკურიანთან: ძებნა-შველის ოპერაცია დროებით შეწყდა -  ვრცელდება ზვავში მოყოლილი მამაკაცის ვინაობა
ზვავსაშიშროება ბაკურიანთან: ძებნა-შველის ოპერაცია დროებით შეწყდა -  ვრცელდება ზვავში მოყოლილი მამაკაცის ვინაობა

ბა­კუ­რი­ა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში, თოვ­ლის მა­სა­ში მო­ყო­ლი­ლი მა­მა­კა­ცის ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცია ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, დრო­ე­ბით შე­წყვე­ტი­ლია.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე გაგ­რძელ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­კუ­რი­ან­ში თოვ­ლის მასა დღეს ჩა­მო­ი­შა­ლა და ზვავ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთი ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლია. "რუს­თა­ვი 2" - ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი 48 წლის დიტო გო­გო­ლა­ძეა. ის სპორ­ტსმე­ნია და ბუ­რა­ნის მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბაც ჰქონ­და.

მის ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცი­ა­ში სა­მაშ­ვე­ლო დრო­ნე­ბი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მაშ­ვე­ლე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი. ასე­ვე, თბი­ლი­სი­დან გაფ­რინ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი.

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის და­სახ­მა­რებ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ბა­კუ­რი­ა­ნი­და­ნაც წა­ვიდ­ნენ. სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცი­ას რთუ­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მდე­ბა­რე­ო­ბა არ­თუ­ლებს. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მძი­მე ტექ­ნი­კა ვერ შე­დის, ამის გამო კი თოვ­ლის სა­ფა­რის გაწ­მენ­და ცო­ცხალ ძა­ლას უწევ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თიკო
6

მთელი ღამე უნდა ემუშავათ, ძებნა-შველა თუ ქვია... ეჰ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ზვავსაშიშროება ბაკურიანთან: ძებნა-შველის ოპერაცია დროებით შეწყდა -  ვრცელდება ზვავში მოყოლილი მამაკაცის ვინაობა

ზვავსაშიშროება ბაკურიანთან: ძებნა-შველის ოპერაცია დროებით შეწყდა -  ვრცელდება ზვავში მოყოლილი მამაკაცის ვინაობა

ბაკურიანიდან რამდენიმე კილომეტრში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ძებნა-შველის ოპერაცია ზვავსაშიშროების გამო, დროებით შეწყვეტილია.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები შესაძლებლობისთანავე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა დღეს ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. "რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, ის ადგილობრივი მცხოვრები 48 წლის დიტო გოგოლაძეა. ის სპორტსმენია და ბურანის მართვის გამოცდილებაც ჰქონდა.

მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული. ასევე, თბილისიდან გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სამაშველო სამსახურის დასახმარებლად ადგილობრივები ბაკურიანიდანაც წავიდნენ. სამძებრო ოპერაციას რთული კლიმატური პირობები და შემთხვევის ადგილის მდებარეობა ართულებს. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა ვერ შედის, ამის გამო კი თოვლის საფარის გაწმენდა ცოცხალ ძალას უწევდა.