მსოფლიო
Faceამბები
სამართალი

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დემონური სახის სინდრომი" - მსოფლიოში სულ დაფიქსირებულია დაავადების 75 შემთხვევა: ვიქტორ შარა ერთ-ერთია, ვისაც მე-3 წელია ცხოვრება "დემონთა" შორის უწევს
"დემონური სახის სინდრომი" - მსოფლიოში სულ დაფიქსირებულია დაავადების 75 შემთხვევა: ვიქტორ შარა ერთ-ერთია, ვისაც მე-3 წელია ცხოვრება "დემონთა" შორის უწევს

3 წლის წინ სატ­ვირ­თოს ყო­ფი­ლი მძღო­ლის, 59 წლის ამე­რი­კე­ლი ვიქ­ტორ შა­რას ცხოვ­რე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მად იქცა, ის ადა­მი­ა­ნებს დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით ხე­დავ­და. გა­ირ­კვა რომ შა­რას აქვს უიშ­ვი­ა­თე­სი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა პრო­სო­პო­მე­ტა­მორ­ფოპ­სია (PMO), ე.წ. დე­მო­ნუ­რი სა­ხის სინ­დრო­მი.

ეს მი­იჩ­ნე­ვა ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მით გა­მოწ­ვე­ულ დარ­ღვე­ვად, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა სა­ხე­ე­ბის შეც­ვლი­ლი აღ­ქმით. ეს და­ა­ვა­დე­ბა გან­სხვავ­დე­ბა პრო­სო­პაგ­ნო­ზი­ის­გან, რო­მე­ლიც იწ­ვევს სა­ხე­ე­ბის ამოც­ნო­ბის უუ­ნა­რო­ბას და რო­გორც უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ვკი­თხუ­ლობთ, ის არ არის ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი.

სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია პრო­სო­პო­მე­ტა­მორ­ფოპ­სი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 75 შემ­თხვე­ვა. ამ შემ­თხვე­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­ში და­მა­ხინ­ჯე­ბის ნიშ­ნე­ბი სა­ხის ორი­ვე მხა­რეს ჩანს. შემ­თხვე­ვე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი, და­მა­ხინ­ჯე­ბა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა სა­ხის ერთ მხა­რეს და ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ჰემი-პრო­სო­პო­მე­ტა­მორ­ფოპ­სია ეწო­დე­ბა.

და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი სა­ხე­ებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ხე­და­ვენ - ფარ­თოდ და­ჭი­მუ­ლი პი­რით, წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი და წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი ყუ­რე­ბით, დახ­რი­ლი თვა­ლე­ბით და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ნეს­ტო­ე­ბით.

ექ­სპერ­ტე­ბი ეჭ­ვობ­დნენ, რომ ვიქ­ტორ შა­რას ეს სინ­დრო­მი გა­ნუ­ვი­თარ­და მას შემ­დეგ, რაც მან რამ­დე­ნი­მე წლის წინ თავი ძლი­ე­რად და­არ­ტყა, მაგ­რამ შა­რამ ასე­ვე ვა­რა­უ­დობს, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ოთხი თვით ადრე ნახ­შირ­ბა­დის მო­ნოქ­სი­დით მო­წამ­ვლით.

შარა თავ­და­პირ­ვე­ლად პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და, რო­დე­საც გა­იღ­ვი­ძა და და­ი­ნა­ხა მას­თან მცხოვ­რე­ბი ამ­ხა­ნა­გი, რო­მე­ლიც დე­მო­ნუ­რი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით და­დი­ო­და სახ­ლში.

"ვი­ფიქ­რე, ეს რა ჯან­და­ბაა, სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი­დან გად­მო­სუ­ლი დე­მო­ნის სახე აქვს - მეთ­ქი", - გა­ნუ­ცხა­და მან "The Times“-ს და დას­ძი­ნა, რომ მალე ქუ­ჩა­ში გა­სუ­ლი სრუ­ლად "დე­მონ­თა" გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოჩ­ნდა.

"დე­მო­ნუ­რი სა­ხის სინ­დრო­მით" შარა უკვე მე­სა­მე წე­ლია იტან­ჯე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს სინ­დრო­მი არ ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხულ ან ტე­ლე­ვი­ზო­რის ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ეს მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნებ­თან პირ­და­პი­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დროს იჩენს თავს. წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტელემაყურებელი
0

პირით იძახის! მარა! როგორ სჯერათ ან ექიმებს ან ხალხს რითი უნდა დაამტკიცოს! დალტონიკებს უდგენენ დიაგნოზს! ეს პირველი სორტის ფერისტია!!!!

ზაზა
1

ჩვენი პოლიტიკოსების შემხედვარე - ჩვენ დიდიხანია მაგ სინდრომი გვაქვს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"დემონური სახის სინდრომი" - მსოფლიოში სულ დაფიქსირებულია დაავადების 75 შემთხვევა: ვიქტორ შარა ერთ-ერთია, ვისაც მე-3 წელია ცხოვრება "დემონთა" შორის უწევს

"დემონური სახის სინდრომი" - მსოფლიოში სულ დაფიქსირებულია დაავადების 75 შემთხვევა: ვიქტორ შარა ერთ-ერთია, ვისაც მე-3 წელია ცხოვრება "დემონთა" შორის უწევს

3 წლის წინ სატვირთოს ყოფილი მძღოლის, 59 წლის ამერიკელი ვიქტორ შარას ცხოვრება საშინელებათა ფილმად იქცა, ის ადამიანებს დეფორმირებული სახეებით ხედავდა. გაირკვა რომ შარას აქვს უიშვიათესი დაავადება, რომელსაც ეწოდება პროსოპომეტამორფოპსია (PMO), ე.წ. დემონური სახის სინდრომი.

ეს მიიჩნევა ნევროლოგიური პრობლემით გამოწვეულ დარღვევად, რომელიც ხასიათდება სახეების შეცვლილი აღქმით. ეს დაავადება განსხვავდება პროსოპაგნოზიისგან, რომელიც იწვევს სახეების ამოცნობის უუნარობას და როგორც უცხოურ ლიტერატურაში ვკითხულობთ, ის არ არის ბოლომდე შესწავლილი.

სამეცნიერო ლიტერატურაში დაფიქსირებულია პროსოპომეტამორფოპსიის დაახლოებით 75 შემთხვევა. ამ შემთხვევების დაახლოებით ნახევარში დამახინჯების ნიშნები სახის ორივე მხარეს ჩანს. შემთხვევების მეორე ნახევარში კი, დამახინჯება შემოიფარგლება სახის ერთ მხარეს და ამ მდგომარეობას ჰემი-პროსოპომეტამორფოპსია ეწოდება.

დაავადებულები სახეებს განსხვავებულად ხედავენ - ფართოდ დაჭიმული პირით, წაგრძელებული და წაწვეტებული ყურებით, დახრილი თვალებით და გაფართოებული ნესტოებით.

ექსპერტები ეჭვობდნენ, რომ ვიქტორ შარას ეს სინდრომი განუვითარდა მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე წლის წინ თავი ძლიერად დაარტყა, მაგრამ შარამ ასევე ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ოთხი თვით ადრე ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლით.

შარა თავდაპირველად პანიკაში ჩავარდა, როდესაც გაიღვიძა და დაინახა მასთან მცხოვრები ამხანაგი, რომელიც დემონური გამომეტყველებით დადიოდა სახლში.

"ვიფიქრე, ეს რა ჯანდაბაა, საშინელებათა ფილმიდან გადმოსული დემონის სახე აქვს - მეთქი", - განუცხადა მან "The Times“-ს და დასძინა, რომ მალე ქუჩაში გასული სრულად "დემონთა" გარემოცვაში აღმოჩნდა.

"დემონური სახის სინდრომით" შარა უკვე მესამე წელია იტანჯება.

საინტერესოა, რომ ეს სინდრომი არ ვრცელდება ფოტოებზე ასახულ ან ტელევიზორის ეკრანზე გამოჩენილ ადამიანებზე, ეს მხოლოდ ადამიანებთან პირდაპირი ურთიერთობის დროს იჩენს თავს. წყარო

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა