მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბალტიმორის კატასტროფა შეიძლებოდა უფრო დიდი ტრაგედიით დასრულებულიყო - როგორც ირკვევა, საკონტეინერო გემზე, რომელმაც ხიდი დაანგრია, 56 სახის საშიში ქიმიური ნივთიერება იყო
ბალტიმორის კატასტროფა შეიძლებოდა უფრო დიდი ტრაგედიით დასრულებულიყო - როგორც ირკვევა, საკონტეინერო გემზე, რომელმაც ხიდი დაანგრია, 56 სახის საშიში ქიმიური ნივთიერება იყო

ბალ­ტი­მო­რის ხიდ­ზე მომ­ხდა­რი კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ, ად­გილ­ზე კვლავ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­გახ­სე­ნებთ, სატ­ვირ­თო გემი მდი­ნა­რე პა­ტაპს­კო­ზე გა­დე­ბულ ხიდს 26 მარტს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 01:30-ზე შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც ხიდი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ი­შა­ლა, მას­ზე მოძ­რა­ვი მან­ქა­ნე­ბი კი წყალ­ში ჩაც­ვივ­და. ქა­ლაქ ბალ­ტი­მორ­ში ხი­დის ჩან­გრე­ვის შემ­დეგ მე­რი­ლენ­დის შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

გემი ბალ­ტი­მო­რის პორ­ტი­დან კო­ლომ­ბოს­კენ (შრი-ლან­კა) მი­ე­მარ­თე­ბო­და, ის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნია Maersk-ის მიერ.

კა­ტას­ტრო­ფის დროს ხიდ­ზე რვა მშე­ნე­ბე­ლი მუშა მუ­შა­ობ­და: ოთხშა­ბათს, მყვინ­თა­ვებ­მა ორის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. კი­დევ ოთხის ძებ­ნა გრძელ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას არ­თუ­ლებს ის, რომ ცხედ­რე­ბი შე­საძ­ლოა ხი­დის ნამ­სხვრე­ვებ­ში იყოს ჩარ­ჩე­ნი­ლი. მყვინ­თა­ვე­ბი მათ სა­პოვ­ნე­ლად სო­ნარს (ბგე­რის არეკვლით წყალ­ქვეშ სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტის აღ­მო­სა­ჩე­ნი სის­ტე­მა - ავტ.) იყე­ნე­ბენ.

შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გემი ჩა­მონ­გრე­უ­ლი ხი­დის ნამ­სხვრე­ვებს შო­რის გა­ი­ჭე­და. თა­ვად გემს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, მაგ­რამ ბორტზე არის 5,6 მი­ლი­ონ ლიტრზე მეტი საწ­ვა­ვი და სა­პო­ხი ზეთი, ასე­ვე და­ახ­ლო­ე­ბით 4,7 ათა­სი კონ­ტე­ი­ნე­რი, რო­მელ­თა­გან 56 სა­ხის სა­შიშ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს. აშშ-ის სატ­რან­სპორ­ტო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ჯე­ნი­ფერ ჰო­მენ­დიმ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ში­ში ქი­მი­კა­ტე­ბის შემ­ცვე­ლი ზო­გი­ერ­თი კონ­ტე­ი­ნე­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია.

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ჩა­მონ­გრე­ვის მო­მენ­ტში ხიდ­ზე რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლი იყო, რომ­ლე­ბიც წყალ­ში ჩაც­ვივ­დნენ. ხი­დის სი­მაღ­ლე 56 მეტ­რი იყო, ხოლო მდი­ნა­რე­ში წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 8 გრა­დუსს აღ­წევს.

მე­რი­ლენ­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რის უეს მუ­რის თქმით, გემ­მა შე­ჯა­ხე­ბამ­დე კა­ტას­ტრო­ფის სიგ­ნა­ლი გას­ხა, შე­დე­გად მუ­შებ­მა მოძ­რა­ო­ბის გა­და­კეტ­ვა მო­ა­ხერ­ხეს. ”ისი­ნი გმი­რე­ბი არი­ან”, - ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა მურ­მა.

  • რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი

სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გემ­მა ბალ­ტი­მო­რის სა­ზღვაო ტერ­მი­ნა­ლი 26 მარტს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 00:24 სა­ათ­ზე და­ტო­ვა.

გემი სტა­ბი­ლუ­რი სიჩ­ქა­რით, მდი­ნა­რე პა­ტაპს­კოს გას­წვრივ მოძ­რა­ობ­და.

01:25 სა­ათ­ზე, გემ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად კურსს გა­და­უხ­ვია და სიჩ­ქა­რე შე­ა­ნე­ლა.

და­ახ­ლო­ე­ბით ამა­ვე დროს, გემ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად შუქი ჩაქ­რა და საკ­ვა­მუ­რი­დან კვამ­ლი გა­მო­ვი­და.

01:28 სა­ათ­ზე იგი ხი­დის საყ­რდენს და­ე­ჯა­ხა, რა­მაც ნგრე­ვა გა­მო­იწ­ვია.

  • რამ გა­მო­ი­წია კა­ტას­ტრო­ფა?

ავა­რი­ის ზუს­ტი მი­ზე­ზი დად­გე­ნი­ლი არ არის. გა­მო­ძი­ე­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"დიდი უპი­რა­ტე­სო­ბაა, რომ გემი არ ჩა­ი­ძი­რა, ამი­ტომ გვექ­ნე­ბა ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი­სა და შე­საძ­ლოა, მომ­ხდა­რის ჩა­ნა­წე­რის მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და BBC-ის გე­მე­ბის ექ­სპერ­ტმა ჯიმ ბე­ლინ­გემ­მა.

კა­ტას­ტრო­ფის ერთ-ერთი ვერ­სია, რო­მელ­ზეც ექ­სპერ­ტე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ, შე­საძ­ლოა და­ბინ­ძუ­რე­ბულ საწ­ვავს უკავ­შირ­დე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გე­მის ელექტრო გე­ნე­რა­ტო­რე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­წყვე­ტა და გა­თიშ­ვა.

მა­ნამ­დე აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გე­მის ხი­დის საყ­რდენ­თან შე­ჯა­ხე­ბა გან­ზრახ არ მომ­ხდა­რა და ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო. "არ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა იყო", - თქვა ბა­ი­დენ­მა.

  • ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბი

ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ხი­დის ჩა­მონ­გრე­ვამ და სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნის გა­და­კეტ­ვამ შე­საძ­ლოა 15 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე ზა­რა­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს. მე­რი­ლენ­დის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა უეს მურ­მა თქვა, რომ კა­ტას­ტრო­ფამ შე­საძ­ლოა 8000 სა­მუ­შაო ად­გი­ლი რის­კის ქვეშ და­ა­ყე­ნოს. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­უ­ბა­რია "სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზის­ზე“.

"ამ პორტზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ო­სა და ამე­რი­კის ეკო­ნო­მი­კა“, - თქვა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა.

მე­რი­ლენ­დის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხი­დის აღ­დგე­ნა ად­ვი­ლი პრო­ცე­სი არ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფო ტრან­სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა პოლ უე­ი­კ­ფილდმა პი­რო­ბა დადო, რომ ახა­ლი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მომ­ზად­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბაა
3

მთავრობა ყავთ ცუდი რა ვერ გათვალეს?

დომენტი
5

ყირიმის ხიდში შეეშალათ.თუ რა ხდება.???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბალტიმორის კატასტროფა შეიძლებოდა უფრო დიდი ტრაგედიით დასრულებულიყო - როგორც ირკვევა, საკონტეინერო გემზე, რომელმაც ხიდი დაანგრია, 56 სახის საშიში ქიმიური ნივთიერება იყო

ბალტიმორის კატასტროფა შეიძლებოდა უფრო დიდი ტრაგედიით დასრულებულიყო - როგორც ირკვევა, საკონტეინერო გემზე, რომელმაც ხიდი დაანგრია, 56 სახის საშიში ქიმიური ნივთიერება იყო

ბალტიმორის ხიდზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, ადგილზე კვლავ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, სატვირთო გემი მდინარე პატაპსკოზე გადებულ ხიდს 26 მარტს, ადგილობრივი დროით 01:30-ზე შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად ჩამოიშალა, მასზე მოძრავი მანქანები კი წყალში ჩაცვივდა. ქალაქ ბალტიმორში ხიდის ჩანგრევის შემდეგ მერილენდის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გემი ბალტიმორის პორტიდან კოლომბოსკენ (შრი-ლანკა) მიემართებოდა, ის დაქირავებული იყო გადამზიდავი კომპანია Maersk-ის მიერ.

კატასტროფის დროს ხიდზე რვა მშენებელი მუშა მუშაობდა: ოთხშაბათს, მყვინთავებმა ორის ცხედარი აღმოაჩინეს. კიდევ ოთხის ძებნა გრძელდება. ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციას ართულებს ის, რომ ცხედრები შესაძლოა ხიდის ნამსხვრევებში იყოს ჩარჩენილი. მყვინთავები მათ საპოვნელად სონარს (ბგერის არეკვლით წყალქვეშ სხვადასხვა ობიექტის აღმოსაჩენი სისტემა - ავტ.) იყენებენ.

შეჯახების შედეგად საკონტეინერო გემი ჩამონგრეული ხიდის ნამსხვრევებს შორის გაიჭედა. თავად გემს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ბორტზე არის 5,6 მილიონ ლიტრზე მეტი საწვავი და საპოხი ზეთი, ასევე დაახლოებით 4,7 ათასი კონტეინერი, რომელთაგან 56 სახის საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. აშშ-ის სატრანსპორტო სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯენიფერ ჰომენდიმ განაცხადა, რომ საშიში ქიმიკატების შემცველი ზოგიერთი კონტეინერი დაზიანებულია.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ჩამონგრევის მომენტში ხიდზე რამდენიმე ავტომობილი იყო, რომლებიც წყალში ჩაცვივდნენ. ხიდის სიმაღლე 56 მეტრი იყო, ხოლო მდინარეში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 8 გრადუსს აღწევს.

მერილენდის გუბერნატორის უეს მურის თქმით, გემმა შეჯახებამდე კატასტროფის სიგნალი გასხა, შედეგად მუშებმა მოძრაობის გადაკეტვა მოახერხეს. ”ისინი გმირები არიან”, - ხაზგასმით აღნიშნა მურმა.

  • როგორ განვითარდა მოვლენები

საკონტეინერო გემმა ბალტიმორის საზღვაო ტერმინალი 26 მარტს, ადგილობრივი დროით 00:24 საათზე დატოვა.

გემი სტაბილური სიჩქარით, მდინარე პატაპსკოს გასწვრივ მოძრაობდა.

01:25 საათზე, გემმა მოულოდნელად კურსს გადაუხვია და სიჩქარე შეანელა.

დაახლოებით ამავე დროს, გემზე მოულოდნელად შუქი ჩაქრა და საკვამურიდან კვამლი გამოვიდა.

01:28 საათზე იგი ხიდის საყრდენს დაეჯახა, რამაც ნგრევა გამოიწვია.

  • რამ გამოიწია კატასტროფა?

ავარიის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. გამოძიება იმედოვნებს, რომ დამატებითი ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.

"დიდი უპირატესობაა, რომ გემი არ ჩაიძირა, ამიტომ გვექნება ყველა დოკუმენტისა და შესაძლოა, მომხდარის ჩანაწერის მოპოვების საშუალება“, - განუცხადა BBC-ის გემების ექსპერტმა ჯიმ ბელინგემმა.

კატასტროფის ერთ-ერთი ვერსია, რომელზეც ექსპერტები ლაპარაკობენ, შესაძლოა დაბინძურებულ საწვავს უკავშირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გემის ელექტრო გენერატორების მუშაობის შეწყვეტა და გათიშვა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საკონტეინერო გემის ხიდის საყრდენთან შეჯახება განზრახ არ მომხდარა და ეს უბედური შემთხვევა იყო. "არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედება იყო", - თქვა ბაიდენმა.

  • ეკონომიკური შედეგები

ექსპერტების აზრით, ხიდის ჩამონგრევამ და სატრანსპორტო დერეფნის გადაკეტვამ შესაძლოა 15 მილიონ დოლარამდე ზარალი გამოიწვიოს. მერილენდის გუბერნატორმა უეს მურმა თქვა, რომ კატასტროფამ შესაძლოა 8000 სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დააყენოს. მისი განცხადებით, საუბარია "საერთაშორისო კრიზისზე“.

"ამ პორტზეა დამოკიდებული მსოფლიოსა და ამერიკის ეკონომიკა“, - თქვა გუბერნატორმა.

მერილენდის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხიდის აღდგენა ადვილი პროცესი არ იქნება, თუმცა სახელმწიფო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პოლ უეიკფილდმა პირობა დადო, რომ ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი, რაც შეიძლება სწრაფად მომზადდება.