მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა გრძელდება - რა ხდება ცნობილი?
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა გრძელდება - რა ხდება ცნობილი?

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის, ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბა­კუ­რი­ან­ში, თოვ­ლის მა­სა­ში მო­ყო­ლი­ლი პი­რის ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცია ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვავ­ში 40 წლამ­დე მა­მა­კა­ცია მო­ყო­ლი­ლი.

რწმუ­ნე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, 4 პირი უსაფრ­თხო ად­გი­ლას არის გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"5 ადა­მი­ა­ნი დღეს დი­ლით ცი­ხის­ჯვა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით იყო წა­სუ­ლი ე.წ. ბუ­რა­ნე­ბით, რა დრო­საც ერთ-ერთ მთა­ზე მო­წყდა თოვ­ლის მასა. 4 ადა­მი­ა­ნი არის სამ­შვი­დო­ბოს გა­მო­სუ­ლი, ხოლო ერთი ადა­მი­ა­ნი კვლავ არის მო­ყო­ლი­ლი თოვ­ლის მა­სა­ში. ვი­ნა­ი­დან, ად­გი­ლი ფე­ხით მი­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სას­წრა­ფო წე­სით გა­მოგ­ზავ­ნა ვერ­ტმფრე­ნი და შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის მაშ­ვე­ლე­ბი. გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან ად­გილ­ზე.

მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებ­ნა-შვე­ლის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით ადა­მი­ა­ნი არ არის ნა­პოვ­ნი და შე­სა­ბა­მი­სად, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვილ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­კუ­რი­ან­თან, ზვავ­ში მო­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნის ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მაშ­ვე­ლე­ბი და სა­მაშ­ვე­ლო დრო­ნე­ბი. სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრენ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე თბი­ლი­სი­დან და­მა­ტე­ბით გა­და­იყ­ვა­ნა მაშ­ველ­თა ჯგუ­ფი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა გრძელდება - რა ხდება ცნობილი?

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა გრძელდება - რა ხდება ცნობილი?

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ზვავში 40 წლამდე მამაკაცია მოყოლილი.

რწმუნებულის განცხადებით, 4 პირი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

"5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით იყო წასული ე.წ. ბურანებით, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა. 4 ადამიანი არის სამშვიდობოს გამოსული, ხოლო ერთი ადამიანი კვლავ არის მოყოლილი თოვლის მასაში. ვინაიდან, ადგილი ფეხით მისასვლელად ძალიან რთულია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფო წესით გამოგზავნა ვერტმფრენი და შესაბამისი რაოდენობის მაშველები. გადაყვანილები არიან ადგილზე.

მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები. ჯერჯერობით ადამიანი არ არის ნაპოვნი და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს", - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და სამაშველო დრონები. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილზე თბილისიდან დამატებით გადაიყვანა მაშველთა ჯგუფი.

იხილეთ ასევე: