მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
32-ე სკოლაში, სადაც ორი დღის მოსწავლეები მოიწამლნენ, მშობლების თქმით, დღეს რამდენიმე ბავშვი ისევ შეუძლოდ გახდა - რას ამბობს სკოლის დირექტორი?
32-ე სკოლაში, სადაც ორი დღის მოსწავლეები მოიწამლნენ, მშობლების თქმით, დღეს რამდენიმე ბავშვი ისევ შეუძლოდ გახდა - რას ამბობს სკოლის დირექტორი?

26 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ა­თის­თვის, თბი­ლის­ში, 32-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ერთ-ერთ საკ­ლა­სო ოთახ­ში მყო­ფი მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­უძ­ლოდ გახ­დნენ, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხა, რის შემ­დე­გაც სკო­ლა­ში მი­ვიდ­ნენ სა­მაშ­ვე­ლო და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ჯგუ­ფე­ბიც. მოს­წავ­ლე­თა ნა­წილს დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე აღ­მო­უ­ჩი­ნეს, ნა­წი­ლი კი პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ით­ქვა, სკო­ლა­ში ე.წ. წი­წა­კის სპრეი გა­უშ­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ინ­ცი­დენ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა ნაკ­ლე­ბად მძი­მე, ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გა­უფრ­თხი­ლებ­ლად მი­ყე­ნე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 124-ე მუხ­ლით და­ი­წყო. და­ი­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტი­ზაც, რომ­ლის დას­კვნაც ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, დღეს, 28 მარტს, 32-ე სკო­ლა­ში იმა­ვე მე-11-ე კლა­სის სამი მოს­წავ­ლე ისევ შე­უძ­ლოდ გახ­და და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის კვლავ გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი ambebi.ge-ს უყ­ვე­ბა:

"2 დღის წინ მომ­ხდარ ფაქ­ტზე სს საქ­მე აღიძ­რა. მე-11 კლა­სე­ლი ბავ­შვის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი სპრე­ის შე­დე­გად და­შავ­და 23 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს (თვით­დი­ნე­ბი­თაც ბევ­რი მი­ვი­და). სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს წი­წა­კის სპრეი არ იყო, ვი­ნა­ი­დან ბავ­შვებს სის­ხლში სხვა­დას­ხვა მომ­წამ­ვლე­ლი აი­რე­ბი ამო­უ­ვი­დათ... ვი­ნა­ი­დან ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი ჯერ არ გვაქვს, უც­ნო­ბია, რა ნივ­თი­ე­რე­ბა იყო გაშ­ვე­ბუ­ლი, გვი­თხრეს, - ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის დად­გე­ნას რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დე­ბაო. ჩვენ­მა დი­რექ­ტორ­მა იმის მა­გივ­რად, რომ სპრე­ის გაშ­ვე­ბის მერე (თუნ­დაც წი­წა­კის ყო­ფი­ლი­ყო), სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­ე­წყვი­ტა, კი­დევ ორი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ა­ტა­რე­ბი­ნა, ბავ­შვე­ბი კა­ბი­ნე­ტებ­ში იყ­ვნენ გა­მო­კე­ტი­ლი. სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დაც­დო­მაა, როცა ბავ­შვე­ბი იმ სივ­რცი­დან არ გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ჰა­ერ­ზე არ გა­უშ­ვეს, იმ მოს­წავ­ლემ სპრეი მე­ო­რე გაკ­ვე­თილ­ზე გა­უშ­ვა, ამის მერე ბავ­შვე­ბი ჩა­ტო­ვეს და კი­დევ ორი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­უ­ტა­რეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი ჩი­ოდ­ნენ - ცუ­დად ვართ, ჰა­ე­რი არ გვყოფ­ნის, ფან­ჯა­რა გა­ა­ღე­თო და ა.შ. რო­გორც ვი­ცით, ამ მოს­წავ­ლეს სპრეი ჯერ თა­ვის საკ­ლა­სო ოთახ­ში გა­უშ­ვია, მერე გა­სუ­ლა და დე­რე­ფან­ში, ბო­ლოს კი გვერ­დზე კა­ბი­ნეტ­თან ახ­ლო­საც გა­უს­ხამს.

დი­რექ­ტო­რი აი­ძუ­ლებს მას­წავ­ლებ­ლებს, ცალ­კე ბავ­შვებს, რომ ია­რონ სკო­ლა­ში. რა მოხ­დე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე დღით რომ შე­წყვე­ტი­ლი­ყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი? დღეს შე­მა­ჯა­მებ­ლე­ბი და­უ­ნიშ­ნა, მი­ვიდ­ნენ ბავ­შვე­ბი და რამ­დე­ნი­მე კი­დევ მო­ი­წამ­ლა. აკა­დე­მი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცოდ­ნა არ არის სა­ჭი­რო იცო­დე, რა აი­რია გაშ­ვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი ხსნა­რით და მე­თო­დით რომ და­მუ­შავ­დეს ტე­რი­ტო­რია. ჩვენ ხომ ზუს­ტად არ ვი­ცით სპრე­ის შე­მად­გენ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა ის წყლი­თაც მო­შო­რე­ბუ­ლი­ყო, ან კონ­კრე­ტუ­ლი ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც არ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მა­ინ­ტე­რე­სებს, რა გა­მო­ი­ყე­ნა სკო­ლამ, როცა არ იცო­და, რა ნივ­თი­ე­რე­ბა იყო გაშ­ვე­ბუ­ლი?

დღეს კი­დევ მო­ი­წამლნენ ბავ­შვე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ან კარ­გად არ გა­იწ­მინ­და იქა­უ­რო­ბა ან ეს გა­მო­იწ­ვია იმ ხსნარ­მა, რი­თაც ოთა­ხე­ბი და­მუ­შავ­და (სას­წრა­ფომ ერთი პე­და­გო­გი და ერთი ბავ­შვი გა­და­იყ­ვა­ნა სკო­ლი­დან, 4 ბავ­შვი მშობ­ლებ­მა წა­იყ­ვა­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტში). არ ვიცი, ამას რა ჰქვია, რა დო­ნეა, ნუ­ცას სკო­ლაა, თუ რა?! სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია აშ­კა­რად ვერ ზრუ­ნავს ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ბავ­შვს რომ სკო­ლა­ში გა­უშ­ვებ და სას­წრა­ფო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვანს, რა­ზეა სა­უ­ბა­რი? აქ მხო­ლოდ იმ მე-11-ე კლა­სე­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ იკ­ვე­თე­ბა, არის სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დაც­დო­მაც - რაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში შე­ნო­ბა სრუ­ლად უნდა და­ე­ცა­ლათ, არა თუ მე­ო­რე ცვლა­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

მო­წამ­ლუ­ლებს შო­რის იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ ღა­მით და­ტო­ვეს კლი­ნი­კა­ში, ზოგი გა­ი­თი­შა და 20 წუთი გონ­ზე ვერ მო­იყ­ვა­ნეს. ძი­ე­ბის და­სად­გე­ნია, იმ ბავ­შვმა რა გა­უშ­ვა, ერ­თია, მან რა და­ა­შა­ვა და მე­ო­რე - ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თა­ვი­სი უმოქ­მე­დო­ბით და იძუ­ლე­ბის წე­სით ამ ბავ­შვე­ბის კა­ბი­ნე­ტებ­ში ჩა­კეტვით. მე­ო­რე დღეს მშობ­ლებ­მა უარი ვთქვით ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში გაშ­ვე­ბა­ზე, დღეს მი­ვიდ­ნენ და ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით კი­დევ გა­და­იყ­ვა­ნეს ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში. ნივ­თი­ე­რე­ბა რომ არ არის დად­გე­ნი­ლი, რა იცი, რას­თან გაქვს საქ­მე და რით ამუ­შა­ვებ? ელე­მენ­ტა­რუ­ლი, ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლის­თვის ეკი­თხათ ან ალერ­გო­ლო­გი ჩა­ერ­თოთ საქ­მე­ში.

ambebi.ge 32-ე სკო­ლის დი­რექ­ტორს ნინო ხუ­ცი­ძე - კა­ში­ას და­უ­კავ­შირ­და:

"დღეს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ამ დი­ლით და­ვი­წყეთ სწავ­ლა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არც ჩაშ­ლი­ლა, არ იყო ეს იმ მოქ­მე­დე­ბის სპრეი, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შეგ­ვე­წყვი­ტა. ეს იყო წი­წა­კის სპრეი, რო­მე­ლიც ჩემი ხე­ლით გა­და­ვე­ცი გა­მო­ძი­ე­ბას. 21 მო­წამ­ლულ ბავ­შვს ვე­სა­უბ­რე და ჩემ­თან არც გა­მომ­ძი­ე­ბელს და­უ­ფიქ­სი­რე­ბია მსგავ­სი, რომ ეს სხვა აი­რია. ეს ალ­ბათ უკვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია, პა­ნი­კაა. ნუთუ სკო­ლა­ში შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ბავ­შვე­ბი რომ მო­წამ­ლოს? ზო­გა­დად, ყო­ვე­ლი დღის ბო­ლოს რი­თაც მუ­შავ­დე­ბა ოთა­ხე­ბი, იმით და­მუ­შავ­და - ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ხსნა­რე­ბით, რო­მე­ლიც კო­ვი­დის დროს იქნა შე­მო­ტა­ნი­ლი და დაშ­ვე­ბუ­ლია, თა­ვი­სი მარ­კი­რე­ბა აქვს და სერ­ტი­ფი­კა­ცია. დღის ბო­ლოს ამ ხსნა­რე­ბით, სვე­ლი წე­სით მუ­შავ­დე­ბა სკო­ლა მე­ო­რე დღის­თვის. 26 მარტს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბამ 21 ბავ­შვი გა­და­იყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში და აქე­დან 2 და­ტო­ვეს დი­ლამ­დე. დღე­ვან­დელ დღეს რაც შე­ე­ხე­ბა, გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო და მის­მა ექიმ­მა ჩემს თვალ­წინ უთხრა მშო­ბელს, არ არის გა­და­საყ­ვა­ნი, თუ მა­ინც გნე­ბავთ, გა­და­ვიყ­ვა­ნო. ექიმ­მა ისიც თქვა, რო­მე­ლი­მე ექი­მი თუ იმას იტყვის, რომ ამ ბავ­შვს ალერ­გი­უ­ლი ფონი აქვს, ვტო­ვებ სამ­სა­ხურს და ექი­მის დიპ­ლომ­სო. მეც იმას ვკი­თხუ­ლობ, რა იყო დღეს, რას­თან გვაქვს საქ­მე. ბავ­შვს წნე­ვა ჰქონ­და მო­მა­ტე­ბუ­ლი, მეტი არა­ფე­რი, ამი­ტომ გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო. ვინ თქვა, რომ იმ დღეს მე­ო­რე ცვლა­შიც გაგ­რძელ­და გაკ­ვე­თი­ლე­ბი? მე­ო­რე ცვლის არ­ცერთ ბავ­შვს პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია და სას­წრა­ფო არ დას­ჭირ­ვე­ბია, ამას გე­უბ­ნე­ბით სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით. დღეს მეტი პა­ნი­კაა, ვიდ­რე რამე სხვა. დღეს ცვლის პე­რი­ოდ­ში (ერთი ცვლა გა­დი­ო­და, მე­ო­რე - შე­მო­დი­ო­და), მას­წავ­ლე­ბე­ლი გაგ­ვიხ­და შე­უძ­ლოთ და სას­წრა­ფო სულ სხვა რა­მის გამო გა­მო­ვი­ძა­ხეთ, მე­ო­რედ - მოს­წავ­ლის გამო. მშობ­ლებ­მა როცა ორი სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა და­ი­ნა­ხეს, რა თქმა უნდა, ინერ­ვი­უ­ლეს, ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია. მეც ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ყვე­ლა­ნი იქ ვი­ყა­ვით და გვეს­მო­და, რას ამ­ბობ­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მი. ერთი კლა­სი­დან იყო შე­უძ­ლოდ ერთი ვაჟი და ორი გო­გო­ნა, ვაჟი არ წა­იყ­ვა­ნეს, გო­გო­ნე­ბი გა­და­იყ­ვა­ნეს, ექი­მებ­მა ჩა­ხე­დეს ყელ­ში და შინ გა­მო­უშ­ვეს, უთხრეს, რომ არა­ნა­ი­რი ალერ­გი­უ­ლი ფონი არ გაქ­ვთო. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ყვე­ლა­ნი ად­გილ­ზე და კარ­გად ვართ, სა­ში­ში აღა­რა­ფე­რია“.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაპოლეონი
0

წიწაკის სპრეის გაშვება სკოლაში არის ე.წ დიმაუშკის პროევროპული ვარიანტი და აბსოლუტურად ჯდება გამოხატვის თავისუფლების უზენაეს უფლებებში. . აბა დიმაუშკა და რუსეთი გინდათ. . .წინ ევროპისკენ . . .გაიზრდებიან და მოლოტოვის კოქტეილებს ცოცხალ ადამიანებზე დაამუღამებენ და მერე უკვე ტანკებზეც გადავლენ. . .წინ ევროპისკენ

ეკატერინე
0

ამ დირექტორის გამო კლასი უნდა დაიშალოს, შეიძლება კლასებიც და გვიშველოს განათლების სამინისტრომ მოაშორეთ ეს ერთი ქალი და გვაცადეთ ვატაროთ ბავშვები უბანში. დაგვეხმარეთ, მოგვაქციეთ ყურადღება, განათლების სამინისტრო, რესურს ცენტრი....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

32-ე სკოლაში, სადაც ორი დღის მოსწავლეები მოიწამლნენ, მშობლების თქმით, დღეს რამდენიმე ბავშვი ისევ შეუძლოდ გახდა - რას ამბობს სკოლის დირექტორი?

32-ე სკოლაში, სადაც ორი დღის მოსწავლეები მოიწამლნენ, მშობლების თქმით, დღეს რამდენიმე ბავშვი ისევ შეუძლოდ გახდა - რას ამბობს სკოლის დირექტორი?

26 მარტს, დაახლოებით 11 საათისთვის, თბილისში, 32-ე საჯარო სკოლაში ერთ-ერთ საკლასო ოთახში მყოფი მოსწავლეები შეუძლოდ გახდნენ, სკოლის დირექტორმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რის შემდეგაც სკოლაში მივიდნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის ჯგუფებიც. მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ითქვა, სკოლაში ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინციდენტის გამოძიება ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებების გაუფრთხილებლად მიყენების კვალიფიკაციით, "სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნა ექსპერტიზაც, რომლის დასკვნაც ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც ცნობილი გახდა, დღეს, 28 მარტს, 32-ე სკოლაში იმავე მე-11-ე კლასის სამი მოსწავლე ისევ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის კვლავ გამოძახება გახდა საჭირო. ერთ-ერთი დაზარალებული მოსწავლის მშობელი ambebi.ge-ს უყვება:

"2 დღის წინ მომხდარ ფაქტზე სს საქმე აღიძრა. მე-11 კლასელი ბავშვის მიერ გაშვებული სპრეის შედეგად დაშავდა 23 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს (თვითდინებითაც ბევრი მივიდა). სავარაუდოდ, ეს წიწაკის სპრეი არ იყო, ვინაიდან ბავშვებს სისხლში სხვადასხვა მომწამვლელი აირები ამოუვიდათ... ვინაიდან ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ გვაქვს, უცნობია, რა ნივთიერება იყო გაშვებული, გვითხრეს, - ნივთიერების შემცველობის დადგენას რამდენიმე დღე დასჭირდებაო. ჩვენმა დირექტორმა იმის მაგივრად, რომ სპრეის გაშვების მერე (თუნდაც წიწაკის ყოფილიყო), სასწავლო პროცესი შეეწყვიტა, კიდევ ორი გაკვეთილი ჩაატარებინა, ბავშვები კაბინეტებში იყვნენ გამოკეტილი. სკოლის ადმინისტრაციის სერიოზული გადაცდომაა, როცა ბავშვები იმ სივრციდან არ გამოათავისუფლეს და ჰაერზე არ გაუშვეს, იმ მოსწავლემ სპრეი მეორე გაკვეთილზე გაუშვა, ამის მერე ბავშვები ჩატოვეს და კიდევ ორი გაკვეთილი ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩიოდნენ - ცუდად ვართ, ჰაერი არ გვყოფნის, ფანჯარა გააღეთო და ა.შ. როგორც ვიცით, ამ მოსწავლეს სპრეი ჯერ თავის საკლასო ოთახში გაუშვია, მერე გასულა და დერეფანში, ბოლოს კი გვერდზე კაბინეტთან ახლოსაც გაუსხამს.

დირექტორი აიძულებს მასწავლებლებს, ცალკე ბავშვებს, რომ იარონ სკოლაში. რა მოხდებოდა, რამდენიმე დღით რომ შეწყვეტილიყო სასწავლო პროცესი? დღეს შემაჯამებლები დაუნიშნა, მივიდნენ ბავშვები და რამდენიმე კიდევ მოიწამლა. აკადემიური სამედიცინო ცოდნა არ არის საჭირო იცოდე, რა აირია გაშვებული, შესაბამისი ხსნარით და მეთოდით რომ დამუშავდეს ტერიტორია. ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით სპრეის შემადგენლობა, შესაბამისად, შესაძლოა ის წყლითაც მოშორებულიყო, ან კონკრეტული ქიმიური საშუალებით, რომელიც არ იყო გამოყენებული. მაინტერესებს, რა გამოიყენა სკოლამ, როცა არ იცოდა, რა ნივთიერება იყო გაშვებული?

დღეს კიდევ მოიწამლნენ ბავშვები, სავარაუდოდ, ან კარგად არ გაიწმინდა იქაურობა ან ეს გამოიწვია იმ ხსნარმა, რითაც ოთახები დამუშავდა (სასწრაფომ ერთი პედაგოგი და ერთი ბავშვი გადაიყვანა სკოლიდან, 4 ბავშვი მშობლებმა წაიყვანეს სამედიცინო პუნქტში). არ ვიცი, ამას რა ჰქვია, რა დონეა, ნუცას სკოლაა, თუ რა?! სკოლის ადმინისტრაცია აშკარად ვერ ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე. ბავშვს რომ სკოლაში გაუშვებ და სასწრაფო კლინიკაში გადაიყვანს, რაზეა საუბარი? აქ მხოლოდ იმ მე-11-ე კლასელის ბრალეულობა არ იკვეთება, არის სკოლის ადმინისტრაციის სერიოზული გადაცდომაც - რაც უნდა ყოფილიყო, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ყველა შემთხვევაში შენობა სრულად უნდა დაეცალათ, არა თუ მეორე ცვლაში გაეგრძელებინათ გაკვეთილები.

მოწამლულებს შორის იყვნენ ბავშვები, რომლებიც იმ ღამით დატოვეს კლინიკაში, ზოგი გაითიშა და 20 წუთი გონზე ვერ მოიყვანეს. ძიების დასადგენია, იმ ბავშვმა რა გაუშვა, ერთია, მან რა დააშავა და მეორე - ადმინისტრაციამ თავისი უმოქმედობით და იძულების წესით ამ ბავშვების კაბინეტებში ჩაკეტვით. მეორე დღეს მშობლებმა უარი ვთქვით ბავშვების სკოლაში გაშვებაზე, დღეს მივიდნენ და ინტოქსიკაციით კიდევ გადაიყვანეს ბავშვები კლინიკაში. ნივთიერება რომ არ არის დადგენილი, რა იცი, რასთან გაქვს საქმე და რით ამუშავებ? ელემენტარული, ქიმიის მასწავლებლისთვის ეკითხათ ან ალერგოლოგი ჩაერთოთ საქმეში.

ambebi.ge 32-ე სკოლის დირექტორს ნინო ხუციძე - კაშიას დაუკავშირდა:

"დღეს ინტოქსიკაციას ადგილი არ ჰქონია. ამ დილით დავიწყეთ სწავლა, სასწავლო პროცესი არც ჩაშლილა, არ იყო ეს იმ მოქმედების სპრეი, რომ სასწავლო პროცესი შეგვეწყვიტა. ეს იყო წიწაკის სპრეი, რომელიც ჩემი ხელით გადავეცი გამოძიებას. 21 მოწამლულ ბავშვს ვესაუბრე და ჩემთან არც გამომძიებელს დაუფიქსირებია მსგავსი, რომ ეს სხვა აირია. ეს ალბათ უკვე ფსიქოლოგიური მომენტია, პანიკაა. ნუთუ სკოლაში შეიძლება ისეთი ნივთიერების გამოყენება, ბავშვები რომ მოწამლოს? ზოგადად, ყოველი დღის ბოლოს რითაც მუშავდება ოთახები, იმით დამუშავდა - ანტიბაქტერიული ხსნარებით, რომელიც კოვიდის დროს იქნა შემოტანილი და დაშვებულია, თავისი მარკირება აქვს და სერტიფიკაცია. დღის ბოლოს ამ ხსნარებით, სველი წესით მუშავდება სკოლა მეორე დღისთვის. 26 მარტს სასწრაფო დახმარებამ 21 ბავშვი გადაიყვანა კლინიკაში და აქედან 2 დატოვეს დილამდე. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, გამოვიძახეთ სასწრაფო და მისმა ექიმმა ჩემს თვალწინ უთხრა მშობელს, არ არის გადასაყვანი, თუ მაინც გნებავთ, გადავიყვანო. ექიმმა ისიც თქვა, რომელიმე ექიმი თუ იმას იტყვის, რომ ამ ბავშვს ალერგიული ფონი აქვს, ვტოვებ სამსახურს და ექიმის დიპლომსო. მეც იმას ვკითხულობ, რა იყო დღეს, რასთან გვაქვს საქმე. ბავშვს წნევა ჰქონდა მომატებული, მეტი არაფერი, ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო. ვინ თქვა, რომ იმ დღეს მეორე ცვლაშიც გაგრძელდა გაკვეთილები? მეორე ცვლის არცერთ ბავშვს პრობლემა არ ჰქონია და სასწრაფო არ დასჭირვებია, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. დღეს მეტი პანიკაა, ვიდრე რამე სხვა. დღეს ცვლის პერიოდში (ერთი ცვლა გადიოდა, მეორე - შემოდიოდა), მასწავლებელი გაგვიხდა შეუძლოთ და სასწრაფო სულ სხვა რამის გამო გამოვიძახეთ, მეორედ - მოსწავლის გამო. მშობლებმა როცა ორი სასწრაფოს მანქანა დაინახეს, რა თქმა უნდა, ინერვიულეს, ეს ფსიქოლოგიური მომენტია. მეც ვინერვიულე, ყველანი იქ ვიყავით და გვესმოდა, რას ამბობდა სასწრაფო დახმარების ექიმი. ერთი კლასიდან იყო შეუძლოდ ერთი ვაჟი და ორი გოგონა, ვაჟი არ წაიყვანეს, გოგონები გადაიყვანეს, ექიმებმა ჩახედეს ყელში და შინ გამოუშვეს, უთხრეს, რომ არანაირი ალერგიული ფონი არ გაქვთო. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, ყველანი ადგილზე და კარგად ვართ, საშიში აღარაფერია“.