საცხოვრებელ კომპლექს „მონოლით გრინ სითიში“ ბინის შეძენა კიდევ უფრო გამარტივდა - მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთწლიანი შიდა უპროცენტო განვადებით, პირველადი შენატანის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების შესაძენად რეალურად, საწყისი თანხა არ გჭირდებათ.
პროექტს სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „მონოლით ჯგუფი“ ახორციელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირობები მოსახერხებელია როგორც ჩვენს ქვეყანაში მაცხოვრებლებისთვის, ისე ემიგრანტებისთვის, რომელთათვისაც „მონოლით ჯგუფს“ მათზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებაც შეუძლია.
პროექტში ერთი კვ.მ-ის ღირებულება 1150$-დან იწყება. აღსანიშნავია, რომ ბინების 60% უკვე გაყიდულია.
მონოლით გრინ სითი, თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი მდებარეობს ორთაჭალა-კრწანისის გზაგასაყარზე, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, აბანოთუბნიდან 10 წუთის სავალზე. თუ მშვიდ, მწვანე გარემოში და ამავდროულად, ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრება გსურთ, პროექტი თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ამასთან, პროექტში ბინის შეძენა გონივრული ინვესტიციაა როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული თვალსაზრისით, რადგან ის დედაქალაქის ტურისტული ზონებიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ხორციელდება.
„მონოლით გრინ სითი“ 12 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება და 21 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს. 4 000 კვ.მ დენდროლოგიური პარკი, გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, აუზი, სარბენი და ველობილიკები, რომლითაც პროექტის მობინადრეები ისარგებლებენ, მათ ყველა სეზონზე ერთი მხრივ აქტიური ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში და მეორე მხრივ, ჰარმონიის მიღწევაში.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე ფუნქციონირებას დაიწყებს საბავშვო ბაღი და სკოლა, რაც მშობლებს დროის დაზოგვასა და ბავშვების უსაფრთხოების უკეთ დაცვაში დაეხმარება. პროექტის დასრულების შემდეგ დაგეგმილია სხვადასხვა კომერციული ობიექტის გახსნა, სადაც მრავალფეროვანი სერვისების მიღება იქნება შესაძლებელი. მათ შორის, დაგეგმილია სასურსათო მარკეტების, აფთიაქების, სილამაზის ცენტრებისა და სხვა ობიექტების გახსნა.
„მონოლით გრინ სითის“ შვიდი საცხოვრებელი ბლოკის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა. 2024 წლის აპრილიდან მობინადრეები თეთრი კარკასის მდგომარეობაში კიდევ 2 კორპუსს ჩაიბარებენ სადაც მხოლოდ რამდენიმე ბინაა დარჩენილი. პროექტის დასრულების საბოლოო თარიღი კი მიმდინარე წლის დეკემბერია.
დღეს არსებული სტანდარტებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად, კომპლექსი ხორციელდება უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით, რაც მობინადრეებს ერთი მხრივ, ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მეორე მხრივ, კომუნალური ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს.
პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით „მონოლით ჯგუფს“. ტელეფონი: +995 595 99 77 00
R