პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი სანაიამ ლიფტში გვითხრა, რომ ჰქონდა კასეტა, სადაც ჩანს, თუ როგორ არიან ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და ამას საჯაროზე გამოიტანდა... შემდეგ რაც მოხდა, იცით" - რას იხსენებს მექა ხანგოშვილი?
"გიორგი სანაიამ ლიფტში გვითხრა, რომ ჰქონდა კასეტა, სადაც ჩანს, თუ როგორ არიან ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და ამას საჯაროზე გამოიტანდა... შემდეგ რაც მოხდა, იცით" - რას იხსენებს მექა ხანგოშვილი?

"სა­ქარ­თვე­ლოს და­ბა­დე­ბა" - ასე ჰქვია გა­და­ცე­მა­თა ციკლს, რო­მელ­საც უკვე დიდი ხა­ნია, რაც იაგო ხვი­ჩია უძღვე­ბა. გა­და­ცე­მის სტუმ­რე­ბი პო­ლი­ტი­კოსს უახ­ლე­სი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უყ­ვე­ბი­ან. ცოტა ხნის წინ პო­ლი­ტი­კო­სის სტუ­მარ­მა, ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რის წევ­რმა მექა ხან­გოშ­ვილ­მა პან­კი­სის ხე­ო­ბა­სა და ქის­ტებ­ზე ისა­უბ­რა.

ინ­ტერ­ვიუ ორ სა­ათ­ზე მეტ­ხანს გრძელ­დე­ბა და ერთ-ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში წამ­ყვა­ნი ეხე­ბა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბულ ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის ფაქტს, რაც ხან­გოშ­ვილ­მა გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბას და­უ­კავ­ში­რა:

მექა ხან­გოშ­ვი­ლი:

- ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის დროს, დევ­ნი­ლებს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­მოჰ­ყვა, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლე­ბიც, ყვე­ლა პან­კი­სის ხე­ო­ბამ მი­ი­ღო. შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც იმ პე­რი­ოდ­ში მოხ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ად­გილ­ზე ბლოკ პოს­ტე­ბის ჩა­ყე­ნე­ბა იყო, რო­დე­საც კეთ­რო­ვა­ნი­ვით მო­წყვი­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს პან­კი­სის ხე­ო­ბა, საშ­ვი თუ არ გექ­ნე­ბო­და, ვერ შეხ­ვი­დო­დი. წე­ლი­წადსა და ორ თვეს გაგ­რძელ­და.

თან ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო რა იყო, რომ თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­ში. სწო­რედ ამას შე­ე­წი­რა გი­ორ­გი სა­ნა­ია. ერთ-ერთი ნარ­კო­ბა­რო­ნის აფეთ­ქე­ბა და ბევ­რი სხვა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო რამ... ნარ­კო­ტი­კი ჯერ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში შე­მო­დი­ო­და და შემ­დეგ იქი­დან გა­ე­დი­ნე­ბო­და. პო­ლი­ცი­უ­რი წეს­რი­გი რო­გორ იქ­ნე­ბო­და, ვინც თავს რკი­ნის კა­ცად თვლი­და, ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამა­ში, ამას არ შე­ე­წი­რა სა­ნა­ია? თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩად­გეს ბლოკ პოს­ტე­ბი და უმარ­თავ ზო­ნად გა­მო­ა­ცხა­დეს.

- რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გქონ­დათ ამის­თვის, რომ ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, ცალ­კე ნუ მე­ტყვით, ჩემ­თვის ამას და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბად ექ­ნე­ბა...

- სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბამ­დე ორი დღით ადრე, "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში ვი­ყა­ვით მიწ­ვე­უ­ლი მე და ხიზ­რი ალ­და­მო­ვი. მარ­გოშ­ვი­ლი რომ გა­მაგრდა და ცუდი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და, მა­შინ. გა­და­ცე­მის შემ­დეგ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ამ რომ გა­მოგ­ვა­ცი­ლა, ლიფ­ტში გვი­თხრა, რომ მას აქვს კა­სე­ტა, სა­დაც ჩანს, რო­გორ არი­ან ძა­ლოვ­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი ნარ­კო­ბიზ­ნეს­ში და ამ საქ­მეს ერთ-ორ დღე­ში სა­ჯა­რო­ზე გა­მო­ი­ტან­და, თუმ­ცა რაც მოხ­და, თქვენც იცით. თუმ­ცა მე ის კა­სე­ტა არ მაქვს ნა­ნა­ხი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთანდილ
0

არ დაიღალა ეს ხალხი ამ სისულელეების ბჟუტურით?!ვაი თქვენს პატრონს!

archil
9

რაც თავი მახსოვს დაყაჩაღებას ჩინოვნიკები ჩადიოდნენ თვითონ თუ არა შეკვეთას აძლევდნენ. ამჯერადაც იგივეა, ოღონდ საგრძნობლად შემცირებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"გიორგი სანაიამ ლიფტში გვითხრა, რომ ჰქონდა კასეტა, სადაც ჩანს, თუ როგორ არიან ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და ამას საჯაროზე გამოიტანდა... შემდეგ რაც მოხდა, იცით" - რას იხსენებს მექა ხანგოშვილი?

"გიორგი სანაიამ ლიფტში გვითხრა, რომ ჰქონდა კასეტა, სადაც ჩანს, თუ როგორ არიან ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და ამას საჯაროზე გამოიტანდა... შემდეგ რაც მოხდა, იცით" - რას იხსენებს მექა ხანგოშვილი?

"საქართველოს დაბადება" - ასე ჰქვია გადაცემათა ციკლს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, რაც იაგო ხვიჩია უძღვება. გადაცემის სტუმრები პოლიტიკოსს უახლესი წარსულის შესახებ საინტერესო ამბებს უყვებიან. ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსის სტუმარმა, ჩეჩნური დიასპორის წევრმა მექა ხანგოშვილმა პანკისის ხეობასა და ქისტებზე ისაუბრა.

ინტერვიუ ორ საათზე მეტხანს გრძელდება და ერთ-ერთ მონაკვეთში წამყვანი ეხება პანკისის ხეობაში არსებულ ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტს, რაც ხანგოშვილმა გიორგი სანაიას მკვლელობას დაუკავშირა:

მექა ხანგოშვილი:

- ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, დევნილებს უამრავი ადამიანი შემოჰყვა, მათ შორის კრიმინალებიც, ყველა პანკისის ხეობამ მიიღო. შემდეგ ყველაზე ცუდი, რაც იმ პერიოდში მოხდა, ხელისუფლების მხრიდან ადგილზე ბლოკ პოსტების ჩაყენება იყო, როდესაც კეთროვანივით მოწყვიტეს საქართველოს პანკისის ხეობა, საშვი თუ არ გექნებოდა, ვერ შეხვიდოდი. წელიწადსა და ორ თვეს გაგრძელდა.

თან ყველაზე სამწუხარო რა იყო, რომ თავად ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული ნარკოტიკებით ვაჭრობაში. სწორედ ამას შეეწირა გიორგი სანაია. ერთ-ერთი ნარკობარონის აფეთქება და ბევრი სხვა არასასიამოვნო რამ... ნარკოტიკი ჯერ პანკისის ხეობაში შემოდიოდა და შემდეგ იქიდან გაედინებოდა. პოლიციური წესრიგი როგორ იქნებოდა, ვინც თავს რკინის კაცად თვლიდა, ის მონაწილეობდა ამაში, ამას არ შეეწირა სანაია? თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩადგეს ბლოკ პოსტები და უმართავ ზონად გამოაცხადეს.

- რა მტკიცებულება გქონდათ ამისთვის, რომ ჩინოვნიკები იყვნენ ჩართული, ცალკე ნუ მეტყვით, ჩემთვის ამას დამაჯერებლობა ნაკლებად ექნება...

- სანაიას მკვლელობამდე ორი დღით ადრე, "რუსთავი 2"-ის ეთერში ვიყავით მიწვეული მე და ხიზრი ალდამოვი. მარგოშვილი რომ გამაგრდა და ცუდი ამბები ხდებოდა, მაშინ. გადაცემის შემდეგ გიორგი სანაიამ რომ გამოგვაცილა, ლიფტში გვითხრა, რომ მას აქვს კასეტა, სადაც ჩანს, როგორ არიან ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და ამ საქმეს ერთ-ორ დღეში საჯაროზე გამოიტანდა, თუმცა რაც მოხდა, თქვენც იცით. თუმცა მე ის კასეტა არ მაქვს ნანახი.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"