მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე - "საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ"
ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე - "საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ"

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა გუ­შინ ის­ტო­რია და­წე­რა. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი "ერთა ლი­გის" ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და 4:2 და­ა­მარ­ცხეს. და­ძა­ბუ­ლი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად, სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ახდა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებს.

  • სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა, სა­ბერ­ძნეთს პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში მო­უ­გო, გო­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი, ლაშა დვა­ლი და ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი.

სა­მე­ნე­ჯე­რო სა­ა­გენ­ტო Transfermarkt-ის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 მლნ ევ­როს შე­ად­გენს, ნიკა კვეკ­ვეს­კი­რის - 600 ათას ევ­როს, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის - 2,5 მლნ ევ­როს, ლაშა დვა­ლის - 750 ათას ევ­როს.

რა თქვა ვილი სა­ნი­ო­ლიმ მატ­ჩის შემ­დეგ?

"ადრე შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ სწო­რედ ამის ახ­სნას ვცდი­ლობ­დი, რომ შე­დე­გებს თვე­ე­ბი და წლე­ბი სჭირ­დე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, წას­ვლა­ზე არც არას­დროს მი­ფიქ­რია, რად­გან აქ თავს კარ­გად ვგრძნობ, ჩემს ირ­გვლივ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, მათ­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა...

პე­ნალ­ტებ­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი ვი­ვარ­ჯი­შეთ. რო­დე­საც პე­ნალ­ტე­ბის სე­რია გი­წევს, არას­დროს იცი, ვინ და­ას­რუ­ლებს თა­მაშს და შე­სა­ბა­მი­სად, ვინ და­არ­ტყამს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რეთ და გა­ვი­გეთ, ვინ იყო მზად და­სარ­ტყმე­ლად.... ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა პირ­ველ­მა თქვა, მე და­ვარ­ტყა­მო და არც გამ­კვირ­ვე­ბია - ის ფან­ტას­ტი­კუ­რი პი­როვ­ნე­ბაა, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აქვს და ნაკ­რებ­ში სი­ტუ­ა­ცია მისი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა."

ფოტო: EUROPOP

"თა­მა­ში რომ მორ­ჩა, ემო­ცი­ის გა­რე­შე დავ­რჩი, იმ­ხე­ლა ემო­ცი­ე­ბი გვქონ­და თა­მაშ­ში ჩა­დე­ბუ­ლი. ჯერ კი­დევ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რამ­ხე­ლა ის­ტო­რია და­ი­წე­რა. სამი-ოთხი წელი დიდი შრო­მა ჩავ­დე, შე­იძ­ლე­ბა, ამ მო­მენ­ტის­თვი­საც. ეს ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. რო­დე­საც ავი­ღე ბურ­თი, ისე­თი შე­ძა­ხი­ლე­ბი და სიმ­ღე­რა მეს­მო­და, რომ... ზუს­ტად ეგ მო­მენ­ტია, როცა ან კარ­გი იმარ­ჯვებს შენ­ზე, ან - ცუდი. ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით კარ­გმა გა­ი­მარ­ჯვა. მე მო­ვი­თხო­ვე სა­ნი­ოლ­თან პირ­ვე­ლი დარ­ტყმა. მზად ვი­ყა­ვი იმის­თვი­საც, რომ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ვარ­ჯიშ­მა და ყვე­ლა­ფერ­მა, რაც მა­ნამ­დე გა­ვა­კე­თე, შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. პე­ნა­ლის დარ­ტყმის დროს რომ ვი­დე­ქი, თით­ქოს იმ სიმ­ღე­რამ რა­საც მღე­როდ­ნენ, მომ­ცა ის მუხ­ტი, რომ სწო­რად მი­მე­მარ­თა ჩემი ემო­ცი­ე­ბი და ფიქ­რე­ბი", - თქვა დღეს "იმე­დის" ეთერ­ში ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა.

25 წლის გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში "სა­ბურ­თა­ლოს" წევ­რი იყო, 2018 წელს კი სა­თა­მა­შოდ ეს­პა­ნეთ­ში წა­ვი­და. 2019 წელს ის "ლე­ვან­ტეს" შე­უ­ერ­თდა, რომ­ლის მა­ი­სუ­რით 2020 წელს ლა ლი­გა­ში 3 მატ­ჩიც ჩა­ა­ტა­რა. სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კის მი­ღე­ბის მიზ­ნით გი­ორ­გიმ გა­სუ­ლი სე­ზო­ნი კას­ტე­ლონ­ში იჯა­რით გა­ა­ტა­რა, ზა­ფხულ­ში კი ლე­ვან­ტეს და­უბ­რუნ­და, სა­დაც ლა ლიგა 2-ის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში 11 მატჩში 2 გოლი გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა ლე­ვან­ტე­ში სა­დე­ბი­უ­ტო გოლი ჯერ კი­დევ 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში, ეს­პა­ნე­თის თას­ზე შე­აგ­დო.

გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა "უეს­კას­თან" მატ­ჩის დროს ტრამ­ვა მი­ი­ღო. "ლე­ვან­ტეს" ოფი­ცი­ა­ლურ­მა გვერდმა თე­ბერ­ვალ­ში გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა ტრავ­მა მო­ირ­ჩი­ნა და მზა­დაა, და­უბ­რუნ­დეს მო­ე­დანს. "ეს ძა­ლი­ან კარ­გი ამ­ბა­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თვი­საც, რო­მელ­საც 21 მარტს ლუქ­სემ­ბურგთან ზე-მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა ელო­დე­ბა" - ეწე­რა მა­შინ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­თან მე­გობ­რო­ბა

"როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გვაქვს, ვცდი­ლობთ ერ­თად ვი­ყოთ. ხში­რად არ ემ­თხვე­ვა ჩვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ე­ბი, მაგ­რამ ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ერთ კვი­რას - 10 დღეს ერ­თად ვა­ტა­რებთ. დიახ, ეს­პა­ნეთ­ში გვე­ლო­დე­ბა თა­მა­ში, კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვართ უახ­ლო­ეს მატ­ჩებ­ზე და ვეც­დე­ბით, კარ­გად ვი­თა­მა­შოთ", - ამ­ბობ­და გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ეს­პა­ნურ რა­დიო Cope-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

უფრო მეტი გი­ორ­გი­ზე...

გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი წარ­მო­შო­ბით გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ კარ­დე­ნა­ხი­დან არის. ჰყავს მშობ­ლე­ბი და ერთი და, რო­მე­ლიც და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და გუ­შინ ის­ტო­რი­ულ მატჩს თა­ვა­დაც ეს­წრე­ბო­და.

მშობ­ლებ­თან, დას­თან და დის შვილ­თან ერ­თად

2023 წლის ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ნა­ხე­ვარმცველ­მა ეს­პა­ნურ რა­დი­ოს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია...

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მე არ ვარ ფა­ნე­ბის კერ­პი. ასე­თია ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. ის ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს და მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვია. მე ვარ თავ­მდა­ბა­ლი მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ ითა­მა­შოს მა­ღალ დო­ნე­ზე. ეს­პა­ნეთ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ჩემი მე­გობ­რე­ბი. გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ჩემ­თან სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღეს. მა­შინ მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ ასე მა­თაც კი არ ვუყ­ვარ­ვარ (იცი­ნის)", - თქვა სპორ­ტსმენ­მა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მისი რჩე­უ­ლი გო­გო­ნა, ბრა­ზი­ლი­ე­ლი სან­დრა მენ­დონ­საა. რო­გორც ჩანს, 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ქალი ნაკ­რე­ბის მატჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ეს­წრო, ფო­ტო­ზე ჩანს, რომ სტა­დი­ონ­ზე ზის და გი­ორ­გის მა­ი­სუ­რი აც­ვია.

გუ­შინ­დელ მატჩზე კი ინ­სტაგ­რამ­ზე გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის მიერ გა­ტა­ნი­ლი გო­ლის ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს და წერს „ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა...“ რო­გორც ჩანს, ამ­ჯე­რად საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს შო­რი­დან გულ­შე­მატ­კივ­რობ­და.

სექ­ტემ­ბერ­ში სან­დრა იუ­ბი­ლა­რი გახ­ლდათ. გი­ორ­გიმ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

"გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს, ჩემო სი­ცო­ცხლე. მად­ლო­ბა, რომ ხარ ვინც ხარ და მად­ლო­ბა, რომ ყო­ველ­თვის ჩემს გვერ­დით ხარ, კარგ და ნაკ­ლე­ბად კარგ დროს“

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
0

წარმატებები!!!

zaza
4

ქოჩორაშვილი ფეხბურთი მაინტერესებს მე , საცოლე , გელფრენდი და პოლიტიკური შეხედულებები ღმერთმა ტვითონ მოახმაროს , საერთოდ არ მაინტერესებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე - "საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ"

ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე - "საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ"

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ ისტორია დაწერა. ქართველი ფეხბურთელები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს. დაძაბული და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, სანუკვარი ოცნება ახდა და ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

  • საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო, გოლების ავტორები იყვნენ გიორგი ქოჩორაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ლაშა დვალი და ნიკა კვეკვესკირი.

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, გიორგი ქოჩორაშვილის ღირებულება 1 მლნ ევროს შეადგენს, ნიკა კვეკვესკირის - 600 ათას ევროს, ზურიკო დავითაშვილის - 2,5 მლნ ევროს, ლაშა დვალის - 750 ათას ევროს.

რა თქვა ვილი სანიოლიმ მატჩის შემდეგ?

"ადრე შეიძლება ბევრი ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებიდან უნდა წავსულიყავი, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი, რომ შედეგებს თვეები და წლები სჭირდება. სიმართლე გითხრათ, წასვლაზე არც არასდროს მიფიქრია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ, ჩემს ირგვლივ პროფესიონალები არიან, მათთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოა...

პენალტებზე საკმაოდ ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც პენალტების სერია გიწევს, არასდროს იცი, ვინ დაასრულებს თამაშს და შესაბამისად, ვინ დაარტყამს. ინდივიდუალურად ვისაუბრეთ და გავიგეთ, ვინ იყო მზად დასარტყმელად.... ქოჩორაშვილმა პირველმა თქვა, მე დავარტყამო და არც გამკვირვებია - ის ფანტასტიკური პიროვნებაა, ძლიერი ხასიათი აქვს და ნაკრებში სიტუაცია მისი გამოჩენის შემდეგ შეიცვალა."

ფოტო: EUROPOP

"თამაში რომ მორჩა, ემოციის გარეშე დავრჩი, იმხელა ემოციები გვქონდა თამაშში ჩადებული. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რამხელა ისტორია დაიწერა. სამი-ოთხი წელი დიდი შრომა ჩავდე, შეიძლება, ამ მომენტისთვისაც. ეს ის დანიშნულება იყო, რომელიც უნდა შემესრულებინა. როდესაც ავიღე ბურთი, ისეთი შეძახილები და სიმღერა მესმოდა, რომ... ზუსტად ეგ მომენტია, როცა ან კარგი იმარჯვებს შენზე, ან - ცუდი. ხალხის დახმარებით კარგმა გაიმარჯვა. მე მოვითხოვე სანიოლთან პირველი დარტყმა. მზად ვიყავი იმისთვისაც, რომ შეიძლება ყველაფერი პირიქით ყოფილიყო, მაგრამ ვარჯიშმა და ყველაფერმა, რაც მანამდე გავაკეთე, შედეგი გამოიღო. პენალის დარტყმის დროს რომ ვიდექი, თითქოს იმ სიმღერამ რასაც მღეროდნენ, მომცა ის მუხტი, რომ სწორად მიმემართა ჩემი ემოციები და ფიქრები", - თქვა დღეს "იმედის" ეთერში ქოჩორაშვილმა.

25 წლის გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში "საბურთალოს" წევრი იყო, 2018 წელს კი სათამაშოდ ესპანეთში წავიდა. 2019 წელს ის "ლევანტეს" შეუერთდა, რომლის მაისურით 2020 წელს ლა ლიგაში 3 მატჩიც ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით გიორგიმ გასული სეზონი კასტელონში იჯარით გაატარა, ზაფხულში კი ლევანტეს დაუბრუნდა, სადაც ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა, თუმცა ლევანტეში სადებიუტო გოლი ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ესპანეთის თასზე შეაგდო.

გასული წლის დეკემბერში ქოჩორაშვილმა "უესკასთან" მატჩის დროს ტრამვა მიიღო. "ლევანტეს" ოფიციალურმა გვერდმა თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა და მზადაა, დაუბრუნდეს მოედანს. "ეს ძალიან კარგი ამბავია საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელსაც 21 მარტს ლუქსემბურგთან ზე-მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელოდება" - ეწერა მაშინ ინფორმაციაში.

გიორგი მამარდაშვილთან მეგობრობა

"როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ვცდილობთ ერთად ვიყოთ. ხშირად არ ემთხვევა ჩვენი თავისუფალი დროები, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ერთ კვირას - 10 დღეს ერთად ვატარებთ. დიახ, ესპანეთში გველოდება თამაში, კონცენტრირებული ვართ უახლოეს მატჩებზე და ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ", - ამბობდა გასული წლის შემოდგომაზე ესპანურ რადიო Cope-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

უფრო მეტი გიორგიზე...

გიორგი ქოჩორაშვილი წარმოშობით გურჯაანის რაიონ კარდენახიდან არის. ჰყავს მშობლები და ერთი და, რომელიც დაოჯახებულია და გუშინ ისტორიულ მატჩს თავადაც ესწრებოდა.

მშობლებთან, დასთან და დის შვილთან ერთად

2023 წლის ბოლოს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ესპანურ რადიოსთან ინტერვიუში თქვა, რომ თავმდაბალი ადამიანია...

"საქართველოში მე არ ვარ ფანების კერპი. ასეთია ხვიჩა კვარაცხელია. ის ყველას ძალიან უყვარს და მსოფლიო დონის ვარსკვლავია. მე ვარ თავმდაბალი მოთამაშე, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ითამაშოს მაღალ დონეზე. ესპანეთში ჩამოვიდნენ ჩემი მეგობრები. გულშემატკივრებმა ჩემთან სურათები გადაიღეს. მაშინ მეგობრებმა მითხრეს, რომ ასე მათაც კი არ ვუყვარვარ (იცინის)", - თქვა სპორტსმენმა.

პირადი ცხოვრება

გიორგი ქოჩორაშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული გოგონა, ბრაზილიელი სანდრა მენდონსაა. როგორც ჩანს, 2023 წლის სექტემბერში ქალი ნაკრების მატჩს საქართველოში დაესწრო, ფოტოზე ჩანს, რომ სტადიონზე ზის და გიორგის მაისური აცვია.

გუშინდელ მატჩზე კი ინსტაგრამზე გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი გოლის ვიდეოს აქვეყნებს და წერს „ოცნებები ხდება...“ როგორც ჩანს, ამჯერად საყვარელ მამაკაცს შორიდან გულშემატკივრობდა.

სექტემბერში სანდრა იუბილარი გახლდათ. გიორგიმ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიცოცხლე. მადლობა, რომ ხარ ვინც ხარ და მადლობა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ, კარგ და ნაკლებად კარგ დროს“

ნახეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"