მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქეოლოგებმა 16 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური დელფინის ნამარხი აღმოაჩინეს - ეს არსება აქამდე მხოლოდ ლეგენდებში არსებობდა
არქეოლოგებმა 16 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური დელფინის ნამარხი აღმოაჩინეს - ეს არსება აქამდე მხოლოდ ლეგენდებში არსებობდა

ამა­ზონ­ში უძ­ვე­ლე­სი გი­გან­ტუ­რი დელ­ფი­ნის ნა­მარ­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რებ­მა სა­ხე­ო­ბას Pebanista yacuruna უწო­დეს. იგი 16 მი­ლი­ო­ნი წლის წინ, ამა­ზო­ნის მტკნა­რი წყლის ტბა­ში ცხოვ­რობ­და და სიგ­რძე­ში 3.5 მეტ­რი იყო. ეს არ­სე­ბა აქამ­დე მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ ლე­გენ­დებ­ში "არ­სე­ბობ­და". მისი უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი მდი­ნა­რის დელ­ფი­ნე­ბი არი­ან.

აღ­მო­ჩე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ ის მეც­ნი­ე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას დელ­ფი­ნე­ბის ევო­ლუ­ცი­ის მხრი­ვაც იქ­ცევს: პა­ლე­ონ­ტო­ლო­გე­ბის თქმით, თა­ნა­მედ­რო­ვე მდი­ნა­რის დელ­ფი­ნე­ბის წი­ნაპ­რე­ბი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ ოკე­ა­ნე­ებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10-6 მი­ლი­ო­ნი წლის წინ. ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის წი­ნაპ­რე­ბი პრო­ტო-ამა­ზო­ნი­ის მტკნა­რი წყლის ეკო­სის­ტე­მებ­ში გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც მტა­ცე­ბე­ლი უხ­ვად იყო.

იმის გამო, რომ ვე­შა­პი­სებრთა ორი­ვე ჯგუ­ფი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მდი­ნა­რი­სა და ტბის ეკო­სის­ტე­მებ­ში გა­იქ­ცა - საკ­ვე­ბის­თვის ნაკ­ლებ კონ­კუ­რენ­ცი­ას ეძებ­და. ამა­ზო­ნის მტკნა­რი წყლის ეს გა­რე­მო საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით მდი­და­რი და სი­ცო­ცხლით სავ­სე იყო, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ ნი­ან­გე­ბი, კუ­ე­ბი და თევ­ზე­ბი, ისე­ვე რო­გორც ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა ზარ­მა­ცე­ბი, მღრღნე­ლე­ბი, ჩლი­ქოს­ნე­ბი და პრი­მა­ტე­ბი. ეს სის­ტე­მე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ამა­ზო­ნად და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბამ მტა­ცებ­ლებ­ზე იმოქ­მე­და და სა­ბო­ლო­ოდ ეს უზარ­მა­ზა­რი დელ­ფი­ნიც გა­და­შენ­და.

„ვფიქ­რობ, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი აღ­მო­ჩე­ნაა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში გვხვდე­ბა მდი­ნა­რის დელ­ფი­ნე­ბის ერთი სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც მი­ე­კუთ­ვნე­ბა ოდონ­ტო­ცე­ტე­ბის (კბი­ლი­ა­ნი ვე­შა­პე­ბის) სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ჯგუფს“, - თქვა ხორ­ხე ვე­ლეს-ჯუ­არ­ბემ, ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის ასო­ცი­რე­ბულ­მა კუ­რა­ტორ­მა Natural-ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიკენტი
0

კი მაგრამ 16 მილიონი წლის წინ თუ გადაშენდა, ლეგენდებში როგორ მოხვდა? 16 მილიონის წლის წინ Homo Sapeins ხომ ჯერ არ არსებობდა? ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ანთროპილოგია ასე იძახის...

თამაზი
0

თანამედროვე დელფინიცაა 2 მეტრამდე ალბათ და 3,5 მეტრი არც თუ ისე გიგანტურია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

არქეოლოგებმა 16 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური დელფინის ნამარხი აღმოაჩინეს - ეს არსება აქამდე მხოლოდ ლეგენდებში არსებობდა

არქეოლოგებმა 16 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური დელფინის ნამარხი აღმოაჩინეს - ეს არსება აქამდე მხოლოდ ლეგენდებში არსებობდა

ამაზონში უძველესი გიგანტური დელფინის ნამარხი აღმოაჩინეს. ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სახეობას Pebanista yacuruna უწოდეს. იგი 16 მილიონი წლის წინ, ამაზონის მტკნარი წყლის ტბაში ცხოვრობდა და სიგრძეში 3.5 მეტრი იყო. ეს არსება აქამდე მხოლოდ ადგილობრივ ლეგენდებში "არსებობდა". მისი უახლოესი ნათესავები მდინარის დელფინები არიან.

აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ის მეცნიერების ყურადღებას დელფინების ევოლუციის მხრივაც იქცევს: პალეონტოლოგების თქმით, თანამედროვე მდინარის დელფინების წინაპრები გავრცელებული იყვნენ ოკეანეებში დაახლოებით 10-6 მილიონი წლის წინ. ახლად აღმოჩენილი სახეობების წინაპრები პროტო-ამაზონიის მტკნარი წყლის ეკოსისტემებში გადავიდნენ, სადაც მტაცებელი უხვად იყო.

იმის გამო, რომ ვეშაპისებრთა ორივე ჯგუფი ძალიან მრავალფეროვანი იყო, ზოგიერთი სახეობა, სავარაუდოდ, მდინარისა და ტბის ეკოსისტემებში გაიქცა - საკვებისთვის ნაკლებ კონკურენციას ეძებდა. ამაზონის მტკნარი წყლის ეს გარემო საკვები ნივთიერებებით მდიდარი და სიცოცხლით სავსე იყო, სადაც ცხოვრობდნენ ნიანგები, კუები და თევზები, ისევე როგორც ძუძუმწოვრები, როგორიცაა ზარმაცები, მღრღნელები, ჩლიქოსნები და პრიმატები. ეს სისტემები თანამედროვე ამაზონად დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. გარემოს ცვლილებამ მტაცებლებზე იმოქმედა და საბოლოოდ ეს უზარმაზარი დელფინიც გადაშენდა.

„ვფიქრობ, ეს შესანიშნავი აღმოჩენაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ამერიკაში გვხვდება მდინარის დელფინების ერთი სახეობა, რომელიც მიეკუთვნება ოდონტოცეტების (კბილიანი ვეშაპების) სრულიად განსხვავებულ ჯგუფს“, - თქვა ხორხე ველეს-ჯუარბემ, ზღვის ძუძუმწოვრების ასოცირებულმა კურატორმა Natural-ში.