სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ არ ლაპარაკობენ "ქართული ოცნების“ ქალები და რატომაა ერთადერთი მოლაპარაკე თავი მდინარაძე? იმიტომ, რომ რცხვენიათ" - რომან გოცირიძე
"რატომ არ ლაპარაკობენ "ქართული ოცნების“ ქალები და რატომაა ერთადერთი მოლაპარაკე თავი მდინარაძე? იმიტომ, რომ რცხვენიათ" - რომან გოცირიძე

რა­ტომ არ ლა­პა­რა­კო­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქა­ლე­ბი და რა­ტო­მაა ერ­თა­დერ­თი მო­ლა­პა­რა­კე თავი მდი­ნა­რა­ძე? იმი­ტომ, რომ რცხვე­ნი­ათ, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის “ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე რო­მან გო­ცი­რი­ძემ ლგბტ პრო­პა­გან­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ და­რე­გის­ტრი­რე­ბულ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ო­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ნო­ნი პირ­და­პირ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი­და­ნაა გა­და­წე­რი­ლი და არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში არ­ცერ­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც მსგავ­სი კა­ნო­ნია შე­მო­ღე­ბუ­ლი”.

“მათ­მა [“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის”] მცდე­ლო­ბამ კრა­ხი გა­ნი­ცა­და და კა­ნონპ­რო­ექ­ტიც კი არ წარ­მო­ად­გი­ნეს. იცი­ან, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა არ ჰყავთ და სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, მხო­ლოდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­პა­გან­დის­თვის და თე­მის შე­მოგ­დე­ბის­თვის სჭირ­დე­ბათ. რა­ტომ აი­ნი­ცი­რებ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბას, თუ კონ­სტი­ტუ­ცი­ას ვერ ცვლი? სა­ჭი­როა 113 ხმა და 90-იც არ აქვთ. 23 ხმას რო­გორ აგ­რო­ვებ? მათ­თვის ეს თემა არ არის მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ა­ტყუ­ონ და რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ხერ­ხე­ბით წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ალა­პა­რა­კონ არა იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს - სი­ღა­ტა­კე, ფა­სე­ბის ზრდა, ემიგ­რა­ცია და სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, არა­მედ მო­გო­ნილ და არარ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე. ეს არის მო­რი­გი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა. არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ, რად­გან ხალ­ხს ეს თემა არ აინ­ტე­რე­სებს. არა­თუ ხალ­ხს, “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შიც” კი იმ­დე­ნად რცხვე­ნი­ათ ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რის, რომ ერ­თა­დერ­თი მო­ლა­პა­რა­კე, ე.წ. სპი­კე­რი მდი­ნა­რა­ძეა, რო­მე­ლიც თე­მა­შიც ვერ გარ­კვე­უ­ლა და ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის დო­ნე­ზეც ვერ ფლობს სა­კითხს. სად არი­ან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ქა­ლე­ბი, რა­ტომ იმა­ლე­ბი­ან, რა­ტომ არი­ან მდი­ნა­რა­ძის ზურგს უკან ამო­ფა­რე­ბუ­ლე­ბი? რო­გორც ერთ სიმ­ღე­რა­შია, “როცა მო­გიხ­მობს პარ­ტია” - მო­უხ­მობს პარ­ტია და ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც საფ­რან­გეთ­ში უცხოვ­რი­ათ, ან გავ­ლით ყო­ფი­ლა პა­რიზ­ში და ახლა ჩუ­მა­დაა, აა­ლა­პა­რა­კებს. მათ გან­ცდებს და ღირ­სე­ბას არა­ვინ ან­გა­რიშს არ გა­უ­წევს. რა­ტომ არ ლა­პა­რა­კო­ბენ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ქა­ლე­ბი და რა­ტო­მაა ერ­თა­დერ­თი მო­ლა­პა­რა­კე თავი მდი­ნა­რა­ძე? - იმი­ტომ, რომ რცხვე­ნი­ათ”, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტში მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით ორი - ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ინი­ცი­ა­ტი­ვა და­რე­გის­ტრირ­დე­ბა.

"ლგბტ პრო­პა­გან­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ“ წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც მოქ­მედ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, ასე­ვე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით - “ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“.

თა­ვად კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბით, კო­რექ­ტირ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის 30-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბის, დე­და­თა და ბავ­შვთა უფ­ლე­ბებს შე­ე­ხე­ბა. პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ მუხლს ემა­ტე­ბა ახა­ლი პუნ­ქტი შემ­დე­გი ში­ნა­არ­სით: - “ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია“.

რაც შე­ე­ხე­ბა “ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის პრო­ექტს, ის რვა პუნ­ქტის­გან შედ­გე­ბა და მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bacho
2

მართალი ხარ კუპონა, ნაცების ქალები უსირცხვილოები რომ არიან, ეს ისედაც ყველამ იცის

ლაშა
6

შევარდნაძის დროს ამისთანა მექრთამე არავინ იყო, ახლა ამისთანა სამშობლოს გამყიდველი არავინ მეგულება,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"რატომ არ ლაპარაკობენ "ქართული ოცნების“ ქალები და რატომაა ერთადერთი მოლაპარაკე თავი მდინარაძე? იმიტომ, რომ რცხვენიათ" - რომან გოცირიძე

"რატომ არ ლაპარაკობენ "ქართული ოცნების“ ქალები და რატომაა ერთადერთი მოლაპარაკე თავი მდინარაძე? იმიტომ, რომ რცხვენიათ" - რომან გოცირიძე

რატომ არ ლაპარაკობენ "ქართული ოცნების“ ქალები და რატომაა ერთადერთი მოლაპარაკე თავი მდინარაძე? იმიტომ, რომ რცხვენიათ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებულ საკონსტიტუციო ინიციატივის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი პირდაპირ რუსული კანონიდანაა გადაწერილი და არ არსებობს მსოფლიოში არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც მსგავსი კანონია შემოღებული”.

“მათმა [“ქართული ოცნების”] მცდელობამ კრახი განიცადა და კანონპროექტიც კი არ წარმოადგინეს. იციან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავთ და საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებენ, მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის და თემის შემოგდებისთვის სჭირდებათ. რატომ აინიცირებ საკონსტიტუციო ცვლილებას, თუ კონსტიტუციას ვერ ცვლი? საჭიროა 113 ხმა და 90-იც არ აქვთ. 23 ხმას როგორ აგროვებ? მათთვის ეს თემა არ არის მართლაც მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მოატყუონ და რუსული პროპაგანდის ხერხებით წინასაარჩევნოდ ალაპარაკონ არა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში არსებობს - სიღატაკე, ფასების ზრდა, ემიგრაცია და საშინელი მდგომარეობა, არამედ მოგონილ და არარსებულ პრობლემებზე. ეს არის მორიგი რუსული კანონის პროპაგანდისტულად გამოყენების მცდელობა. არაფერი გამოუვიდათ, რადგან ხალხს ეს თემა არ აინტერესებს. არათუ ხალხს, “ქართულ ოცნებაშიც” კი იმდენად რცხვენიათ ამ საკითხზე საუბრის, რომ ერთადერთი მოლაპარაკე, ე.წ. სპიკერი მდინარაძეა, რომელიც თემაშიც ვერ გარკვეულა და ტერმინოლოგიის დონეზეც ვერ ფლობს საკითხს. სად არიან “ქართული ოცნების” ქალები, რატომ იმალებიან, რატომ არიან მდინარაძის ზურგს უკან ამოფარებულები? როგორც ერთ სიმღერაშია, “როცა მოგიხმობს პარტია” - მოუხმობს პარტია და ადამიანებს, ვისაც საფრანგეთში უცხოვრიათ, ან გავლით ყოფილა პარიზში და ახლა ჩუმადაა, აალაპარაკებს. მათ განცდებს და ღირსებას არავინ ანგარიშს არ გაუწევს. რატომ არ ლაპარაკობენ “ქართული ოცნების” ქალები და რატომაა ერთადერთი მოლაპარაკე თავი მდინარაძე? - იმიტომ, რომ რცხვენიათ”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

"ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.