კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონიაში ეჭვობენ, რომ 2 ადამიანის გარდაცვალების და 100-ზე მეტის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ერთ-ერთი საკვები დანამატი გახდა
იაპონიაში ეჭვობენ, რომ 2 ადამიანის გარდაცვალების და 100-ზე მეტის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ერთ-ერთი საკვები დანამატი გახდა

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Kyodo-ს ცნო­ბით, ია­პო­ნი­ა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი დი­ე­ტუ­რი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი უკან გა­იწ­ვი­ეს, რად­გან ეჭ­ვო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ის ორი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­სა და 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზი იყოს. Kobayashi Pharmaceutical-მა, რო­მე­ლიც ურე­ცეპ­ტო წამ­ლებ­სა და დი­ე­ტურ მე­დი­კა­მენ­ტებს ყი­დის, თა­ვი­სი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი, რო­მე­ლიც ქო­ლეს­ტე­რინს ამ­ცი­რებს, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უკან გა­იწ­ვია.

  • Kobayashi Pharmaceutical-ის წარ­მო­ე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი შე­ი­ცავს ინ­გრე­დი­ენტ "წი­თე­ლი სა­ფუვ­რის ბრინჯს", იგი­ვე beni koji-ს. Beni koji ბრინ­ჯის ფერ­მენ­ტა­ცი­ის შე­დე­გად მზად­დე­ბა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რით, ის ორ­გა­ნიზ­მში ცუდი ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს უნდა ამ­ცი­რებ­დეს.

ოსა­კა­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და დას­ძი­ნა, რომ და­ღუ­პუ­ლი beni koji-ს პრო­ექ­ტებს და­ახ­ლო­ე­ბით 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად იძენ­და და სა­ბო­ლო­ოდ, ის თირკმლის და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

"ჩვენ ერთი ისე­თი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ უკვე მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის გა­მომ­წვევ მი­ზეზ­თა­ნაც, შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი ყო­ფი­ლი­ყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად ამ კავ­შირ­სა და მომ­ხდარს დე­ტა­ლუ­რად ვი­ძი­ებთ", - გა­ნა­ცხა­და მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ და დას­ძი­ნა, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს.

Kyodo-ს გან­ცხა­დე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ო­რე შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

პრო­დუქ­ცი­ის ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვა ჩი­ნეთ­სა და ტა­ი­ვან­შიც შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

ანა­ლიზ­მა და­ად­გი­ნა, რომ შე­საძ­ლოა, პრო­დუქ­ტე­ბი ისეთ ინ­გრე­დი­ენ­ტებს შე­ი­ცავ­დეს, რო­მელ­თა და­მა­ტე­ბაც მწარ­მო­ებ­ლებს არ ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი.

ბრინ­ჯის ფერ­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლოა, გა­მო­ი­ყოს ტოქ­სი­ნი, სა­ხე­ლად ციტ­რი­ნი­ნი, რო­მელ­საც თირკმე­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა შე­უძ­ლია.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

იაპონიაში ეჭვობენ, რომ 2 ადამიანის გარდაცვალების და 100-ზე მეტის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ერთ-ერთი საკვები დანამატი გახდა

იაპონიაში ეჭვობენ, რომ 2 ადამიანის გარდაცვალების და 100-ზე მეტის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ერთ-ერთი საკვები დანამატი გახდა

საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ცნობით, იაპონიაში წარმოებული დიეტური საკვები დანამატი უკან გაიწვიეს, რადგან ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ის ორი ადამიანის გარდაცვალებასა და 100-ზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი იყოს. Kobayashi Pharmaceutical-მა, რომელიც ურეცეპტო წამლებსა და დიეტურ მედიკამენტებს ყიდის, თავისი საკვები დანამატი, რომელიც ქოლესტერინს ამცირებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკან გაიწვია.

  • Kobayashi Pharmaceutical-ის წარმოებული საკვები დანამატი შეიცავს ინგრედიენტ "წითელი საფუვრის ბრინჯს", იგივე beni koji-ს. Beni koji ბრინჯის ფერმენტაციის შედეგად მზადდება და გავრცელებული აზრით, ის ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დონეს უნდა ამცირებდეს.

ოსაკაში დაფუძნებული მედიკამენტების მწარმოებელმა ერთ-ერთი გარდაცვლილის შესახებ განცხადება გააკეთა და დასძინა, რომ დაღუპული beni koji-ს პროექტებს დაახლოებით 3 წლის განმავლობაში რეგულარულად იძენდა და საბოლოოდ, ის თირკმლის დაავადებით გარდაიცვალა.

"ჩვენ ერთი ისეთი შემთხვევის შესახებ უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომლის გამომწვევ მიზეზთანაც, შესაძლოა, ჩვენი პროდუქტი ყოფილიყო დაკავშირებული. ამჟამად ამ კავშირსა და მომხდარს დეტალურად ვიძიებთ", - განაცხადა მწარმოებელმა კომპანიამ და დასძინა, რომ მომხდარის შესახებ მწუხარებას გამოთქვამს.

Kyodo-ს განცხადების მოსმენის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს გარდაცვალების მეორე შემთხვევის შესახებ შეატყობინეს.

პროდუქციის ონლაინ გაყიდვა ჩინეთსა და ტაივანშიც შეჩერებულია.

ანალიზმა დაადგინა, რომ შესაძლოა, პროდუქტები ისეთ ინგრედიენტებს შეიცავდეს, რომელთა დამატებაც მწარმოებლებს არ ჰქონდათ განზრახული.

ბრინჯის ფერმენტაციის პროცესში შესაძლოა, გამოიყოს ტოქსინი, სახელად ციტრინინი, რომელსაც თირკმელების დაზიანება შეუძლია.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა