სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლელა კილაძის გრანდიოზული იუბილე, რომელსაც ახლანდელი შეყვარებული და ყოფილი ქმრები გიგი უგულავა, ნიკა მაჭარაძე და გუკა რჩეულიშვილი დაესწრნენ - ფოტოები წვეულებიდან
ლელა კილაძის გრანდიოზული იუბილე, რომელსაც ახლანდელი შეყვარებული და ყოფილი ქმრები გიგი უგულავა, ნიკა მაჭარაძე და გუკა რჩეულიშვილი დაესწრნენ - ფოტოები წვეულებიდან

25 მარტს ლელა კი­ლა­ძემ და­ბა­დე­ბის დღე აღ­ნიშ­ნა. ცნო­ბილ სა­ხეს 41 წელი შე­უს­რულ­და. გრან­დი­ო­ზუ­ლი იუ­ბი­ლე მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბით არ ყო­ფი­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლი, ლე­ლას და­ბა­დე­ბის დღეს ეს­წრე­ბოდ­ნენ ყო­ფი­ლი ქმრე­ბი - ნიკა მა­ჭა­რა­ძე, გიგი უგუ­ლა­ვა და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე მისი ახ­ლან­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი. კა­ცებ­მა ერ­თად სა­ერ­თო ფო­ტოც კი გა­და­ი­ღეს.

ლე­ლას იუ­ბი­ლე­ზე უმ­ღე­რეს სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, სტე­ფა­ნემ და ლელა წურ­წუ­მი­ამ. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლუ­რად აფორ­მებ­და პი­ა­ნის­ტი ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლი.

ლელა კი­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. წინა ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი ჰყავს. ნიკა მა­ჭა­რა­ძეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი, მა­შინ­დელ თბი­ლი­სის მერს, გიგი უგუ­ლა­ვას გაჰ­ყვა ცო­ლად და კი­დევ ერთი ვაჟი, ალექ­სან­დრე შე­ე­ძი­ნა. უგუ­ლა­ვას და­პა­ტიმ­რე­ბი­დან მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლელა მა­საც და­შორ­და და ამ­ჯე­რად გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა.

წყვილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი თრი­ნი­თი შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე უჩივ­ლა და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი და­ა­კა­ვეს. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, გუ­კამ ლე­ლას სა­ჯა­რო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და წყვი­ლი შე­რიგ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

ლელა ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის ყო­ფილ ქმარ­თან, გი­ორ­გი ცა­გა­რელ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა და წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ერ­თად არი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნე­ბენ სა­ერ­თო ფო­ტო­ებს, სა­დაც გრძნო­ბებს არ მა­ლა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 233 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკბჰუ იმ ბ
0

ზოგს როგორ უმართლებს. ღმერთმა კარგად ამყოფოთ მარა ბედი უნდა ყველაფერს. ზოგის ყველაფერი ჩანს ზოგის გამოსაჩენიც არ ჩანს.

გიგა
12

შორენას

ყველასთვის ადგილი მაგას გულში აქვსო ვერ დაგეთანხმები. ცოტა კოორდინატები შეგეშალა.

თხოვნა რედაქციას

ამათ ხალხის შეფასება სჭირდებათ და გთხოგვთ გამოხმაურებებს ნუ ბლოკავთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ლელა კილაძის გრანდიოზული იუბილე, რომელსაც ახლანდელი შეყვარებული და ყოფილი ქმრები გიგი უგულავა, ნიკა მაჭარაძე და გუკა რჩეულიშვილი დაესწრნენ - ფოტოები წვეულებიდან

ლელა კილაძის გრანდიოზული იუბილე, რომელსაც ახლანდელი შეყვარებული და ყოფილი ქმრები გიგი უგულავა, ნიკა მაჭარაძე და გუკა რჩეულიშვილი დაესწრნენ - ფოტოები წვეულებიდან

25 მარტს ლელა კილაძემ დაბადების დღე აღნიშნა. ცნობილ სახეს 41 წელი შეუსრულდა. გრანდიოზული იუბილე მხოლოდ ცნობილი სახეებით არ ყოფილა გამორჩეული, ლელას დაბადების დღეს ესწრებოდნენ ყოფილი ქმრები - ნიკა მაჭარაძე, გიგი უგულავა და გუკა რჩეულიშვილი, ასევე მისი ახლანდელი შეყვარებული გიორგი ცაგარელი. კაცებმა ერთად საერთო ფოტოც კი გადაიღეს.

ლელას იუბილეზე უმღერეს სოფო ნიჟარაძემ, სტეფანემ და ლელა წურწუმიამ. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა პიანისტი ბექა გოჩიაშვილი.

ლელა კილაძე რამდენიმეჯერ იყო დაოჯახებული. წინა ორი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. ნიკა მაჭარაძესთან განქორწინების შემდეგ კი, მაშინდელ თბილისის მერს, გიგი უგულავას გაჰყვა ცოლად და კიდევ ერთი ვაჟი, ალექსანდრე შეეძინა. უგულავას დაპატიმრებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ლელა მასაც დაშორდა და ამჯერად გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა.

წყვილს საერთო ქალიშვილი თრინითი შეეძინათ, თუმცა მოგვიანებით გუკა რჩეულიშვილს ოჯახური ძალადობის ფაქტზე უჩივლა და კინოპროდიუსერი დააკავეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გუკამ ლელას საჯარო მადლობა გადაუხადა და წყვილი შერიგდა, თუმცა რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.

ლელა ახალ შეყვარებულთან, ლიზა ბაგრატიონის ყოფილ ქმართან, გიორგი ცაგარელთან ერთად გამოჩნდა და წელიწადზე მეტია, რაც ერთად არიან. სოციალურ ქსელში აქვეყნებენ საერთო ფოტოებს, სადაც გრძნობებს არ მალავენ.