ავტორი:

"დღეს უბედნიერესი დღეა" - ზეიმი თბილისში: პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

"დღეს უბედნიერესი დღეა" - ზეიმი თბილისში: პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც შეკრებილ გულშემატკივართან ერთად აღნიშნავენ გამარჯვებას.

რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე „ქართული ოცნების“ წევრები.

  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.

"დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილები იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ურთულეს და ძალიან დაძაბულ მატჩში საბერძნეთის ეროვნული გუნდი დინამო არენაზე დაამარცხეს.

მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ამ ე.წ. საფეხბურთო ლატარიაში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

ფოტო: ინტერპრესნიუსი, ვანო გორგიშვილი