ისტორია დაიწერა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ურთულეს და ძალიან დაძაბულ მატჩში საბერძნეთის ეროვნული გუნდი დინამო არენაზე დაამარცხეს.
მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ამ ე.წ. საფეხბურთო ლატარიაში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა. ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეს დაუპირისპირდა.
მატჩი ემოციური იყო ყველასთვის. სოციალურ ქსელში ვეტერანი ფეხბურთელის, თბილისის მერის კახა კალაძისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს თუ როგორ ტირიან ისინი სიხარულის ემოციებით. ასევე სამთვრობო ლოჟაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც.
ნახეთ ასევე:
ნახეთ ვიდეოკადრები - რა ხდებოდა სამთავრობო ლოჟაში გამარჯვების შემდეგ