ავტორი:

წამებში მოედანი გახარებული ქომაგებით გადაიჭედა: რა ხდებოდა "დინამო არენაზე", როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა - ფოტო და ვიდეოკადრები

წამებში მოედანი გახარებული ქომაგებით გადაიჭედა: რა ხდებოდა "დინამო არენაზე", როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა - ფოტო და ვიდეოკადრები
  • ფოტოები: ინტერპრესნიუსი, ვანო გორგიშვილი

თბილისში, "დინამო არენაზე" ამ წუთებში დასრულდა საქართველო-საბერძნეთი. ძირითად დროში ანგარიშით 0-0 დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. საქართველომ გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.

მთელი მატჩი განსაკუთრებით დაძაბული იყო. მოედანზე უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობდა. განსაკუთრებით დაძაბული იყო მეორე ტაიმის ბოლო წუთები იყო, სადაც ჩვენ ნაკრებს გოლის გატანის შანსი ჰქონდა. კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა. მანამდე კი პირველ ტაიმის მიწურულს შეხლა-შემოხლა იყო სამწვრთნელო შტაბთან და მსაჯმა წითელი ბარათი მისცა ჩვენი გუნდის სათადარიგო მეკარეს გიორგი ლორიას.

  • ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეს დაუპირისპირდა.

ზღვა ემოციების მომსწრე გახდა დინამო არენა, პენალტების სერიის შემდეგ. გულშემატკივრები, რომლებიც მთელი ასეული წუთის განმავლობში გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ ეროვნულ ნაკრებს, გამარჯვების შემდეგ მოედანზე შევიდნენ.

"ჩვენ ეს შევძელით! შევხვდებით გერმანიაში" - სკანდირებდნენ ისინი.

ნახეთ ასევე: ისტორია დაიწერა - საქართველომ გაიმარჯვა: ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს