ავტორი:

ისტორია დაიწერა - საქართველომ გაიმარჯვა: ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ისტორია დაიწერა - საქართველომ გაიმარჯვა: ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

თბილისში, "დინამო არენაზე" ამ წუთებში დასრულდა საქართველო-საბერძნეთი. ძირითად დროში ანგარიშით 0-0 დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. საქაღტველომ გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.

მთელი მატჩი განსაკუთრებით დაძაბული იყო. მოედანზე უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობდა.

განსაკუთრებით დაძაბული იყო მეორე ტაიმის ბოლო წუთები იყო, სადაც ჩვენ ნაკრებს გოლის გატანის შანსი ჰქონდა. კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა. მანამდე კი პირველ ტაიმის მიწურულს შეხლა-შემოხლა იყო სამწვრთნელო შტაბთან და მსაჯმა წითელი ბარათი მისცა ჩვენი გუნდის სათადარიგო მეკარეს გიორგი ლორიას.

განსაკუთრებით უხეშობდნენ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ. საბოლოოდ, კვარამ შეცვლა ითხოვა.

ძირითადი 11-ეულის სია ასე გამოიყურებოდა - მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, კვარაცხელია. მეორე ტაიმში მიქაუტაძე შემოვიდა მოედანზე, მან ბუდუ ზივზივაძე შეცვალა. დამატებით დროში კი კვეკვესკირი და დავითაშვილი შემოიყვანა სანიოლმა.