ავტორი:

უშეღავათო ბრძოლა, ქართველების შტურმი ტაიმის ბოლო წუთებში, შეხლა-შემოხლა და წითელი ბარათი - საქართველო-საბერძნეთის თამაშის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

უშეღავათო ბრძოლა, ქართველების შტურმი ტაიმის  ბოლო წუთებში, შეხლა-შემოხლა  და წითელი ბარათი -  საქართველო-საბერძნეთის თამაშის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

საქართველო ამ წუთებში დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩს ადევნებს თვალს. საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს უპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

მატჩის პირველი ტაიმი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოდგა. ბერძნებმა თავდაპირველად უპირატესბო~ა მოიპოვეს, თუმცა ეს უპირატესობა ისეთი არ ყოფილა რომ გოლში გარდასახულიყო. დროდადრო ქართველებიც უტევდნენ. თუმცა განსაკუთრებული იყო მატჩის მიწურული, როცა ქართველმა ფეხბურთელებმა ნამდვილი შტურმი მოაწყვეს მეტოქის მოედანზე.

სამწუხაროდ, ამ ეპიზოდს გოლი არ მოჰყოლია.

საბოლოოდ, მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. ტაიმის მიწურულს შეხლა-შემოხლა იყო სამწვრთნელო შტაბთან და მსაჯმა წითელი ბარათი მისცა ჩვენი გუნდის სათადარიგო მეკარეს გიორგი ლორიას.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით უხეშობდნენ ბერძენი ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია წინააღმდეგ. ბერძნებმა პირველ ტაიმში სამი ყვითელი ბარათი მიიღეს, ხოლო ქართველებმა ერთი.

  • ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგელობაში არ არიან მიქაუტაძე და დავითაშვილი.

ძირითადი 11-ეულის სია ასე გამოიყურება - მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, კვარაცხელია

სათადარიგოზე: ლორია, გუგეშაშვილი, გველესიანი, ლოჩოშვილი, ნიტაიშვილი, კანკავა, გოჩოლეიშვილი, ალთუნაშვილი, კვეკესკირი, ქვილითაია, მიქაუტაძე, დავითაშვილი

პირველივე ტაიმი საკმაოდ დაძაბული იყო. მეექვსე წუთზე ბალბოკმა ხვიჩას მისამართით ჩადენილი უხეშობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ბერძნების უხეშობა ამ ტაიმში რამდენჯერმე დაფიქსირდა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ტაიმი მეტოქეები "კვარაზე" "ნადირობდნენ".

აშკარა იყო, რომ სტუმართა გუნდი დაბნეული იყო, ქართველების შეტევებით. ჩვენები მატჩის დაწყებიდანვე აქტიურად უტევდნენ ბერძნებს, თუმცა 20 წუთის შემდეგ შეტევაზე ბერძნებიც გადმოვიდნენ.

ნახეთ ასევე: