ავტორი:

"სიურპრიზი მომიწყვეს, არ ვიცოდი, რომ ბილეთის ყიდვა შეძლეს" - ვინ არის საქართველოს ნაკრების პატარა ქომაგი, რომლის ემოციურმა კადრებმა "ფეისბუქი" მოიცვა

"სიურპრიზი მომიწყვეს, არ ვიცოდი, რომ ბილეთის ყიდვა შეძლეს" - ვინ არის საქართველოს ნაკრების პატარა ქომაგი, რომლის ემოციურმა კადრებმა "ფეისბუქი" მოიცვა

დღეს "დინამო არენაზე" საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების ისტორიული მატჩი მიმდინარეობს. თამაშზე დასასწრები ბილეთების ონლაინ ყიდვა ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა ვერ შეძლო, მათ რიგებში აღმოჩნდა "თავისუფალი სკოლის" მოსწავლე, პატარა ფეხბურთელი, 10 წლის გიორგი ყურაშვილი, რომელსაც ძალიან უნდოდა სტადიონზე ეხილა ჩვენი ფეხბურთელების დაპირისპირება საბერძნეთის ნაკრებთან. ბავშვის სურვილი იმდენად გადამდები აღმოჩნდა ოჯახის წევრებისთვის, რომ დედამ ახლობლებს დაავალა, იქნებ ვინმეს შეძლებოდა ბილეთის ყიდვა. დღეს კი, ბიჭუნამ შეიტყო, რომ მას ოცნება აუხდა და სიხარულისგან ატირებული საქართვლოს ნაკრების გულშემატკივარის კადრები სრულიად საქართველომ იხილა სოციალურ ქსელებში.

kvirispalitra.ge-სთან საუბარში გიორგი დეტალურდა ყვება, როგორ მოუწყვეს მას სიურპრიზი.

- გიორგი, ვინ გაჩუქა ბილეთი?

- სიურპრიზი მომიწყვეს, არ ვიცოდი, რომ შეძლეს ბილეთის ყიდვა, ჩემი დის ნათლიამ, ქეთი გარიშვილმა მაჩუქა. ჩვენ თვითონ ვერ ვიყიდეთ.

- გაირკვა, რომ ფეხბურთის ყურება ძალიან გიყვარს, რამდენი წელია, რაც თამაშობ?

- დიახ, მართალია, ძალიან მიყვარს, სამი წელია ვთამაშობ.

- ვინ არის შენი ფავორიტი ფეხბურთელი?

- ხვიჩა კვარაჩხელიაა ქართველებიდან, უცხოელებიდან კი კრიშტიანუ რონალდუ...წაიკითხეთ ასევე

ნახეთ ასევე: