ერთ საათში, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი დაიწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.
ახლახან გამოქვეყნდა ძირითადი შემადგენლობის სია, რომლებიც პირველივე წუთებიდან შეუტევენ საბერძნეთის ნაკრებს. აღსანიშნავია, რომ ძირითადში არ იქნებიან მიქაუტაძე და დავითაშვილი.
ძირითადი 11-ეული ასე გამოიყურება - მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, კვარაცხელია
სათადარიგოზე: ლორია, გუგეშაშვილი, გველესიანი, ლოჩოშვილი, ნიტაიშვილი, კანკავა, გოჩოლეიშვილი, ალთუნაშვილი, კვეკესკირი, ქვილითაია, მიქაუტაძე, დავითაშვილი
ნახეთ უახლესი კადრები დინამო არენადან - ფოტოები: "ეროვნული ნაკრები"
წაიკითხეთ ასევე: რა თანხას მიიღებს საქართველო ევრო 2024-ში მონაწილეობის შემთხვევაში?